საფრანგეთის რევოლუცია- 3 Flashcards
როდიდან ჩამოყალიბდა საკანონმდებლო კრება?
1791 წლის ოქტომბერში
ჟირონდისტები
დეპარტამენტ ჟირონდადან იყვნენ და იყვნენ მემარჯვენეები. მათ ერჩივნათ რესპუბლიკის დამყარება
იაკობინელები
მემარცხენეები, რომლებიც იყვნენ უფრო აქტიური, რევოლუციური და გარდამტეხი ცვლილებების მომხრე. მათ მონტენიარებსაც უწოდებდნენ (ფან. მონტან- მთა), რადგან ზედა იარუსებზე ისხდნენ დარბაზში
რობესპიერი
ის იყო მემარცხენეთა ხარეს, მაგრამ ვერ მოხვდა იაკობინელთა მცირერიცხოვან ჯგუფში, რადგან თავადვე ჰქონდა მოთხოვნილი, რომ ყოფილი დეპუტატები აღარ უნდა აერჩიათ ახალ საკანონმდებლო ორგანოში.
ინტერვენცია
ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა
ვისი სიტყვებია: ,,არავის უყვარს შეიარაღებული მისიონერები’’ და რატომ თქვა მან ეს?
ჟირონდისტების იდეა იყო, სხვა ქვეყნებშიც გაევრცელებინათ რევოლუციის მთავარი იდეა, მაგრამ რობესპიერს ეს ჭკვიანურად არ მიაჩნდა
,,პილნიცის დეკლარაცია’’
1791 წლის ავტრიისა და პრუსიის ერთობლივი განცხადება
როდის გამოუცხადა ლუი XVI-მ ომი ავტრიას?
1792 წლის აპრილში
კრების მიერ მოქალაქეთა მობილიზება მოხალისეობისთვის
1792 წლის ივლისი
როდის და როგორ შეიცვალა საფრანგეთის პროვინციებად დაყოფის წესი?
1791 წლის კონსტიტუციის მიხედვით, პროვინციების ნაცვლად 83 დეპარტამენტად დაიყო
,,რაინის არმიის სიმღერა’’
რუჟე დე ლილის ეკუთვნის და ეს სიმღერა დღეს ,,მარსელიოზას’’ სახელითაა ცნობილი, საფრანგეთის ჰიმნია
როდის დაატყვევეს ( და ვინ) მეფე და მისი ოჯახი?
1792 წლის აგვისტოს სანკიულოტებმა ტიუილრის სასახლეზე იერიში მიიტანეს
ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა შემოიღეს საყოველთაო საარჩევნო უფლება (კაცებისთვის)
საფრანგეთში, 1792 წელს
საფრანგეთი ვინ და როდის გამოაცხადა რესპუბლიკად?
1792 წლის სექტემბერში ნაციონალურმა კონვენტმა
როდის და რის შემდეგ შემოიღეს ახალი კალენდარი ფრანგებმა?
1792 წლის 21 სექტემბერს, რათა რესპუბლიკად გამოცხადების მოვლენისთვის ხაზი გაესვათ