დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები Flashcards
რა პერიოდს მოიცავს ,,დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების’’ ეპოქა?
XV-XVII
რა მოხდა ,,დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების’’ ეპოქაში?
აღმოაჩინეს მრავალი მხარე და კონტინენტი, დაამყარეს კონტაქტი აფრიკასთან, ამერიკის ორივე კონტინენთან, აზიის დიდ ნაწილთან და რუკებზე დაიტანეს მთლიანი დედამიწა
რა იყო ,,დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების’’ სტიმული?
ეკონომიკა - მოგების მიღება სავაჭრო გზების გახსნით ინდოსტანის ნახ. კუნძულისკენ
რა იყო კოლუმბის მთავარი შეცდომა, რომელიც დღესაც არ გამოსწორებულა?
დასავლეთ ნახევარსფეროში აღმოჩენილ მიწებს ,,ინდოეთი’’ უწოდა და დღესაც იქაურ მოსახლეობას ,,ინდიელებად’’ მოვიხსენიებთ, ხოლო იქიდან შემოყვანილ ფრინველს- ინდაურს
მოგების ნახვის სურვილის გარდა კიდევ რამ გამოიწვია ,,დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების’’ ეპოქის დაწყება? რამ დააჩქარა ამ ეპოქის დადგომა?
ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღება 1453 წელს. ამან შეზღუდა (ან გააძვირა) სახმელეთო ვაჭრობა აზიასთან
,,აბრეშუმის გზისა’’ და ,,სანელებლების გზის’’ ბოლო სახმელეთო პუნქტი
ლევანტი (სირიისა და ლიბანის სანაპირო მხარე)
რომელმა ქვეყანამ მოიპოვა პირველობა გეოგრაფიულ აღმოჩენებში?
პორტუგალიამ
როდიდან და ვისი ინიციატივით დაიწყეს პორტუგალიელმა მეზღვაურებმა აფრიკის ტერიტორიაზე გადასვლა?
1418 წელს პრინც ენრიკე ნავიგატორის ინიციატივით.
1418 წელს დაწყებული საზღვაო მოგზაურობით რა ,,ხეირი’’ ნახა პორტუგალიამ?
ორი კუნძული აღმოაჩინეს და ორივე პორტუგალიის ნაწილებია დღესაც
რომელ წლებში აღმოაჩინეს პორტუგალიელებმა კუნძულები?
1419 წელს- მადეირა
1427 წელს- აზორი
პორტუგალიელები (და შემდეგ- სხვებიც) რას იყენებდნენ მოგზაურობისას?
ჩინელების გამოგონილ კომპასს, არაბების გამოგონილ ასტროლაბსა და კვადრანტს
რა არის კარაველა?
ორანძიანი გემი, რომელიც კარგად იყენებდა ზურგისა და გვერდის ქარს ოკეანეში
როდის შექმნეს კარაველა? ვინ?
პორტუგალიელებმა შექმნეს XV ს-ში
ევროპელთა მოგზაურობის დასაწყისში, რა უპირატესობა ჰქონდათ სხვა კონტინენტებთან შედარებით?
გემებზე ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი
,,ქარიშხლების კონცხი’’ ვინ და როდის აღმოაჩინა?
1488 წელს ბარტოლემეუ დიაშმა
ინდოეთში პირველად ვინ და როდის მივიდა?
ვასკო და გამა, 1498 წელს (პორტუგალიელი იყო)
კოლუმბმა რომელ წელს აღმოაჩინა ,,ინდოეთი”? რომელი სახელმწიფოს სამსახურში იყო იგი?
1492 წელს, ესპანეთის ფლოტის მეთაურმა- კოლუმბმა, თუმცა, არ იცოდა, რომ ამერიკა აღმოაჩინა
,,ტორდესილიასის ხელშეკრულება’’
პორტუგალიამ და ესპანეთმა ,,გაინაწილეს მსოფლიო’’ და რომის პაპმაც დაამტკიცა. ეს გულისხმობდა, რომ დასავლეთით ყველა ,,არაქრისტიანული მიწა’’ ესპანეთს ეკუთვნოდა, აღმოსავლეთით კი- პორტუგალიას. ევროპის სხვა ქვეყნები არ სცნობდნენ ამ ხელშეკრულებას
მსოფლიოს ვინ და როდის შემოუარა?
1522 წელს ესპანელებმა (პორტუგალიელი მაგელანის მეთაურობით) შემოუარეს გარს
ჰოლანდიელი მეზღვაურების აღმოჩენები
1606 წელს- ავსტრალია
1642- ახალი ზელანდია
1778- ჰავაის კუნძულები
ვიკინგების მერე ვინ ჩავიდა ჩრდ. ამერიკაში?
1497 წელს ინგლისელი ვაჭრების დაფინანდებულმა ექსპედიციამ (კებოტის მეთაურობით) ჩავიდა
ჩაი საიდან გავრცელდა ევროპაში? როდის?
ჩინეთიდან XVII ს-ში
ესპანეთი ოქრო-ვერცხლს ვისგან იღებდა?
ამერიკისგან, XVI-XVII სს-ში, მაგრამ ესპანეთი მუდმივ ომებში იყო და მთელი მარაგი ამაში მიდიოდა
,,ფასების რევოლუცია’’
ამერიკიდან დიდი რაოდენობით ძვირფასი ლითონების შემოტანამ გააუფასურა ოქრო-ვერცხლი ევროპაში და უფრო დიდი ფასი დაედო სამეურნეო პროდუქციას.
რა მოჰყვა ,,დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს’’?
,,ახალ’’ და ,,ძველ’’ სამყაროებს შორის გაიცვალა არაერთი ცხოველი, სასოფლო-სამეურნეო კულტურა და ავადმყოფობებიც კი. ასევე, შეიქმნა ევროპული კოლონიური იმპერიები და სიმდიდრის დაგროვება ევროპაში