გლობალიზაცია, მეორე ლექცია, pt.4 Flashcards
ვესტფალიის სისტემის (ზავი, 1648) საფუძველი, 2 პრინციპი
მმართველობის ჩარჩო, სოციალური წესრიგის დამყარება.
საფუძველი:
1. სახელმწიფოებრიობის პრინციპი (დაყოფილი იყო ტერიტორიულ ნაწილებად და ყველას მართავდა თავიანთი მმართველი სისტემა);
- სუვერენიტეტის პრინციპი (ახორციელებდა კონტროლს საკუთარ ტერიტორიაზე): ყოვლისმომცველი, უზენაესი, შეუზღუდავი, ექსკლუზიური
რას ნიშნავს ყოვლისმომცველი, უზენაესი, შეუზღუდავი, ექსკლუზიური მმართველობა?
ყოვლისმომცველი მმართველობა - იურისდიქცია საკუთარ ქვეყანაში ნებისმიერ საქმიანობაზე
უზენაესი - მასზე ზემოთ მდგომი ხელისუფლება არ არსებობს (საბოლოო სიტყვა იმ ტერიტორიებზე სახელმწიფოს ეკუთვნის)
შეუზღუდავი - სხვა ქვეყნებს არ შეეძლოთ ერთმანეთის საქმეებში ჩარევა (ჰუმანიტარული მოვალეობითაც კი )
ექსკლუზიური - არავის უნაწილებდა თავის თავის კომპეტენციას შინაურ საქმეებში
ადრინდელთან შედარებით სუვერენიტეტის როლი რატომ შემცირდა დღევანდელ რეალობაში?
სუვერენიტეტს შეუძლია ექსკლუზიური ძალაუფლება ჰქონდეს საკუთარ ტერიტორიაზე, კონკრეტულ იმ ადგილს მიმდინარე მოვლენებზე. გლობალიზაციამ კი ეს გარდაქმნა ზეტერიტორიულად, მანძილი არაფერია
გლობალიზაციამ როგორ შეცვალა სახელმწიფოს მოღვაწეობა? 2 პრინციპი
- გლობალური მიზნების მიღწევა არანაკლებ მნიშვნელოვანია ეროვნულ ინტერესებზე.
- გლობალური ინტერესების წარმოქმნამ შეამცირა ომის დაწყების საფრთხე ქვეყნებს შორის
როგორია პოსტსუვერენული მმართველობა?
სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, თუმცა დაკნინდა სუვერენული ხასიათი. ახალმა აქტორებმა მოიპოვეს მსოფლიო მმართველობის პროცესში ადგილი.