საფრანგეთის რევოლუცია- 1 Flashcards
საფრანგეთის რევოლუციის პერიოდი
1789 წლის 14 ივლისიდან 1799 წლის 9 ნოემბრამდე
ტერმინი ,,რევოლუცია’’ საიდან მომდინარეობს?
ასტრონომიიდან არის ნასესხები და ამ ტერმინით ციური სხეულების ბრუნვა აღინიშნება (ლათ. revolutio- შემობრუნება, უკუქცევა)
სიტყვა ,,რევოლუცია’’ პოლიტიკურ მიმართებაში როდის გამოიყენეს პირველა და სად?
ინგლისში, როდესაც 1688 წლის მოვლენებს უწოდეს ,,სახელოვანი რევოლუცია’’
საფრანგეთში, რევოლუციამდე, როგორი წყობა იყო?
წოდებრივი წყობა, ესე იგი სამ ფენად იყო დაყოფილ: სასულიერო, საერო და გლეხები (ბურჟუაზიებიც)
სასულიერო წოდება, ანუ?
კლერუსი
კლერუსის რაოდენობა
0,5%-ს შეადგენდა მთლიანი მოსახლეობის
თავადაზნაურთა შემადგენლობა
1%
მესამე წოდებაში ბურჟუაზიის გარდა კიდე ვინ შედიოდნენ?
სოციალური სტატუსის არმქონენი, მაწანწალები და მათხოვრები
XVIII ს-ის ბოლოს საფრანგეთში რა სახის მრეწველობა თუ მეურნეობა იყო?
საფრანგეთი აგრარული ქვეყანა იყო და მოსახლეობის უმეტესობა სოფლად ცხოვრობდა
არენდატორი
მოიჯარე
XVIII ს-ის საფრანგეთის მიწა როგორ იყო გადანაწილებული?
40%- ს ფლობდა პირველი და მეორე წოდება, დანარჩენი კი ქალაქის ბურჟუაზიას ეკუთვნოდა
საფრანგეთის მესამე ფენის ყველაზე მცირერიცხოვან ნაწილს ვინ შეადგენდა?
ბურჟუაზია
ბურჟუაზიის წარმომადგენლები სად მუშაობდნენ ძირითადად? რა პროფესიები ჰქონდათ?
იყვნენ ექიმები, ბანკირები, ადვოკატები, ჟურნალისტები და ა.შ.
კლერუსის ძირითადი წყარო შემოსავლებისა
მიწათმფლობელობა
მეორე წოდებაში როგორი განსხვავება არსებობდა ტიტულებში?
,,დაშნის აზნაურები’’ მემკვიდრეობით გადმოცემულ ტიტულს ატარებდნენ, ხოლო ,,მანტიის აზნაურები’’ მესამე ფენიდან გადმოსული ადამიანები იყვნენ, ტიტულის შეძენა რომ მოახერხეს
პირველად ვინ და როდის გამოაქვეყნა სახელმწიფოს ბიუჯეტის ანგარიში?
1788 წელს, ლუი XVI-ის ფინანსთა მინისტრმა- ნეკერმა, გამოაქვეყნა, რითაც ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი გაკოტრდა
რითი იყო განპირობებული საფრანგეთის გაკოტრება რევოლუციამდე?
უამრავი ომი, რომელიც რამდენიმე მეფის პერიოდში გაგრძელდა სრული მმართველობის მოსაპოვებლად, ფუფუნების სიყვარული და მთავარი- აბსოლუტიზმის სისტემა, წოდებრივი მოწყობა და არაეფექტური საგადასახადო პოლიტიკით
ლუი XV-ის ცნობილი სიტყვები
,,ჩემს შემდეგ ყველაფერი წყალსაც წაუღია’’
საფრანგეთის ძველი რეჟიმის საგადასახადო სისტემა როგორ იყო მოწყობილი?
მთლიანად მესამე წოდებას დააწვა ტვირთად, პირველი და მეორე კი თითქმის სრულიად იყო თავისუფალი
რა გამოსავალი ნახა ლუი XVI-მ სახელმწიფო ბიუჯეტის გასაზრდელად?
მესამე ფენის გადასახადების გაზრდა (უარი განაცხადა პირველისა და მეორე წოდების დაბეგვრა)
გენერალური შტატები, ანუ?
წოდებრივი წარმომადგენლობითი სათათბირო
განსაკუთრებით როდის დადგა მოუსავლიანობის პერიოდი საფრანგეთში, რევოლუციამდე?
1787-1788 წლებში
გენერალური შტატები როდის მოიწვია ლუი XVI-მ?
1789 წლის მაისში