კოლხეთი და დიაოხი Flashcards
ახსენით ადრეკლასობრივი სახელმწიფო
ადრეკლასობრივ სახელმწიფოში არის კლასები, ანუ სოციალური ფენები, მაგრამ არის გადმონაშთი პირველყოფილური ურთიერთობიდან. კერძოდ, მიწა ყველასია და ცალკეული ადამიანები არ არიან დაპატრონებულნი
როგორი სახელმწიფოები არიან დიაოხი და კოლხა?
ადრეკლასობრივი
ასურეთის რომელმა მეფემ გაილაშქრა დიაოხზე? რომელ წელს?
ტიგლათფილასარ I-მა, ძვ.წ. 1112 წელს
დიაოხის რომელი მეფე დამარცხდა ძვ.წ. XII ს-ში ასურეთის წინააღმდეგ ბრძოლაში?
სიენი. ტიგლათფილესერმა ტყვედ წაიყვანა თავის დედაქალაქ აშურში
უტუფურსი რომელი სახელმწიფოს მეფე იყო?
დიაოხის
რომელმა ურარტუელმა მეფეებმა ილაშქრეს დიაოხში?
მენუა და არგიშთი I
რომელ საუკუნეში დაეცა დიაოხი?
ძვ.წ. VIII ს-ში
ვინ გაანადგურეს დიაოხი?
კოლხამ და ურარტუმ
პირველ ქართულ მონეტას რა ერქვა?
კოლხური თეთრი
რომელ საუკუნეებში იჭრებოდა პირველი ქართული მონეტა?
ძვ.წ. VI ს-დან ძვ.წ. II ს-მდე
კოლხას რომელი ტომები ესხმოდნენ თავს?
სკვითები და კიმერიელები
რომელ საუკუნეში განადგურდა კოლხეთის სამეფო?
ძვ.წ. VIII ს-ში
ვინ გაანადგურა კოლხეთი?
კიმერიელებმა
დიაოხისა და კოლხეთის განადგურების შემდეგ რა წარმოიშობა?
იბერია (ანუ ქართლი), კოლხეთის სამეფო, რომელიც ეგრისადაც მოიხსენიება
კოლხეთში რკინას ვინ აწარმოებდა?
ხალიბები
მუშქები ვინ იყვნენ?
მესხების ქართველური ტომების წინაპრები
სად დამკვიდრდნენ მუშქები?
ხეთების განადგურებული სამეფოს აღმოსავლეთით
როდიდან გამოჩნდნენ ასპარეზზე ქართველური ტომები?
ძვ.წ. XIII ს-ში, როცა მითანისა და ხეთების სამეფოები განადგურდნენ
მითანის სამეფო ვინ გაანადგურა?
ასურეთმა
ბერძნები დიაოხელებს რას უწოდებდნენ?
ტაოხებს
კოლხები თავიდან რომელ წყაროებში მოიხსენიებიან?
მიკენურ და ასურულ წყაროებში (ძვ.წ. XIV-XII ს)
რომელი საუკუნიდან ყალიბდება კოლხეთი სამეფოდ?
ძვ.წ. XI-IX ს-ში
ურარტუს რომელმა მეფემ ილაშქრა კოლხეთში ორგზის?
სარდურ II
კოლხეთის რომელი ,,სამეფო ქალაქი’’ დაიპყრო ურარტუმ?
ილდამუში
კოლხეთის სამეფო ქალაქს რა ერქვა?
ილდამუში
დაახ. ძვ.წ. VI ს-ში ქართველურ ტომებს რომელი ღვთაება ჰყავდათ?
მოსავლიანობის ღვთაება-არალე
ყირამალა, ყირაზე გადასვლა რომელი ქვეყნიდან შემოვიდა?
ურარტუდან, მათ ენაზე კი მიწას ნიშნავს