სეფიანთა ირანი Flashcards
სეფიანთა დინასტია როდიდან არსებობს?
XVI ს-დან
სეფიანთა დინასტია რომელ ტომს ედგა სათავეში?
ყიზილბაშებს
რას ნიშნავს სიტყვა ყიზილბაში?
ყიზილ- წითელი; ბაში- თავი (ისინი წითელ თავსაბურავს ატარებდნენ)
სეფიანთა ირანის რელიგია რა იყო და რატომ უპირისპირდებოდა ოსმალეთს?
ირანი შიიტური სახელმწიფო გახდა, ოსმალები კი სუნიტები იყვნენ, ამრიგად, რელიგიური თვალსაზრისითაც მტრობდნენ
პირველი სეფიანი შაჰი
ისმაილ I ( 1501-1524 )
სად იყო ისმაილ I-ის დროს ირანის დედაქალაქი?
თავრიზი
შაჰ თამაზ I
სეფიანთა დინასტიის მეორე წარმომადგენელი- 1524-1576 წლებში იყო შაჰი
შირვანშაჰის სახელმწიფოს განადგურება
1538 წელს ირანმა გაანადგურა
რომელმა შაჰმა დაიწყო საქართველოდან ირანში მოსახლეობის ძალით გადაყვანა?
თამაზ I-მა
ოსმალები როდის შეიჭრნენ ირანში?
1578 წელს
შაჰ აბას I
1587-1629
რა სამხედრო რეფორმები გაატარა შაჰ აბას I-მა?
ყიზილბაშები ჩაანაცვლა კავკასიელებით (უმეტესად- ქართველებით);
წინაპრებს შორის ის პირველი იყო, რეგულარული ჯარი რომ შექმნა
ვინ დაიხმარა არმიის რეფორმაციისთვის შაჰ აბას I-მა?
ინგლისელი ძმები ენტონი და რობერტ შერლები, აგრეთვე ალავერდი ხანი უნდილაძე
რომელი ქართული გვარი იყო დაწინაურებული სეფიანთა ირანის კარზე?
უნდილაძეები
ირანის რომელმა მეფემ და როდის განაახლა ოსმალეთთან ბრძოლა?
შაჰ აბას I-მა 1603 წელს