საქართველო XVIII ს-ში (ვახტანგ VI და სულხან-საბა) Flashcards
XVIII ს-ში საქართველოს მთავარი მტრები
ირანი, ოსმალეთი, რუსეთი
რომელ წელს დაასახელა ირანის შაჰმა ვახტანგ VI ქართლის მეფედ, მაგრამ ჯერ კიდევ ტყვეობაში იყო?
1711 წელს
როდის ეწვია სულხან-საბა ლუი XIV-ს?
1714 წელს
რას ჰპირდებოდა სულხან-საბა ლუის თუ საფრანგეთი დაეხმარებოდა საქართველოს თავის მტრებთან ბრძოლაში?
ქართველები კათოლიციზმს მიიღებდნენ
რატომ განაცხადა საფრანგეთმა უარი სულხან-საბას წინადადებაზე?
საფრანგეთს არ სურდა ირანთან და ოსმალეთთან ურთიერთობის გაფუჭება
რა კუთხით გამოდგა სულხან-საბას მისია წარმატებული?
ქვეყანაში უნდა ჩამოსულიყო მისიონერთა ჯგუფი და საფრანგეთს მათთვის ყოველწლიური თანხაც გამოეყო; აგრეთვე, კონსულად დანიშნეს ერთი კათოლიკე ბერი და სარეკომენდაციო წერილებით აღჭურვეს
რატომ და როდის გაქარწყლდა სულხან-საბას იმედი საბოლოოდ?
1715 წელს ლუი XIV გარდაიცვალა. თან, ოსმალეთმა უარი განაცხადა, რომ კათოლიკე მისიონერები თავის ტერიტორიაზე გაეტარებინა, ამიტომაც საფრანგეთი ისევ მოერიდა მასთან სიტუაციის გაუარესებას და ეს გეგმაც დავიწყებას მიეცა
როცა სულხან-საბას ყველა იმედი გაქარწყლდა, როგორ მოიქცა ვახტანგ XVI?
ისფაჰანისგან რომ დაეღწია თავი, დროებით მიიღო ისლამი, ჩამოვიდა ქართლში და გახდა მეფე 1716 წელს, თუმცა 1719 წელსვე დაუბრუნდა ქრისტიანობას
ირანის შაჰმა რა თხოვნა გაუგზავნა ქართლის მეფეს?
სთხოვდა, ვახტანგი დახმარებოდა ავღანელებთან ბრძოლაში ირანს, მაგრამ უარი მიიღო
ავღანელთა და სპარსელთა ბრძოლა
1722 წელს გაიმართა და ავღანეთმა ისფაჰანიც კი აიღო
,,მყრელობა’’
ვახტანგ VI-მ, სანამ ირანი ავღანეთს ებრძოდა, დააბრუნა იძულებით გახიზნული გლეხები თავიანთ მიწებზე
როდის და სად გარდაიცვალა ვახტანგ VI?
1737 წელს ასტრახანში, რუსეთის ჯარის მოლოდინში
თბილისის სტამბის დაარსება
1709 წელს ვახტანგ VI-ის თაოსნობით
როდის გამოიცა ,,ვეფხისტყაოსანი’’ პირველად?
1712 წელს
ვახტანგი კიდევ რომელი ,,სახელი’’ დაიმსახურა?
კანონმდებლის, რადგან შეადგინა ,,ვახტანგის კანონების კრებული’’
,,განაწილების ხელშეკრულება’’
1724 წელს დაიდო ეს ხელშეკრულება რუსეთსა და ოსმალეთს შორის, რითაც გაინაწილეს კავკასია, მათ შორის- საქართველო
საქართველო ,,განაწილების ხელშეკრულებაში’’
ამ ხელშეკულებით საქართველო მთლიანად ოსმალეთის ხელში აღმოჩნდა
ირანის მდგომარეობა, როცა ,,განაწილების ხელშეკრულება დაიდო
ირანი დასუსტებული იყო, თუმცა არა- განადგურებული, რადგან შემდეგ ისევ მოძლიერდა
,,ოსმალობა’’ საქართველოში
ეს პერიოდი დაიწყო 1724 წლის შემდეგ, რაც ოსმალეთის ხელში აღმოჩნდა საქართველო
აღმ. საქართველოს ოსმალების გარდა კიდევ რომელ ხალხთან უწევდა გამკლავება?
დაღესტნელებთან, ჩრდილოეთიდან რომ ჩამოდიოდნენ XVIII ს-ის პირველ ნახევარში
როგორ შეიქმნა ქართულ მიწაზე ახალი პოლიტიკური ერთეული XVIII ს-ის პირველ ნახევარში და რა ეწოდა მას?
სულთნის მიერ დაღესტნელების მმართველებად დანიშვნამ მძიმე დღეში ჩააგდო გლეხები, რომელთაც ,,ინგილოს’’ უწოდებდნენ. მათი მმართველობის ქვეშ მოქცეული სოფლების ადგილას შეიქმნა ჭარ-ბელაქანი, ან ჭარი.
რუსეთისა და ოსმალეთის გარდა ირანი როდის ერევა საქართველოს ცხოვრებაში XVIII ს-ის დასაწყისში?
1735 წლიდან
გივი ამილახვარი
თავიდან ოსმალეთის მხარეს იყო, შემდეგ კი, როცა ირანმა დაიწყო გაძლიერება, მათ მხარეს გადავიდა
,,ყიზილბაშობა’’ საქართველოში
დაიწყო ირანის გაძლიერების შემდეგ, 1735 წლიდან
ქართლის მდგომარეობა ,,ყიზილბაშობის’’ პერიოდში
ქართლი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მუდმივად იზრდებოდა ხარკი და მოსახლეობა იძულებული გამხდარიყო, ძნელად მიუვალ ადგილებში გახიზნულიყო
კახეთის მდგომარეობა ,,ყიზილბაშობის’’ პერიოდში
კახეთში მაშინ მეფობდა თეიმურაზ II და მისი წყალობით 1742 წელს კახეთი გათავისუფლდა ირანის ხარკისგან
თეიმურაზ II
თავიდან კახეთის მეფე იყო, თუმცა ნადირ შაჰის ნებართვა მოიპოვა, რომ 1745 წელს გამხდარიყო ქართლის მეფეც, ქრისტიანული წესით
რომელი მეფე იყო პირველი, რომლის ქართლის სამეფო ტახტზე დასმით შეწყდა გამაჰმადიანებული ბაგრატიონების გამეფება ირანის პოლიტიკის მიხედვით?
თეიმურაზ II
თეიმურაზ II როგორ მოიქცა მას შემდეგ, რაც ქართლის მეფე გახდა?
კახეთის ტახტზე თავისი შვილი- ერეკლე II დასვა