შუმერი Flashcards
რომელი ძველი სახელმწიფო მდებარეობდა დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე?
შუმერი
როდიდან ჩნდება შუმერის ადგილას ქალაქური ტიპის დასახლებები?
ნეოლითში
რა პერიოდში ყვაოდა შუმერული ცივილიზაცია?
ძვ.წ. IV-III ათასწლეულში
შუმერების გამოგონებები
ლურსმული დამწერლობა, პირველი დოკუმენტები: დაწერილი კანონები, კონტრაქტები…
რა პრობლემა არსებობდა შუმერსა და ზოგადად, ძველ სამყაროში?
სავალო კაბალა
რატომ შედიოდა სახელმწიფოს ინტერესში სავალო კაბალას აღმოფხვრა?
ამით კარგავდა გადასახადების გადამხდელებსა და ჯარისკაცებს.
როგორ გადაჭრა სავალო კაბალას პრობლემა ხამურაბმა?
ვინც ვალს ვერ იხდიდა, სამწლიანი ,,მონობა’’ შეეფარდებოდა, ესე იგი იძულებით უნდა შეესრულებინა გარკვეული სახის სამუშაო კრედიტორის მეურნეობაში.
როგორი ტიპის სახელმწიფოებში ცხოვრობდნენ შუმერები?
ქალაქ-სახელმწიფოებში
რა იყო ურუქი?
შუმერის ერთ-ერთი ქალაქ-სახელმწიფო
ვინ იყო და როდის ცხოვრობდა გილგამეში?
ურუქის მეფე, ძვ.წ. XXVII ს-ში ცხოვრობდა.
დაასახელეთ აქადური ტექსტის მსგავსება ,,ძველ აღთქმასთან’’ (ორი მაგალითი)
- უთნაფიშთიმის ამბავი ძალიან ახლოს დგას ბიბლიური წარღვნისა და ნოეს კიდობანის ამბავთან.
- ენქიდუს შექმნა და მისი ცივილიზაციასთან ზიარება შამხათის მიერ ჰგავს ადამის შექმნასა და ევას მიერ მისი ცდუნების ამბავს
რომელი იყო პირველი დიდი სახელმწიფოთა გაერთიანება მესოპოტამიაში?
აქადი
ვინ იყო სარგონ დიდი? როდის ცხოვრობდა იგი?
აქადის მეფე, ძვ.წ. XXIV ს-ში
ვინ იყვნენ სემიტური წარმოშობის?
აქადელები
როგორ განვითარდა სიტუაცია, როცა აქადელებისა და შუმერების ასიმილაცია მოხდა?
შუმერული მწერლობისა და მეცნიერების ენად დარჩა, თუმცა აქადური მის გვერდით დადგა.
ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში აქადურმა საერთაშორისო ენის სტატუსი მოიპოვა და დიდ სამეფოებს შორის მიმოწერა ამ ენაზე მიმდინარეობდა.