კოლონიური ეპოქის დასაწყისი Flashcards
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ორგანიზატორებისა და მონაწილეების უშუალო მიზანი რა იყო?
რაც შეიძლება დიდი მოგების მიღება
რით ნიღბავდნენ ევროპელები თავიანთ ნამდვილ მიზანს ამერიკელების მიმართ?
,,ველურ ხალხთან’’ შეშმარიტი (ანუ თავიანთი) სარწმუნოების მიტანის აუცილებლობით, რაც ახლად აღმოჩენილ ადამიანთა სულებს გადაარჩენდა.
სხვა კონტინენტებზე ახალი მიწა მონარქების გარდა კიდევ ვისი მმართველობის ქვეშ იყო?
სხვადასხვა კომპანიების, რომელთა უკანაც იდგა სახელმწიფო
ინდოსტანის ნახვარკუნძულის სამეფო-სამთავროები XVII-XIX სს-ში ვის მიერ იმართებოდა?
1600 წელს დაარსებული ისტ-ინდია კომპანის მიერ
ფილიპინების კუნძულებს რომელი პიროვნების სახელის საპატივცემულოდ დაერქვა?
ფელიპე II-ის, ესპანეთის მეფის
რა ტერიტორიებს დაეპატრონა პორტუგალია, საფრანგეთი, ინგლისი?
პორტუგალიამ- ბრაზილია
საფრანგეთმა- კვებეკი და ლუიზიანა
ინგლისმა ჩრ. ამერიკაში 13 კოლონია დააარსა
,,ინდოეთის იმპერია’’ როდის ჩამოყალიბდა?
ბრიტანეთმა 1857 წელს ინდოეთის მართვის უფლება ჩამოართვა ერთ-ერთ კომპანიას და სამხ. აზიის ამ დიდ ნაწილს უწოდა ,,ინდოეთის იმპერია’’
რა არის ,,კოლონიალიზმი’’
XVI-XX სს-ში ევროპული სახელმწიფოების ბატონობა არაევროპულ ქვეყნებზე ბატონობა
კოლონიალიზმის სახეები
საახალშენო; ექსპლუატაციური; პლანტაციური
რას გულისხმობდა საახალშენო კოლონიალიზმი?
დამპყრობელ ქვეყანას თავისი მოსახლეობა გადაჰყავდა დაპყრობილ ტერიტორიაზე, მაგალითად ჰოლანდიის, რუსეთის, საფრანგეთის… მიერ ციმბირის, ჩრ. სამ. ამერიკის, აფრიკის კოლონიზაცია
ექსპლუატაციური კოლონიალიზმი
ძირითადი ყურადღება ეთმობოდა რესურსების გამოზიდვას მეტროპოლიაში
პლანტაციური კოლონიალიზმი
კოლონიზატორები დაპყრობილ ტერიტორიაზე ამუშავებდნენ მონებს რათა ის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მოეყვანათ, რაც დამპყრობელ ქვეყანას სჭირდებოდა
კული რა არის?
უწოდებდნენ დაქირავებულ მონებს, რომლებიც ფორმალურად მონები არ იყვნენ, მაგრამ მაინც უმძიმეს ექსპლუატაციას განიცდიდნენ
კოლონიალიზმის შედეგები
ევროპული ენები და რელიგია გავრცელდა სხვადასხვა კონტინენტებზე