საქართველო XVI ს-ში (ირანი და ოსმალეთი) Flashcards
XVI-XVII სს-ში რომელ სამთავროს რომელი გვარის წარმომადგენლები მართავდნენ?
გურიას- გურულები,
სამეგრელოს- დადიანები,
სამცხე-საათაბაგოს- ჯაყელები (ათაბაგები)
სვანეთს- ჯერ გელოვანები, მერე- დადეშქელიანები
XVI-XVII სს-ში ირანისა და ოსმალეთის ომების ერთ-ერთი მიზეზი რა იყო, რომელი ტერიტორიები სურდათ რომ დაეპყროთ?
კავკასია (საქართველო) და ერაყი
ოსმალეთმა რომ ტრაპიზონის იმპერიაც დაიპყრო, საქართველოს გაუმეზობლდა, შემდეგ რაში უშლიდა ხელს საქართველოს?
ევროპასთან პირდაპირი კავშირი გაუყდა საქართველოს
ოსმალეთის სახელმწიფოს შემოსავლის დიდ ნაწილს რა წარმოადგენდა?
ომში მოპოვებული ნადავლი და დამორჩილებული ქვეყნებისგან ხარკის აკრეფა
რატომ სურდა სეფიანთა ირანს საქართველოს დაპყრობა?
ამგვარად შეაჩერებდა ოსმალეთის ტერიტორიულ ექსპანსიას, რათა სეფიანთა ირანის მიწებიც არ დაეკავებინა
რატომ სურდა ოსმალეთს საქართველოს დაპყრობა?
პლაცდარმად გამოიყენებდა, მის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს დაიწყებდა
XVI -ში როგორ მდგომარეობაში იყო ქართველი გლეხი?
გლეხებისთვის თავისუფლება იყო წართმეული. უდიდნენ გადასახადს ბატონს, ამავე დროს მეფის დავალება უნდა შეესრულებინათ, სამხედრო სამსახურშიც უნდა მიეღოთ მონაწილეობა და დამპყრობლისთვის ხარკის გადახდაც მათ დააწვათ ზურგზე
XVI -ის ქართველი ფეოდალები
არ ემორჩილებოდნენ მეფეს, ხოლო თუკი რამ მიწა ჰქონდათ მისგან ჩაბარებული, მემკვიდრეობით საკუთრებად აქციეს
შეუვალობით მოსარგებლე ფეოდალებს რა უპირატესობა ჰქონდათ?
ყმებისგან რომ იღებდნენ გადასახადებს, მეფეს აღარ აძლევდნენ, თავად რჩებოდათ
XVI ს-ში ყველაზე ძლიერი რომელი ქართული სამეფო იყო?
კახეთი
კახეთის მეფეებმა რა ნაწილებად დაყვეს კახეთი XVს-ის ბოლოს?
სამოურავოებად
მოურავები რითი განსხვავდებოდნენ მთავრებისგან?
ნაკლები ტერიტორია ჰქონდათ, სამხედრო ძალაც ცოტა ჰყავდათ და არ შეეძლოთ საკუთარი უფლებების გაზრდა. შესაბამისად, ისინი ნამდვილად მეფის მოხელეები იყვნენ და არა მხოლოდ ფორმალურად.
კახეთი რამდენ სამხედრო-ტერიტორიულ ერთეულად დაიყო და რა ერქვა მათ?
ოთხ სადროშოდ დაიყო
კახეთის მეფემ სადროშოს სათავეში ვინ დააყენა? რატომ?
ეპისკოპოსი და არა- მთავარი, რადგან მემკვიდრეობით აღარ გადავიდოდა, ეპისკოპოსი უშუალოდ მეფის მიერ ინიშნებოდა და არ გადადიოდა მამიდან შვილზე
კახეთი XVI ს-ში რომელი მეფის დროს გაძლიერდა განსაკუთრებით?
ალექსანდრე II-ის დროს
ქართულ სამეფოებში ვინ იყო პირველი, რომელმაც რუსეთთან ამყარებს ურთიერთობას? დაახ. როდის?
XVI ს-ში კახეთმა
ლუარსაბ I-ის წლები
1527- 1556
შაჰ თამაზი რომელ წლებში შემოესია ქართლს?
1541- 1554
ამასიის ზავით როგორ გაინაწილეს ირანმა და ოსმალებმა საქართველო?
სამცხის ერთი ნაწილი, ქართლი და კახეთი ირანმა მიიღო;
სამცხის მეორე ნაწილი, იმერეთი, გურია, აფხაზეთი, ოდიში, ლაზეთი- ოსმალეთმა მიიღო
სიმონ I-ის წლები
1556- 1600
სოხოისტასთან ბრძოლა
1545 წელს იმერეთის მეფე ბაგრატისა და ქართლის მეფის გაერთიანებული ჯარი დამარცხდა ოსმალების წინააღმდეგ
სოხოისტასთან ბრძოლამ რას შეუწყო ხელი?
სამცხე-საათაბაგოს საქართველოსგან ჩამოცილების პროცესს; გახადა დაუცველი საქართველოს სამხრეთ ნაწილი
ათაბაგებს რატომ ერჩივნათ მტრებს მარტო გამკლავებოდნენ და მისთვის ძღვენი მიერთვათ?
ქართლისა და იმერეთის მეფეებს ვერ მიმართავდნენ დახმარებისთვის, რადგან ისინი არ აღიარებდნენ სამცხის დამოუკიდებლობას და ორივეს სურდა, მისი მმართველი ყოფილიყო; ეკლესიაც მეფეთა მოსაზრებას იზიარებდა. შესაბამისად, ათაბაგებს არ სურდათ დაეკარგათ მმართველობა
ათაბაგებისთვის ირანსა და ოსმალეთს შორის რომელი უფრო ,,მისაღები’’ იყო XVI ს-ის ბოლოს?
ირანი ერჩივნათ, რადგან, ოსმალეთისგან განსხვავებით, არ სურდა მისი ტერიტორიების დაპყრობა და უბრალოდ ვასალური დამოკიდებულებით კმაყოფილდებოდა ირანი.