ჯვაროსნული ომები Flashcards
II საეკლესიო კრებაზე რა მოხდა? სად და როდის ჩატარდა?
1095 წელს პაპმა ურბან II-მ კლერმონში გააკეთა განცხადება, რომ ჯვაროსნული ომები უნდა დაეწყო ევროპას
როდის მოხდა ,,ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა’’?
1212 წელს
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის წლები
1096-1099
რა მოხდა მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობაში?
1204 წელს ლათინთა იმპერია ჩამოყალიბდა (ასევე, ტრაპიზონის იმპერიაც). ეგვიპტის წინააღმდეგ უნდა ეომათ, მაგრამ ჩაერივნენ ვენეციელები, რომელთაც ჰქონდათ კარგი ურთიერთობა ეგვიპტესთან, ამიტომაც სამიზნე შეიცვალეს და 1204 წელს აიღეს კონსტანტინოპოლი
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის წლები
1147-1149
ვინ მონაწილეობდნენ მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში?
საფრანგეთის მეფე-ლუი VII, საღვთო რომის იმპერატორი-კონრად III
როდის გაიმართა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა?
1202-1204
რა გახდა მიზეზი მეორე ჯვაროს. ლაშქ. -ის დაწყების?
სელჩუკებმა დაიპყრეს ედესა
როდის გაიმართა მესამე ჯვარ. ლაშქრობა?
1189-1192 წლებში
რომელი ევროპელი მეფეები მონაწილეობდნენ მესამე ჯვარ. ლაშქ-ში?
გერმანია-ფრიდრიხ I
საფრანგეთი-ფილიპე II
ინგლისი-რიჩარდ I
ვის წინააღმდეგ გაიმართა მესამე ჯვარ. ლაშქ.?
ეგვიპტის მმართველის-სალადინის
რატომ გაიმართა მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა?
სალადინმა აიღო ჰატინის ბრძოლაში იერუსალიმი და მისი დაბრუნება უნდოდათ ჯვაროსნებს
რა შედეგით დასრულდა მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა?
ზავი დაიდო და პილიგრიმებს მიეცათ საშუალება იერუსალიმში ჩასულიყვნენ
ჯვაროსნული ლაშქრობების მიზანი
პალესტინის წმინდა მიწისა და იერუსალიმის მუსლიმთა ბატონობისგან გამოხსნა
თავიდან (სანამ მუსულმანებზე გადავიდოდნენ) ვინ იყვნენ ჯვაროსანთა სამიზნე?
ებრაელთა წინააღმდეგ იყო მიმართული და მხოლოდ შემდეგ გადავიდნენ აღმოსავლეთში
როდის გაიყო ქრისტიანობა მართლმადიდებლობად და კათოლიკეობად?
1054 წელს (დიიდ სქიზმა)
რა მოხდა პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში (ჩამოთვალეთ აღსანიშნავი მოვლენები თანმიმდევრობით)?
1097 წელს ბოსფორის სრუტე გადალახეს, 1098 წელს აიღეს ქალაქი ანტიოქია, 1099 წელს კი აიღეს იერუსალიმი
პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ იერუსალიმის მბრძანებელი ვინ გახდა?
გრაფი ჟოფრუა ბულონელი, რომელმაც ,,მაცხოვრის საფლავის მცველის’’ ტიტული მიიღო
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ რომელი 4 სამთავრო ჩამოყალიბდა ახლო აღმოსავლეთში?
ედესის საგრაფო, ანტიოქიის სამთავრო, იერუსალიმის სამეფო, ტრიპოლის საგრაფო
რომელი ჯვაროსნული ომი დასრულდა წმინდა მიწის ნაცვლად სხვა ტერიტორიის დაპყრობით?
მეოთხე (როდესაც კონსტანტინოპოლი ააოხრეს)
ლათინთა იმპერია
დაარსდა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, 1204 წელს და იარსება 1261 წლამდე
მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის წლები
1217- 1221
მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანი რომელი ქვეყანა იყო?
ეგვიპტე
მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობის წლები
1228- 1229
მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობის სათავეში ვინ იყო?
რომის საღვთო იმპერატორი- ფრიდრიხ II
რა მოახერხა ფრიდრიხ II-მ?
დიპლომატიით მიაღწია საწადელს- ხელშეკრულება დადო ეგვიპტის გამგებელ ალ-ქამილთან და დროებით გადავიდა იერუსალიმი ქრისტიანთა ხელში
მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობის წლები
1248-1254
რა მოხდა მეშვიდე ჯვაროსნულ ლაშქრობაში?
