ასურეთი Flashcards
რა პერიოდიდან არსებობს ასურეთი?
ძვ.წ. II ათასწლეულიდან
ასურეთის სახელი რისგან გამომდინარეობს?
ასურელების სემიტურმა ტომებმა ამ ტერიტორიაზე ქალაქ-სახელმწიფო დაარსეს და თავიანთი ღმერთის სახელი-აშური დაარქვეს.
ასურეთის იმპერიის წლები
ძვ.წ. 883-614/12
ურარტუ ასურეთმა როდის დაიპყრო?
ძვ.წ. 714 წელს
სად მდებარეობდა ასურეთი?
მდ. ტიგროსის შუაწელზე, ჩრ. მესოპოტამიაში
ვინ მოუღო ბოლო ასურეთს?
ახალბაბილონურმა სახელმწიფომ და მიდიამ (სკვითების დახმარებით)
არამ-დამასკო რომელ წელს დაიპყრო ასურეთმა?
ძვ.წ. 732
რა გამოგონებები აქვთ ასურელებს?
- საალყო მანქანა, სამხედრო გზები, საბრძოლო ეტლი, რკინის იარაღი (ხეთებისგან შეთვისებული)…
- ხალხის მასობრივი დეპორტაცია (გადასახლება) იძულებითი ასიმილაციის მიზნით
ნაბუქოდონოსორმა ვის წინააღმდეგ გამოიყენა ასურელების ,,გამოგონილი’’ დეპორტაცია? როდის?
ძვ.წ. 586 წელს, იუდას სამეფოს მიმართ
იუდას სამეფოს მოკლე ისტორია
სოლომონ მეფე რომ გარდაიცვალა ძვ.წ. 928 წელს და არამეელები აჯანყდნენ, ებრაელების სახელმწიფო ორ, ერთმანეთის მოქიშპე სამეფოდ- სამარიად (ისრაელი) და იუდად (იერუსალიმი) გაიყო
რას ეფუძნებოდა იმპერიის მოწყობის ასურული წესი?
მეტროპოლიის (ცენტრის) და პერიფერიების მკაცრ ბიუროკრატიულ გამგებლობას.
როგორი მდგომარეობა იყო ასურეთის ვასალურ ქვეყნებში?
შინა ავტონომია შენარჩუნებული ჰქონდათ, მაგრამ ხარკი და სამხედრო ვალდებულება ეკისრებოდათ.
როგორი სახის ეკონომიკა ჰქონდა ასურეთს?
სამხედრო ნადავლისა და დაპყრობილი თუ დეპორტირებული ხალხის გადასახადებზე ცხოვრობდნენ
დაასახელეთ ერთი გრანდიოზული მშენებლობა, რომლის სიმრავლეც ასუსტებდა იმპერიას დროთა განმავლობაში?
სარგონ II-ის ქალაქი, დურ შარუქინის (ხორსაბადი) მშენებლობა
ასურეთის დასუსტების 3 მიზეზი
- პარაზიტული ეკონომიკა
- გრანდიოზული მშენებლობები
- დაპყრობილი ხალხის აჯანყებები
რომელი მეფის დროს გაიზარდა ასურეთის ტერიტორია განსაკუთრებით?
ტიგლათფალასარ I-ის დროს
ეგვიპტე როდის დაიპყრეს ასურელებმა?
ძვ.წ. 671 წელს
რა ტერიტორიები დაიპყრო ტიგლათფილასარ I-მა?
ნაირის ქვეყნები და ქალაქი ბაბილონი
ვის სახელს უკავშირდება ასურეთის გაძლიერება და რატომ?
ტიგლათფილასარ III-ის რეფორმებმა ადმინისტრაციულ და სამხედრო სფეროებში ქვეყანა წინ წაწიეს
ბაბილონი რომელ წელს დაიპყრო ასურეთმა?
ძვ.წ. 689 წელს
ვინ იყო ასურეთის უკანასკნელი მეფე?
ასურუბალიტი
ისრაელი რომელ წელს დაიპყრეს ასურელებმა?
ძვ.წ. 722 წელს
ნაბუქოდონოსორმა რომელ ქალაქ-სახელმწიფოსთან დაამარცხა ასურუბალიტი?
ქარხემიშთან
რომელ წელს დამარცხდა ასურუბალიტი?
ძვ.წ. 605 წელს
კვიპროსი რომელ წელს დაიპყრო ასურეთმა?
ძვ.წ. 709
ასურეთმა ებრაელები რომელ წელს გადაასახლა?
ძვ.წ. 722 წელს