ქართული სახელმწიფოები ელინისტურ ხანაში Flashcards
როდის წარმოიქმნა ქართლის, ანუ იბერიის სამეფო?
ძვ.წ. IV-III ს-ში
ფარნავაზამდე ვინ მართავდა მცხეთას (ანუ ქართლს)?
სამარა
ვინ დაიწყო ქართლის მართვა ,,უკანონოდ’’?
აზომ
ვინ იყო ფარნავაზი სამარასთვის?
ძმისშვილი
ვინ იყო ქუჯი?
ეგრისის ერისთავი, რომელიც დაეხმარა ფარნავაზს აზოს დამარცხებაში
აზოს დამარცხების შემდეგ, ფარნავაზი როგორ მოიქცა?
მცხეთის მამასახლისის ნაცვლად, თავი გამოიცხადა იბერიის სამეფოს მმართველად
ვინ იყო აზო? ვერსიები
- იგი იყო მაკედონელის სარდალი, რომელიც ქართლში ლაშქრობისას დატოვა.
- იგი იყო არიანქართლიდან (ირანის მიერ დაპყრობილი ქართლი)
ფარნავაზმა რომელი კერპები შემოიღო?
არმაზი და ზადენი
აზოს კერპები
გაცი და გაიმ
ვინ დაეხმარა ფარნავაზს აზოს დამარცხებაში?
ქუჯი, აზოს 1000 მხედარი და ჩრ. კავკასიელი მთიელები
ვინ გადასცა ფარნავაზს სამეფო ნიშნები?
სელევკიდების მეფემ-ანტიოქოს I-მა
ფარნავაზმა რამდენი საერისთავო შექმნა?
8
ფარნავაზის რეფორმა შიდა ქართლთან დაკავშირებით
მან შიდა ქართლი ჩააბარა სპასპეტს, რომელსაც ერისთავები დაუქვემდებარა
სპასპეტს ვინ ექვემდებარებოდნენ? ჩამოთვალეთ თანამდებობები, ფენები
სპასპეტი
ერისთავი
სპასალარი
ათასისთავი
ფარნავაზმა რომელი ციხეები ააგო დას. საქართველოში?
შორაპანი, დიმი (დიმნა), ციხეგოჯი
აღმ. საქართველოში ფარნავაზმა რომელი ციხეები ააგო?
არმაზისა და ზადენის ციხე
სადაური სიტყვაა არმაზი და რას ნიშნავს იგი?
ხეთურად მთვარეს ნიშნავს
რომელმა მეფემ შეცვალა არმაზისათვის ბავშვის მსხვერპლშეწირვის ტრადიცია?
რევ I მართალმა. ხბოთი ჩაანაცვლა
ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, რომელი კერპები გვყავდა?
მთვარე, არმაზი, წმ. გიორგი
ვინ და როდის ამბობს რომ ფარნავაზმა ქართული ანბანი შექმნა?
ლეონტი მროველი, XI ს
სტრაბონი რას ამბობს იბერიაზე, ქართლზე?
რომ გაჩაღებულია აღებ-მიცემობა, მცხეთიდან გადიოდა საქარავნო გზები (ესე იგი, ქართლი აზიას უკავშირდება) და სახლებს კრამიტიანი სახურავები აქვთ
როგორი ფენობრივი სტრუქტურა იყო იბერიაში?
ქართლის მეფე შიდა ქართლის სპასპეტი ერისთავები სპასალარები ათასისთავები
სტრაბონის 4 გვარი ქართლში
მეფეები
ქურუმები
მხედრები და მიწათმოქმედები
სამეფო მონები, ანუ ლაოები