ვენის კონგრესი Flashcards
როდის გადაწყდა კონგრესის მოწვევა ვენაში?
1814 წლის 30 მაისის ხელშეკრულებით
ვენის კონგრესის მიზანი
ნაპოლეონის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების გადანაწილება
ვენის კონგრესი როდის დაიწყო და როდის დამთავრდა?
1814 წლის ნოემბერში დაიწყო, ხოლო დამთავრდა 1815 წლის ივნისში
ვენის კონგრესის თავმჯდომარე
ავსტრიის კანცლერი- გრაფი ფონ მეტერნიხი
ვენის კონგრესზე დაპირისპირებული მხარეები
რუსეთი და ბრიტანეთი;
ავსტრია და პრუსია
საფრანგეთის წარმომადგენელი კონგრესზე
ლუი XVIII-ის მინისტრი ტალეირანი. ცდილობდა ტერიტორიული დანაკარგების შემცირებას
რუსეთისა და პრუსიის მიზანი ამ კონგრესზე
ტერიტორიების გაზრდა აღმ. ევროპის (მათ შორის პოლონეთის) ხარჯზე
რუსეთის ინტერესი
ოსმალეთის იმპერიის დაშლა, რათა ბოსფორისა და დარდანელის სრუტით ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი მოეპოვებინა
დიდი ბრიტანეთის მიზანი ვენის კონგრესზე
საზღვაო პირველობის შენარჩუნება, რაშიც ხელს უშლიდა რუსეთი
ვენის კონგრესზე რატომ სურდა ბრიტანეთს პრუსიის გაძლიერება გერმანიაში?
რუსეთის გავლენა რომ შეესუსტებინა ევროპაში
პრუსია და ავსტრია რატომ ექიშპებოდნენ ერთმანეთს ვენის კონგრესზე?
გერმანული მიწებისთვის
პრუსიისა და ავსტრიის მიზნები გერმანიასთან დაკავშირებით ვენის კონგრესზე
ავსტრიას დანაწევრებული გერმანიის არსებობა აწყობდა, ხოლო პრუსიას მისი გაერთიანება უნდოდა
რუსეთის საფრთხე ავსტრიისთვის (ვენის კონგრესზე)
რუსეთს ბალკანეთი აინტერესებდა, ამიტომაც ავსტრია შიშობდა, რომ ეს თავისი ტერიტორიების ხარჯზე მოხდებოდა
დიდი ბრიტანეთი ვენის კონგრესზე რატომ უჭერდა მხარს ავსტრიას?
ავსტრია შეძლებდა, რუსეთი ხმელთაშუა ზღვაზე არ ,,მიეშვა’’
საიდუმლო ხელშეკრულება ვენის კონგრესზე
ტალეირანმა 1815 წლის 3 იანვარს დადო საიდუმლო ხელშეკრულება ავსტრიასთან და ბრიტანეთთან პრუსიისა და რუსეთის წინააღმდეგ
ვენის კონგრესზე საფრანგეთმა რას მიაღწია?
საკუთარი საზღვრები დააკანონა ისე, როგორც 1792 წელს იყო
გერმანული კონფედერაცია
1815 წელს შეიქმნა და 1866 წლამდე იარსება. დაყოფილი იყო 39 ,,სახელმწიფოდ’’
პრუსიამ რა ,,მოიგო’’ ამ კონგრესიდან?
მას დიდი შენაძენი არ ჰქონია
ავსტრიის შენაძენი ვენის კონგრესიდან
ბელგია დაკარგა, მაგრამ მის სანაცვლოდ გერმანული მიწებისა და იტალიის ნაწილი მიიღო. სხვა მხრივ, თითქმის ყველა ტერიტორია დაიბრუნა
ახალი შვედური დინასტია ვინ დააარსა?
ნაპოლეონის მარშალმა ბერნადოტმა
ვენის კონგრესის ფარგლებში შვედეთმა რა მიიღო?
ნორვეგია შეიერთა, იმ პირობით, რომ მიანიჭებდა ფართო ავტონომიას