საფრანგეთის მეფე ლუი IX ტყვედ ჩავარდა და გამოისყიდეს
რა ბედი ეწია ლუი IX-ს?
1270 წელს გარდაიცვალა ტუნისში, შავი ჭირის გამო
აკრი
ეს ჯვაროსანთა ციხესიმაგრე 1291 წელს აიღეს მუსლიმებმა
სამხედრო კუთხით, რა კუთხით განვითარება გამოიწვია ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა?
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ უმეტესად თავდაცვაზე უხდებოდათ ზრუნვა, ამიტომაც დახვეწეს ციხესიმაგრეების მშენებლობა; აგრეთვე, განვითარდა საზღვაოსნო საქმეც
ჯვაროსნული ომები როგორ ფინანსდებოდა?
შეიცვლა საგადასახადო სისტემა. მაგალითად, 1188 წელს შემოიღეს 10%-იანი გადასახადი, რომელიც უნდა მოხმარებოდა მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობას
კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო ნებაყოფლობით გადახდა, თუ ვინმე რაიმე მიზეზით ვერ მიდიოდა ლაშქრობაში
,,ინდულგენციების’’ პირველი სახე
მეთორმეტე საუკუნეში პაპი ნებისმიერ ცოდვას შეუნდობდა ადამიანს (ერთ-ერთი მაგალითი ის იყო, რომ უფლის საფლავის განსაწმენდად ვერ მიდიოდა ლაშქრობაში) საფასურის გადახდის შემთხვევაში
რა იყო ორდენთა მოვალეობა? რატომ დაარსდნენ ორდენები?
ჯვაროსნული სახელმწიფოები რომ მტრული გარემოცვისგან დაეფარათ, სასულიერო სარაინდო ორდენები შეიქმნა
ორდენთა წევრები რა ფიცს დებდნენ?
არ დაქორწინდებოდნენ და მოკრძალებით იცხოვრებდნენ, არც საერო გართობებში მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მალე გამდიდრდნენ და ყველა ფიცი დაივიწყეს
უძველესი სარაინდო ორდენი
XII ს-ში დაარსდა იერუსალიმში, ჰოსპიტალიერების ანუ იოანიტების სახელით. ატარებდნენ შავ მოსასხამს თეთრი ჯვრით
იოანიტების ორდენს რატომ შეეცვალა სახელი?
როცა ჯვაროსნებმა დაკარგეს იერუსალიმი, ისინი დასახლდნენ კუნძულ კვიპროსზე (1291 წელს), შემდეგ კი კუნძულ- როდოსზე. XVIს-ში კუნძულ მალტაზე მოუხდათ გადმოსახლება და ამის გამო ეწოდა ამ საძმოს მალტის ორდენი
მეორე ორდენი
ტამპლიერთა ორდენი, რომელიც დააარსეს იერუსალიმში ფრანგებმა. ატარებდნენ თეთრ მოსასხამს წითელი ჯვრებით
მეორე ორდენის ადგილსამყოფელი
თავდაპირველად- იუდეველთა მეფის სოლომონ ბრძენის ტაძრის სავარაუდო ადგილას იყო და ამიტომაც დაერქვათ მათ ,,ტაძრის მხედრები’’.
ფილიპ IV-სა და მეორე ორდენის ურთიერთობა
ტამპლიერები გამოირჩეოდნენ დიდი ქონებით, ამიტომაც გადაწყვიტა ფილიპმა რომ გაეუქმებინა ეს ორდენი, რათ მათი ქონება დაესაკუთრებინა, რაც დაეხმარებოდა დაცარიელებული ხაზინის ამოვსებაში
მეორე ორდენი როდის გამოცხადდა დაშლილად?
1312 წელს
მესამე ორდენი
ტევტონთა (გერმანელთა) ორდენი, რადგან მის წევრთა უმრავლესობას გერმანელები შეადგენდნენ. ატარებდნენ თეთრ მოსასხამს შავი ჯვრებით. დაიპყრეს პრუსები.
რაინდთა სასულიერო საძმოს თავდაპირველი მიზანი
აღმოსავლეთში ავადმყოფი ჯვაროსნების მოვლა, პილიგრიმების დაცვა მუსლიმებისგან
პირველად საქართველოს რომელ მეფესთან იყო ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის მიღების ,,შემოთავაზება’’?
დავით აღმაშენებლის
ლაშა-გიორგის როდის გაუგზავნა რომის პაპმა წერილი?
1221 წელს, რათა შეეთავაზებინა ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება