ბაგრატ IV Flashcards
ბაგრატ IV-ის მეფობის წლები
1027-1072
ვინ ეურჩებოდა ყველაზე მეტად ბაგრატ IV-ს?
ლიპარიტ ბაღვაში, კლდეკარის ერისთავი
ვინ დაატყვევა ლიპარიტმა და როგორ მოიქცა მეფე?
თბილისის ამირა-ჯაფარი დაატყვევა, მაგრამ ბაგრატმა ის გაუშვა
რამდენ ხანს გაგრძელდა ლიპარიტსა და მეფეს შორის უთანხმოება?
დაახ. 20 წელიწადს
როგორ მოექცნენ მესხი აზნაურები ლიპარიტს?
სულა კალმახელის მეთაურობით შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს. ის ბერად აღკვეცა და ბიზანტიაში გააძევა. მის ვაჟს-ივანეს, კლდეკარი ჩამოართვა, მაგრამ სპასალარობა უბოძა
ბაგრატ IV-ის დროს რომელი მტერი მოდის საქართველოში?
თურქ-სელჩუკები
ვინ იყო თოღრულ ბეგი? მისი წლები
1038-1063 წლებში იყო თურქ-სელჩუკთა სულთანი (,,დიდ სელჩუკთა” დამაარსებელი)
ალფ-არსლანი
1063-1072 წლებში სულთანი იყო
მალიქ-შაჰი
1072-1092
ჩამოთვალეთ სამი თურქ-სელჩუკთა სულთანი
თოღრულ ბეგი; ალფ არსლანი; მალიქ შაჰი
თოღრულ ბეგის ლაშქრობები
1038 წელს აიღო ირანის ქალაქი ნიშაბური; 1040 წელს-ხორასანი; 1055 წელს-ბაღდადი (უბრძოლველად)
როდის მოვიდა ალფ-არსლანი ქართლში?
პირველად-1064 წელს, მეორედ-1068 წელს. მეფისგან ითხოვდნენ მორჩილებასა და ხარკის გადახდას, მაგრამ ბაგრატი ისე გარდაიცვალა, არც ერთ მოთხოვნას დამორჩილებია
ვინ და როდის დაატყვევა ბიზანტიის კეისარი?
1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში ალფ-არსლანმა გაანადგურა ბიზანტიის ლაშქარი და რომანოზ IV დაატყვევა