მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობა Flashcards
გიორგი IV-ის წლები
1213-1223
რომელი პაპისგან მიიღო ლაშა-გიორგიმ წერილი?
ჰონორიუსისგან
მონღოლები პირველად რომ შემოვიდნენ საქართველოში (როდის?), როგორ დაახასიათებდით მათ ლაშქრობას?
1220 წელს შემოვიდნენ ისინი, თუმცა მხოლოდ მოარბიეს, მათ ლაშქრობას სადაზვერვო ხასიათი უფრო ჰქონდა და კავკასიას მალევე დაშორდნენ
რუსუდანის, ლაშა-გიორგის დის, მეფობის წლები
1223- 1245
ჯალალ ად-დინი როდის შემოვიდა საქართველოში?
1225 წელს
მონღოლების თავდასხმას რომ გამოექცა ჯალალედინი, შემდეგ რა მოხდა?
დროებით დაიმორჩილა ირანის დიდი ნაწილი. აგრეთვე, რუსუდანს დამამცირებელი წერილი გაუგზავნა დამორჩილების მოთხოვნით
რა ადასტურებდა იმას, რომ საქართველოში არ ჰქონდათ ზუსტი წარმოდგენა ჯალალედინის ძალაზე?
მისი მუქარის წერილი რომ მიიღო სამეფო კარმა, სერიოზულად არ მოეკიდნენ და ის მარცხიც კი შეახსენეს, მონღოლებმა რომ აწვნიეს საკუთარ სამეფოში
სად მოხდა (პირველი) გადამწყვეტი ბრძოლა ჯალალედინსა და ქართველებს შორის?
სომხეთში, გარნისთან შედგა ბრძოლა 1225 წელს
როგორ მოიქცა სამეფო კარი ჯალალედინის შემოსვლისას?
დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში გაიხიზნა
რატომ (და როდის) გადაწყვიტა ჯალალედინმა საქართველოს დატოვება?
მას მოკავშირეები შემოელია, რადგან თავის მომხრეებსაც კი კლავდა, ყველას უსწორდებოდა და ამის გამო, 1231 წელს იძულებული გახდა, წასულიყო საქართველოდან
მონღოლები მეორედ (დასაპყრობად) როდის გამოჩნდნენ?
1235 წელს
მონღოლებმა საქართველო მთლიანად დაარბიეს?
მათ მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი დაიპყრეს, მაგრამ დასავლეთში აღარ გადასულან.
ქუთაისში გახიზნული რუსუდანი როგორ ცდილობდა მონღოლთა დამარცხებას?
გამოსავალს ვერ პოულობდა. ერთადერთი, რომის პაპს- გრიგოლ IX-ს მისწერა წერილი, დახმარებას სთხოვდა, მაგრამ შედეგი არ გამოუღია. ბოლოს, ხელშეკრულება დადო მათ სასარგებლოდ
როგორი ,,ტაქტიკა’’ გამოიჩინეს მონღოლების პირისპირ დარჩენილმა ქართველებმა?
დიდებულებმა (დასავლეთში რომლებიც არ გახიზნულან) არაფერი მოიმოქმედეს, თავიანთ ციხეებში ჩაიკეტნენ და მხოლოდ თვალს ადევნებდნენ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები
მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში დარჩენილ მოსახლეობას როგორი ხერხით გაუწიეს წინააღმდეგობა? როგორ მოქმედება გადაწყვიტეს?
ჯარი ცალკეულ რაზმებად დაყვეს და სხვადასხვა მხარეს შეუსიეს. დიდებულები კი დანებდნენ მალევე (მხოლოდ ივანე-ყვარყვარე ჯაყელ-ციხისჯვარელმა გაუწია წინააღმდეგობა)
რუსუდანმა როგორი ხელშეკრულება დადო? რა პირობები იყო?
საქართველო აღიარებდა მონღოლთა ყაენის ხელისუფლებას, აგრეთვე აღმ. საქართველოში დაბანაკდებოდნენ მონღოლები (თუმცა, იარსებებდა ქართული ხელისუფლება), ხარკი უნდა გადაეხადათ ყოველწლიურად- 50 ათასი პერპერა. დას. საქართველო დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა
მონღოლები რომელ მეფეს აღიარებდნენ?
დავით VI-ს (რუსუდანის ვაჟს)
რატომ გაიწელა დროში რუსუდანის ვაჟის მეფედ დამტკიცება 2 წლით?
აღმ. საქართველოში დაბანაკებულმა მონღოლმა მეთაურებმა არ ისურვეს ამის გაკეთება, ამიტომაც იძულებული გახდა გიორგი, წასულიყო ბათუ ყაენთან, მან კიდევ დიდ ყაენთან გააგზავნა
ვინ იყო ბათუ ყაენი?
