ბაგრატ III Flashcards
ბაგრატ III-ის მეფობის წლები
975/78-1014
რა მოხდა 975 წელს?
ბაგრატი ქართლში შეიყვანა დავით კურაპალატმა და დიდებულები აიძულა, მისთვის თაყვანი ეცათ.
რა მოხდა 978 წელს?
იგი გახდა აფხაზთა მეფე
ჩამოთვალეთ ბაგრატ III-ის ყველა ტახტი
- იყო დავით კურაპალატის (ტაოს მეფე) შვილობილი და მემკვიდრე
- აფხაზთა მეფე თეოდოსის დისწული და მემკვიდრე (იყო უშვილო და უსინათლო)
- მეფეთ-მეფე გურგენის შვილი (ქართლი)
როდის აიღო ბაგრატ მესამემ კახეთ-ჰერეთი? ვინ დაატყვევა?
1010 წელს და დაატყვევა კახეთის მეფე კვირიკე III
საქართველო მთლიანად გააერთიანა ბაგრატ III-მ?
მან გააერთიანა მთელი საქართველო თბილისისა და ქართლის გარდა.
ჩამოთვალეთ ბაგრატ III-ის ყველა ტიტული
ის იყო აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა მეფე
როგორი ურთიერთობა ჰქონდა ბაგრატ III-ს ბიზანტიასთან?
დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ ბასილ კეისართან ურთიერთობა დაეძაბა მეფეს. თუმცა, მიიღო კურაპალატობა მისგან, ხოლო მამამისმა, გურგენმა-მაგისტრობა.
რომელი ტაძარი ააგო ბაგრატ III-მ?
მან ქუთაისში ააგო ბაგრატის ტაძარი, 1003 წელს
როდის გარდაიცვალა ბაგრატ III?
1014 წელს, დაკრძალულია ბედიის ტაძარში, რომელიც მისი მეფობისას იყო აშენებული