საფრანგეთის რევოლუცია- 2 Flashcards
სიეიესი
1789 წლის ივნისში მოიწვია გენერალური შტატები სამივე წოდების წევრი მოიწვია
ეროვნული კრება რატომ დაერქვა?
რადგან სიეიესმა გენერალური შტატები რომ მოიწვია, მესამე წოდებასაც მიანიჭეს უფლება სათქმელის გამოხატვისა (თან, ყველა წოდება შეიკრიბა), ამიტომაც ეროვნული დაერქვა
დამფუძნებელი (საკანონმდებლო) კრება
9 ივლისს გამოიცხადეს თავი დეპუტატებმა, რადგან დაფიცებული ჰქონდათ, არ დაშლილიყვნენ, სანამ კონსტიტუციას არ შექმნიდნენ
ბასტილიის ციხის აღება
1789 წლის 14 ივლისს აიღეს, აბსოლუტიზმის სიმბოლო იყო ეს ციხე
პარიზის კომუნა
შეიქმნა 1789 წელს
სამფეროვანი კოკორდა
1789 წლის ივლისში პარიზის კომუნის მმართველმა სამფეროვანი კოკარდა გადასცა ლუი XVI-ს. წითელი და ლურჯი პარიზის ფერებია, თეთრი კი- ბურბონების
,,დიდი შიში’’
პარიზში გლეხებმა ბატონების მამულების დარბევა და გადაწვა დაიწყეს, რითაც შიში აღძრეს ბატონებში და თავადაზნაურები გარბოდნენ ქვეყნიდან
ეროვნული კრება (წლები)
1789-1791
საფრანგეთში როდის და რატომ გამოაცხადეს ფეოდალური პრივილეგიები გაუქმებულად(ესე იგი, ფეოდალური სისტემა როდის გაუქმდა)?
1789 წლის აგვისტოში გამოაცხადეს, რადგან სოფელში შექმნილი არეულობა (,,დიდი შიშის’’ პერიოდი) დაერეგულირებინათ
კონვენტი, ანუ?
რევოლუციური პარლამენტი
რა განსხვავება იყო 1789 წლის და 1793 წლის ერთსა და იმავე თემაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის (ფეოდალიზმთან დაკავშირებით)?
1789 წელს კი გააუქმეს ფეოდალთა პრივილეგიები, მაგრამ გლეხი ფეოდალური ვალდებულებებისგან თავისუფლდებოდა მხოლოდ გარკვეული გამოსასყიდის სანაცვლოდ. სრულიად უფასოდ კი გათავისუფლდნენ 1793 წელს
,,ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია’’
1789 წლის 26 აგვისტო (შემდგომში საფუძვლად დაედო საფრანგეთის პირველ კონსტიტუციას)
რევოლუციის ლოზუნგი
,,თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა’’ (აგრეთვე, ეს იდეა იყო ჩამოყალიბებული უფლებათა დეკლარაციაში)
სუსპენსიური ვეტო
1789 წლის სექტემბერში მიენიჭა ლუი XVI-ს, ესე იგი, ვერაფერს აკრძალავდა, მაგრამ შეეძლო, შეეჩერებინა
მეფის იძულებით ტიუილრის სასახლეში გადაყვანა ხალხის მიერ
1789 წლის ოქტომბერში 6 ათასი პარიზელი ქალი გამოვიდა და ვერსალისკენ დაიძრნენ, დაცვამ ვერ შეაკავა ისინი და მეფესთან შეიჭრნენ, შემდეგ კი გადაიყვანეს
როდის და რატომ გამოცხადდა ეკლესიის მიწები სახელმწიფოს საკუთრებად?
ფინანსური კრიზისის გამოსასწორებლად და სახელმწიფოს ვალის დასაფარად დამფუძნებელმა კრებამ 1789 წლის ნოემბერში გამოაცხადა
რა მოჰყვა საეკლესიო მიწების სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადებას?
გამოიცა ,,სამღვდელოების სამოქალაქო მოწყობა’’, რომლის მიხედვითაც კათოლიციზმი რჩებოდა სახელმწიფო რელიგიად, მაგრამ ამიერიდან საფრანგეთის ეკლესია ვატიკანს კი არა- საფრანგეთს ემორჩილებოდა. სამღვდელოებას კონსტიტუციაზე უნდა დაედო ფიცი.
,,ვარენის კრიზისი’’
ლუი XVI და დედოფალი ცდილობენ გაპარვას, მაგრამ შეიპყრეს. იმისთვის, რომ მისი სახელი არ შეელახათ, ასე თქვეს, იტაცებდნენ და დავაბრუნეთო.
საფრანგეთის პირველი კონსტიტუცია
1791 წლის 13-14 სექტემბერი
საფრანგეთის რევოლუციისას როდის განისაზღვრა ახალი საარჩევნო წესი?
1791 წელს, ახლადმიღებული კონსტიტუციის მიხედვით
საფრანგეთის რევოლუციაში (დაახ. 1792 წლისთვის) რომელი ცნობილი გაზეთები იბეჭდებოდა?
,,ხალხის მეგობარი’’ და ,,ფრანგი პატრიოტი’’
,,1789 წლის საზოგადოება’’ და ,,კორდელიერების კლუბი’’
უმეტესად იყვნენ გაწევრიანებულნი მსხვილი ბურჟუაზიის წარმომადგენლები 1789 წლის საზოგადოებაში, მაგრამ რადიკაური ცვლილებების მომხრეები იყვნენ ,,კორდელიერების კლუბში’’
ფეიანები
კონსტიტუციური მონარქიის მომხრეები
განხეთქილება იაკობინელთა კლუბში
როდესაც ,,ვარენის კრიზისი’’ მოხდა, კლუბის წევრები პეტიციით ხალხს მოუწოდებდნენ მონარქიის დაგმობისკენ. განხეთქილება კი სწორედ ამ პეტიციის განხილვას მოჰყვა