XVII ს-ის ინგლისის რევოლუცია Flashcards
რომელი დინასტიის დროს ჩამოყალიბდა ინგლისში აბსოლუტიზმი?
ტიუდორების
,,ვარდების ომის’’ წლები
1455-1485
ჯენტრი
წვრილი და საშუალო ,,ახალი თავადაზნაურები’’
ინგლისის ბურჟუაზია რით განსხვავდებოდა კონტინენტურისგან?
ინგლისში ბურჟუაზია და არისტოკრატია შეერწყა, ესე იგი აქ ძველი ტიტულები (ჰერცოგი, გრაფი, ბარონი…) შეიძლებოდა ჰქონოდა კაპიტალისტ-მეწარმეს, მაგრამ ევროპის დანარჩენ ქვეყნებში შედარებით იშვიათი იყო
ინგლისის სასოფლო რაიონებში რა ცვლილება მოხდა XIV-XVI სს-ში?
,,შემოღობვების’’ პროცესი შესრულდა, ესე იგი აღარ არსებობდა საერთო მიზა თემური მეურნეობისთვის, არამედ მიწას მესაკუთრე გაუჩნდა და ამ ნაკვეთის დასამუშავებლად ხალხს ქირაობდა, ან ცხვრებს აშენებდა (მატყლს ძვირად ყიდდნენ საზღვარგარეთ)
საგარეო ვაჭრობის მიზნით XVI ს-ში ინგლისში შექმნილი კომპანიები
,,ლევანტის კომპანია’’- ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ვაჭრობისთვის
,,აფრიკის კომპანია’’- მონებით ვაჭრობისთვის
,,აღმოსავლეთის კომპანია’’- ბალტიის ქვეყნებთან სავაჭროდ
ლონდონის პირველი სააქციონერო კომპანია (რატომ შეიქმნა?)
1600 წელს დაარსდა- ,,ისტ-ინდია კომპანი’’, რათა ინდოეთთან სავაჭრო ურთიერთობა გაეჩაღებინათ
რა განსხვავება იყო ადრინდელ კომპანიებსა და XVIს-ის ინგლისის კომპანიებს შორის?
ადრე გილდიური წესით იყო (ყველა გემის მფლობელი მონაწილეობდა საკუთარი რისკით), შემდეგ კი კაპიტალისტური წყობა შემოიღეს (მეწილეები ზუსტად იმდენის პროპორციულს იღებდნენ, რამდენიც შეიტანეს)
ინგლისის გეოგრაფიული მდებარეობა როგორ ეხმარებოდა თავის ეკონომიკას?
ინგლისი კუნძულზე მდებარეობს და ამიტომაც საგარეო აგრესიისგან იყო დაცული
XVI ს-ში რომ ევროპაში არეულობა მოხდა, ინგლისს რატომ მიაშურეს ლტოლვილებმა (ესე იგი, რატომ დაიწყო ევროპაში არეულობა, რის გამოც მოუწიათ ინგლისში წასვლა)?
ეს ლტოლვილები იყვნენ პროტესტანტები, სამშობლოდან რომ გამოაძევეს
ჯეიმზ I-ის წლები
1603-1625
ვინ იყო ჯეიმზ I სანამ ინგლისში გამეფდებოდა?
შოტლანდიის მეფე და იცნობდნენ ჯეიმზ VI სტიუარტის სახელით
ტიუდორთა უკანასკნელი მონარქი
ელიზაბეთ I
ჩარლზ I-ის წლები
1625-1649
ჯეიმზ I-სა და ჩარლზ I-ის დროს რა წინააღმდეგობა არსებობდა ბურჟუაზიასთან?
მეფეებს სურდათ შეენარჩუნებინათ ტიუდორებივით აბსოლუტური მონარქია, მაგრამ ბურჟუაზიას სურდა მონაწილეობის მიღება ქვეყნის მართვაში
ინგლისში როდიდან იკრიბებოდა პარლამენტი? რომელი საუკუნიდან?
XIII ს-დან
ჩარლზ I-მა რა მოიმოქმედა პარლამენტთან მიმართებაში?
1629 წელს დაითხოვა პარლამენტი, რომელიც შემდეგი 11 წლის განმავლობაში აღარც მოუწვევია. დამოუკიდებლად აწესებდა გადასახადებს და კრეფდა მათ.
რატომ დაითხოვა ჩარლზ I-მა პარლამენტი?
პარლამენტს სურდა თავისი ფუნქციის აღდგენა და უფლებების გაფართოება, მაგრამ მეფე ამან გააღიზიანა და დაითხოვა
ინგლისში რა ფუნქცია ჰქონდა XIII ს-დან პარლამენტს?
გადასახადების დაწესებაზე მეფისთვის თანხმობის მიცემა
რას ნიშნავს და საიდან მოდის სიტყვა ,,პურიტანი’’?
სიტყვიდან- ,,პურიფიკაცია’’, რაც კათოლიკური ეკლესიის გადმონაშთებისგან სარწმუნოების განწმენდას ნიშნავდა
ინგლისის მცდელობა, შოტლანდიაში შეეტანათ თავიანთი რელიგია
1637 წელს ანგლიკანური ლოცვების წიგნები გაგზავნეს შოტლანდიაში და ეპისკოპოსებიც დანიშნეს. შოტლანდია კიდევ პრესბიტერიანობას იცავდა და ჩარლზ I-ის ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგან ისინი აუჯანყდნენ
1640 წელს ჩარლზ I-მა რატომ მოიწვია ამდენი წლის შემდეგ პარლამენტი პირველად?
აჯანყებული შოტლანდიის წინააღმდეგ საბრძოლველად დასჭირდა დიდი თანხის შეგროვება და ამიტომ მოიწვია (დახმარებისთვის)
1640 წლის მოწვეულმა პარლამენტმა რაები დაადგინა?
ყველა რეპრესიების მსხვერპლი პურიტანი გამოუშვეს ციხიდან, უკანონო გადასახადები აიკრძალა, 1641 წელს კი ხელი მოაწერინეს მეფეს, რომ მას აღარ შეეძლებოდა პარლამენტის დაშლა
1640 მოწვეულმა პარლამენტმა სადამდე იარსება?
1653 წლამდე (,,ხანგრძლივი’’ დაერქვა ამის გამო)