ოქროს ურდოს გამგებელი
რომელ მნიშვნელოვან ფაქტს მოჰყვა კოტასთავის აჯანყება?
რუსუდანის გარდაცვალებას
მონღოლურსა და ქართულ სახელმწიფოებრივ წყობილებაში რა განსხვავება იყო?
მონღოლური სახელმწიფოს სტრუქტურა მთლიანად სამხედრო ხელისუფლებით კონტროლდებოდა, საქართველოში კი- პირიქით, სამხედრო ხელისუფლება ემორჩილებოდა სამოქალაქო მმართველობას
მონღოლებმა საქართველო როგორ დაყვეს?
8 სამხედრო რეგიონად
დუმნა
სამხედრო რეგიონი
რუსუდანს სად ჰყავდა გადასახლებული ლაშა-გიორგის ვაჟი დავითი?
იკონიაში, რუმის სასულთნოში
ორ მეფეს შორის, რომელს უწოდეს უფროსი და რომელს- უმცროსი?
დავით VII-ს (ლაშა-გიორგის ვაჟს) ულუ, ანუ, უფროსი უწოდეს, ხოლო დავით VI-ს- ნარინი, ესე იგი- უმცროსი
ორმეფობა რითი ჰგავდა მონღოლთა იმპერიის სიტუაციას?
მონღოლ ძმებს, 4 ყაენს შორის ერთი იყო დიდი ყაენი და ასე გამოარჩიეს უფროსი და უმცროსი დავითი
როდის ჩაატარა მონღოლურ სახელმწიფოში საყოველთაო აღწერა?
1254 წელს
,,გლეხების მიწაზე მიმაგრების პოლიტიკა’’
მონღოლები ასეთ პოლიტიკას ატარებდნენ ირანში, რომ გაქცეულებს ძალით აბრუნებდნენ მიწებზე და საქართველოშიც დაიწყო ეს პროცესი
ბასკაკი
მონღოლი მოხელე
ვინ კრეფდა მონღოლურ ხარკს მოსახლეობაში?
თავდაპირველად- ფეოდალები, მაგრამ შემდეგ ბასკაკებს გადააბარეს, მაგრამ ბოროტად გამოიყენეს ეს შესაძლებლობა და ზოგჯერ ერთი და იგივე გადასახადი რამდენჯერმე აუკრეფავთ
მონღოლების ბატონობისას რატომ წარმოიქმნა დაპირისპირება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის?
მონღოლებმა ეკლესიას მიწები არ წაართვეს. სახელმწიფო კი ცდილობდა, ეკლესიისთვის ადრე ნაბოძები მიწები დაებრუნებინა და ერტგული ფეოდალებისთვის დაერიგებინა
მონღოლთა წინააღმდეგ მეფეების აჯანყება
ნარინი 1259 წელს აჯანყდა, 1260 წელს კი- ულუ
სიბა
მონღოლების მიერ ნაგბობებით გამაგრებული ხაზი, ჯარისკაცები რომ იდგნენ
სარგის ჯაყელი
სამცხის მმართველი
რა მოიმოქმედა სარგის ჯაყელმა?
სამცხე გადასცა ყაენს, რის შემდეგაც ყაენის გრდა აღარავის ჰქონდა უფლება, ჩარულიყო სამცხის საშინაო საქმეებში
როგორ იქცეოდა დავით ნარინი?
მან უფრო ფრთხილი პოლიტიკა არჩია და მონღოლთა მოწინააღმდეგე სახელმწიფოებთან შეკვრას ცდილობდა. ამის დასტურია 1364-5 და 1368 წლებში ელჩების გაგზავნა ეგვიპტის მმართველთან
დავით ულუს მეფობის წლები
1247-1270
დემეტრე II თავდადებულის წლები
1270-1289 (დავით ულუს შვილი)
რეგენტი
დროებითი მმართველი მონარქიულ სახელმწიფოებში
დემეტრეს ,,თავდადებული’’ რატომ შეარქვეს?
ბუღასთან, რომელიც არღუნ ყაენს აუჯანყდა, ჰქონდა ახლო ურთიერთობა, რის გამოც ყაენმა დემეტრეც მიიჩნია მოღალატედ და დაიბარა თავისთან. დემეტრემ იცოდა, გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, მაგრამ თუ არ წავიდოდა, ქვეყანას ააოხრებდა და თავი გაწირა სამშობლოსთვის
რა მიუთითებდა იმაზე, რომ საქართველოსა და მესხეთს შორის არ იყო კავშირი გაწყვეტილი მონღოლთა ბატონობისას?
სამცხე კი ემორჩილებოდა ყაენს, მაგრამ სარგის ჯაყელი სამცხის სპასალარი იყო, ხოლო მისი მემკვიდრე- ბექა, მანდატურთუხუცესი იყო.
მეტეხის ტაძარი ვინ ააგებინა?
დემეტრე II