პროფესიული გადაწვა, 1 Flashcards
უოლტერ ქენონმა რა დაასკვნა?
რომ ქრონიკული სტრესი იწვევს ფიზიოლოგიური ფუნქციების მოშლას
ჰანს სელიემ რა შეიმუშავა?
სტრესის ზოგადი ადაპტაციური სინდრომის მოდელი, რომელიც ვარაუდობს, რომ ადამიანი სტრესული სიტუაციის წინაშე განიცდის ფიზიოლოგიური რეაქციების სამ მდგომარეობას
ის ეკუთვნის სიტყვები: ,,მე ნამდვილად არ აღმომიჩენია სტრესი, არამედ, მხოლოდ სტრესის სინდრომი’’
ჰანს სელიეს
რა არის GAS?
(სტრესის) ზოგადი ადაპტაციური სინდრომი
GAS-ის მიხედვით, რომელ 3 ფიზიოლოგიურ რეაქციას განიცდის ადამიანი?
განგაში, წინააღმდეგობა, გამოფიტვა
სამუშაო სტრესორების ყველაზე ადრეული განმარტებები რასთან იყო დაკავშირებული?
როლების გაურკვევლობასთან და როლების კონფლიქტთან.
სეგერსტრონის და ოკონორის მიხედვით…
სტრესი არსებობს გარემოში, ის დინამიკურია და მას განიცდიან სხვადასხვა ტემპერამენტისა და ხასიათის მქონე ადამიანები (შეიძლება გამოიწვიოს მაღალი შფოთვა და ემოციური გამოფიტვა)
როდის იჩენს სამუშაო სტრესი თავს?
როცა არსებობს დისბალანსი თანამშრომელთა უნარებს, შესაძლებლობებსა და სამუშაო გარემოს მოთხოვნებს შორის
რას იწვევს ‘ქრონიკული’ სამუშაო დატვირთვა?
ენერგიის გადახარჯვის განცდას
სტრესის სამი წყარო
როლების გაურკვევლობა, როლური კონფლიქტი და სამუშაო დატვირთვა
რა ახასიათებს სტრესს?
გადაჭარბებული ჩართულობა მუშაობაში, გამძაფრებული ემოციები და პანიკა. იწვევს ,,პასუხისმგებლობებში ჩაძირვას’’, მისგან გამოწვეული პროფესიული გადაწვა კი ,,სრულიად გამოშრობის’’ შეგრძნებას.
რა თეორიას ემხრობა უელსი?
რომ ჯანდაცვის პროფესიონალები ყოველდღიურად განიცდიან სამუშაოსთან დაკავშირებულ სტრესს
რატომაა მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სფეროში მომუშავეთა სტრესის განსაკუთრებული კონტროლი?
რადგან ეს სფერო გადამწყვეტ როლს ასრულებს პაციენტების
ნაკადის მართვაში, ახორციელებს პაციენტზე მზრუნველობას, ეხმარება მათ
პრობლემების მოგვარებაში
სტრესის ტრანზაქციული მოდელი რა არის?
სტრესის თეორიებიდან ერთ-ერთი პირველთაგანი.
სტრესის ტრანზაქციული მოდელის 3 კომპონენტი:
- სამუშაო სტრესორები (დისბალანსი სამუშაო მოთხოვნებსა და ადამიანის რესურსებს შორის)
- პიროვნული დაძაბულობა (ემოციური პასუხი დაღლილობასა და შფოთვაზე)
- თავდაცვითი დაძლევა (ფსიქ. დისტანცირება- დეპერსონალიზაცია)
მოთხოვნა-რესურსების დისბალანსის ორი მოდელია:
მოთხოვნა-რესურსების მოდელი ( JD-R)
რესურსების შენარჩუნების მოდელი ( COR)
რა არის მოთხოვნა-რესურსის მოდელი?
გადაწვა წარმოიქმნება მაშინ, როცა ინდივიდები სამუშაოს მოთხოვნებს მუდამ აწყდებიან, თავად კი რესურსები არ გააჩნიათ საკმარისი მათ დასაკმაყოფილებლად.
რა არის რესურსების შენარჩუნების მოდელი?
გადაწვა წარმოიქმნება რესურსების დაკარგვის მუდმივი საფრთხის შეგრძნების დროს (როცა გრძნობენ, რომ მათ რესურსებს საფრთხე ემუქრება, ცდილობენ მათ შენარჩუნებას)
ლაზარუსის თანახმად, ნებისმიერი სტრესის თეორიისთვის რომელი 2 ცენტრალური ფაქტორი არსებობს?
- კოგნიტური შეფასება (ინდივიდები როცა შეაფასებენ მომხდარის მნიშვნელობას მათ კეთილდღეობაზე)
- დაძლევა (ინდივიდის ძალისხმევა, მართოს კონკრეტული მოთხოვნები)
ლაზარუსი და ფოლკმანი სტრესს როგორ განიხილავენ?
როგორც ურთიერთობის კონცეფციას, ანუ სტრესი განიხილება, როგორც ურთიერთობა („ტრანზაქცია“) ინდივიდსა და გარემოს შორის.