საქართველო XVII ს-ში (ირანი) Flashcards
XVI ს-ის მიწურულს რომელი ქვეყანა დომინირებდა საქართველოში?
ოსმალეთი
XVII ს-ში ქართლის რომელ ციხეებში იდგნენ ოსმალთა ჯარები?
თბილისში, გორში, დმანისსა და ლორეში
შაჰ აბას I-მა სად გადაასახლა ქართველი ტყვეები?
ხორასანში, მაზანდარანსა და ფერეიდანში
შაჰ აბასის დროს კახეთში მხოლოდ რომელი ქალაქი გადაურჩა სრულ ეკონომიკურ განადგურებას?
თელავი
შაჰ აბასის მიზანი რა იყო საქართველოს მიმართ და რამ შეუშალა ხელი?
სურდა აღმ. საქართველოს გათათრება და მისი ტერიტორიების სეფიანთა ირანისთვის შემოერთება, მაგრამ ლუარსაბ II და თეიმურაზ I მთელი ძალით იბრძოდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ
თეიმურაზ I-ს როგორი ბედი ეწია?
დედამისი- ქეთევან დედოფალი, აწამეს, ასევე მისი ორივე ვაჟიც მოკლა შაჰ აბასმა, თავად კი ირანში გარდაიცვალა, ასტრაბადში, 1663 წელს
დაახ. როდის მოუწია გიორგი სააკაძეს ირანში წასვლა?
XVII ს-ის 10-იან წლებში
რომელი ქალაქების აღებაში დაეხმარა გიორგი სააკაძე ირანს?
ინდოეთში- ყანდაჰარის, ხოლო ოსმალეთში- ბაღდადის
მარტყოფის ბრძოლა
1625 წლის 25 მარტს გაიმართა ბრძოლა, რომელშიც სააკაძემ ირანის მხარე მიატოვა და ქართველებთან ერთად იბრძოდა. ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა
თეიმურაზ I რომელი სამეფოს მმართველი იყო?
თავიდან მხოლოდ კახეთი ებარა, შემდეგ კი ქართლ-კახეთის მეფე გახდა
მარაბდის ბრძოლა
1625 წელს (მარტყოფის შემდეგ) ყიზილბაშებმა, ირანის ჯარმა, ქართველები დაამარცხეს
სააკაძის და თეიმურაზ I-ს შორის როგორი ურთიერთობა იყო?
მათი ურთიერთობა დაიძაბა დროთა განმავლობაში, მეფეს მოურავზე ავი ენები მიუვიდა
ბაზალეთის ბრძოლა
1626 წელს თეიმურაზ I და გიორგი სააკაძე ერთმანეთს შეებრძოლნენ და თეიმურაზმა გაიმარჯვა
როგორ გაირდაიცვალა გიორგი სააკაძე?
ბაზალეთის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ წავიდა ოსმალეთში, სადაც სულთნის კარის ინტრიგების მსხვერპლი გახდა 1629 წელს მოკლეს