არაბთა ბატონობა საქართველოში Flashcards
ეგრისის დედაქალაქი VIII ს-ში
ციხეგოჯი
დაახლოებით როდის მოვიდნენ არაბები საქართველოში პირველად (მარბიელი ლაშქრობით)?
VII ს-ის 40-იან წლებში
პირველი არაბი სარდალი, რომელიც საქართველოში შემოვიდა
ჰაბიბ იბნ მასლამა
დაახ. როდის შემოვიდნენ არაბები საქართველოს დასაპყრობად?
VII ს-ის 50-იან წლებში
სანამ არაბები შემოვიდოდნენ საქართველოში დასაპყრობად, რომელი ქვეყანა ჰქონდათ უკვე დაპყრობილი?
სომხეთი
როდესაც არაბმა სარდალმა ,,დაცვის სიგელი’’ პირველად მისცა ქართლის ერისმთავარს, როგორ მოიქცა შემდეგ?
ქართლის სხვა მთავრებთანაც გააფორმა იგივე ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერისმთავრისგან დამოუკიდებელი იყვნენ მთავრები
არაბების საქართველოში პირველი შემოსვლის შემდეგ სახალიფოში როგორ განვითარდა მოვლენები?
შინაომები დაიწყო, არეულობა, ამიტომაც საქართველო, სომხეთი და ალბანეთი გათავისუფლდნენ, რადგან არ ეცალა სახალიფოს
არაბებისგან პირველად რომ თავი დაიხსნეს ქართველებმა, შემდეგ რა მოხდა, ვინ შემოგვესია?
ბიზანტიელები და ხაზარები
ვინ იყო სერგი ბარნუკის ძე?
ეგრისის მთავარი (პატრიკიოსი) VII-VIII სს-ში
რა მოიმოქმედა სერგი ბარნუკის ძემ?
697 წელს არაბებს მოუხმო, რათა გათავისუფლებულიყო ბიზანტიელების თავდასხმისგან
როდის და რომელი არაბთა სარდალი მოვიდა ქართლში მეორედ?
ჯარაჰი 724 წელს მოვიდა
რა დააწესა ჯარაჰმა?
ჯიზია (სულადობრივი გადასახადი) და ხარაჯა (საადგილმამულო გადასახადი)
ხაზარებისა და არაბების ბრძოლა
730 წელს ხაზარები ქართლში დარიალის ხეობიდან შემოიჭრნენ, მაგრამ ქართლის ერისმთავარმა არაბების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც ხაზარებმა არაბები დაამარცხეს
ჰიშამის წლები
724- 743
როდის გამოგზვნა ჰიშამმა მერვან იბნ მუჰამადი?
735 წელს
ორი მიზეზი, რატომ მოვიდა მურვან ყრუ
კავკასიაში ხაზარების დასამარცხებლად და ქართველი ხალხის აჯანყებების ჩასახშობად, გაზრდილ გადასახადს რომ აპროტესტებდნენ
ქართლის ერისმთავარი ვინ იყო მურვან ყრუს მოსვლისას?
სტეფანოზ III
ანაკოფიის ბრძოლა
ანაკოფიის ციხეში გამაგრებული იყვნენ არჩილი და მირი (სტეფანოზ III-ის ვაჟები), მაგრამ ანაკოფიასთან რომ გაიმართა ბრძოლა მურვან ყრუს წინააღმდეგ, მირი დაიღუპა, თუმცაღა მტერი დამარცხდა
აფხაზეთის ერისთავი ვინ იყო მურვან ყრუს დროს?
ლეონი
ანაკოფიის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ რა მოიმოქმედა მურვან ყრუმ?
გადაწყვიტა, ხაზარებს შებრძოლებოდა, მაგრამ როცა ომი ჰქონდა გამართული მათთან, ცნობები მოუვიდა, სახალიფოში შინაარეულობააო, ამიტომაც დატოვა ტერიტორია და წავიდა სახალიფოში
ომაიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი
მერვან II (იგივე- მურვან ყრუ)