რუსეთი და რეჩ პოსპოლიტა Flashcards
კიევის რუსეთი როდის შეიქმნა?
IX ს-ში
სლავური ტომების ქვეყანას ვინ მართავდა?
რიურიკი ჩაუდგა სათავეში კიევის რუსეთს
ვის დაუთმეს მმართველობა სლავურმა ტომებმა?
ვიკინგები მოიწვიეს სამი ძმის მეთაურობით- რიურიკი, სინეუსი და ტრუვერი
რიურიკოვიჩების დინასტია საიდან იწყება და დაახ. სადამდე გრძელდება?
სათავეშია რიურიკი (ვიკინგი მმართველი) და ივანე მრისხანეს შემდეგ მალევე წყვეტს არსებობას ეს დინასტია
კიევის რუსეთის გამორჩეული მმართველები (მათი წლები)
ვლადიმირ დიდი (980-1015)
იაროსლავ ბრძენი (1019-1054)
როდის მიიღო კიევის რუსეთმა ქრისტიანობა?
988 წელს ვლადიმირ დიდის ბრძანებით
დაახ. როდის დაიშალა კიევის რუსეთი?
XII ს-ში ცალკეულ სამთავროებად დაიშალა
მონღოლების პირველი შემოსევა რუსულ სახელმწიფოებში
1237-1241
ოქროს ურდო
მონღოლური სახელმწიფო
რუსეთის ჩრდ. ნაწილის მდგომარეობა XIII ს-ში
შედარებით მეტი თავისუფლებით სარგებლობდა მონღოლებისგან, თუმცა დაპირისპირება ჰქონდათ ევროპის ჩრდილოეთ ხალხებთან
ალექსანდრე ნეველი და მისი ბრძოლები
იყო ნოვგოროდის მთავარი, რომელმაც მონღოლებთან შეთანხმებას მიაღწია და 1240 წელს მდ. ნევასთან შვედები დაამარცხა, ხოლო 1242 წელს ჩუდის ტბასთან- ტევტონთა ორდენის რაინდები (,,ყინულზე ხოცვა-ჟლეტა’’)
დიდი მთავრის იარლიყი (სიგელი)
მის დანიშვნას ადასტურებდა და მფლობელს ევალებოდა რუსეთის მიწებიდან მონღოლებისთვის გადასახდელი ხარკი აეკრიფა
მოსკოვის სამთავროს გაძლიერების მიზეზები
მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე მდებარეობდა, ასევე ოქროს ურდოსთან გამჭრიახ პოლიტიკასაც აწარმოებდა და ქრისტიანული ეკლესიაც მიიმხრეს, სიმდიდრით რომ გამოირჩეოდა და ხალხზეც გავლენას ახდენდა
როდის მოხდა და რამ გამოიწვია კულიკოვოს ბრძოლა? ვინ იყო რუსთა სარდალი? როგორ დასრულდა?
1380 წელს დიმიტრი დონელის სარდლობით მოხდა, რადგან მონღოლებს აღარ აძლევდნენ ხარკს და ეურჩებოდა მოსკოვის სამთავრო. რუსებმა ამ ბრძოლაში გაიმარჯვეს, მაგრამ ვერ გათავისუფლდნენ მონღოლებისგან
თოხთამიშმა რა მოიმოქმედა რუსეთის მიმართ?
1382 წელს რუსეთი დაამარცხა ბრძოლაში და აიძულა, ისევ გაეგრძელებინა ხარკის გადახდა
რუსეთში რომელი ადამიანის მმართველობისას შეწყვიტეს მონღოლებმა შემოსევა?
ივანე III-ის დროს
ივანე III-ის წლები
1462-1505
,,უგრაზე დგომა’’
1480 წელს მდ. უგრასთან პირისპირ მდგარი მონღოლური და რუსული ჯარები ბრძოლის გარეშე დაშორდნენ ერთმანეთს და აღარ შემოსეულან მონღოლები
რუსეთის რომელი ქალაქი იყო ჩართული ევროპულ კავშირში?
ნოვგოროდი იყო გერმანული ქალაქების კავშირის- ჰანზას ვაჭრობაში ჩართული
ვის დროს დასრულდა რუსეთის ცენტრალიზაციის პროცესი?
ივანე IV მრისხანეს დროს
ივანე IV-ის წლები
1547-1584
ივანე IV-ის რეფორმები
შეადგინა სამართლის კოდექსი, პირველი რუსული პარლამენტი, მის პერიოდში გამოიცა პირველი რუსული წიგნი და ის იყო პირველი ,,სრულიად რუსეთის მეფე’’
ივანე მრისხანეს ბრძოლები
1552 წელს- ყაზანის, ხოლო 1556 წელს ასტრახანის ანექსირება მოახდინა
რატომ დაიწყო ლივონიის ომი?
ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვებისთვის რუსეთისთვის
ვის წინააღმდეგ გაგრძელდა (და რამდენი ხნით) ლივონიის ომი?
რუსეთი ებრძოდა შვედეთის, პოლონეთისა და ლიტვის კოალიციას, 24 წლის განმავლობაში
ლივონიის ოის შედეგი რუსეთისთვის
არანაირი ტერიტორიული გაფართოება მოჰყოლია რუსეთისთვის და სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი ზარალი მიიღო
,,ოპრიჩნინი’’
ეს იყო რუსეთის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც იმართებოდა მეფისა და მისი მოხელეების ოპრიჩნიკების მიერ
რა უკავშირდებათ ოპრიჩნიკებს?
არაერთი სისხლიანი დანაშაული. მათი რეპრესიების მსხვერპლი მრავალი ადამიანი გახდა
ბოიარი
რუსი ფეოდალი
რეჩ პოსპოლიტა რა იყო?
ასე ეწოდებოდა პოლონეთისა და ლიტვის საჰერცოგოს გაერთიანებულ სახელმწიფოს
როდის და რომელი ხელშეკრულებით შეიქმნა რეჩ პოსპოლიტა?
1569 წელს ლუბლინის უნიის ხელშეკრულებით
სადაური სიტყვაა და რას ნიშნავს ,,რეჩ პოსპოლიტა’’?
პოლონურად ნიშნავს საერთო საგანს, საქმეს
რეჩ პოსპოლიტას სათავეში ვინ იდგნენ?
მონარქი, რომელსაც ირჩევდნენ (ორივე ქვეყნის მმართველი იყო) და სეიმი (წოდებრივ-წარმომადგენლობითი კრება)
რეჩ პოსპოლიტას დედაქალაქი
პოლონური ქალაქი კრაკოვი იყო, მაგრამ შემდეგ არაოფიციალური დედაქალაქი ვარშავა გახდა
რეჩ პოსპოლიტა რომელ წლებში დაიყვეს სხვა ქვეყნებმა?
1772, 1792, 1795 წლებში
როგორ დასრულდა რეჩ პოსპოლიტას არსებობის ხანა?
1795 წელს, როდესაც გადადგა ბოლო მეფე- სტანისლავ ავგუსტი
საბოლოოდ ვის შეხვდათ რეჩ პოსპოლიტას მიწები?
რუსეთს, პრუსიასა და ავსტრიას