გლობალიზაცია, მეორე ლექცია, pt.3 Flashcards
როგორ განიხილავენ ნეორეალისტები და ნეოლიბერალისტები ეკონომიკას (საერთაშორისო სისტემაში)?
რეალისტები - როგორც ძალაუფლების რესურსს
ლიბერალისტები - როგორც აყვავების ფაქტორს
ყველა საერთაშორისო სისტემის მთავარი მახასიათებელია..?
რომ ამ სისტემაში მიმდინარე პროცესები განპირობებულია ყველაზე ძლიერი სახელმწიფოებით და მათ შორის ურთიერთობით
რეალიზმმა რომელი ტერმინები შემოიტანა საერთაშორისო სისტემის სახეებთან დაკავშირებით?
ბიზოლარიზმი და მრავალპოლარიზმი.
ბიპოლარულ სისტემაზე უსაუბრე
ასეთ სისტემაში გაბატონებულია 2 ძლიერი სახელმწიფო სხვებზე
მრავალპოლარული (მრავალპოლუსიანი) სისტემა?
თუ რეგიონში 2-ზე მეტი ძლიერი სახელმწიფოა
იმპერიული საერთაშორისო სისტემა?
როცა ასეთ სისტემაში 1 ზესახელმწიფოა ძლიერი და სხვებს ბევრად წინ უსწრებს (შეიარაღების დონე, ბუნებრივი რესურსების მარაგი, ტერიტორიული სიდიდე…)
არონის მიხედვით, საერთაშორისო სისტემის 3 განზომილება:
- ძალთა თანაფარდობის კონფიგურაცია,
- აქტორთა იერარქია,
- შემადგენლობის ჰეტეროგენურობა ან ჰომოგენურობა
რას ნიშნავს საერთაშორისო სისტემის ჰომოგენური ან ჰეტეოგენური ხასიათი?
გამოხატავს თანხმობის ხარისხსს აქტორებს შორის ამა თუ იმ საკითხზე (რაც უფრო მაღალი ხარისხია, მით უფრო ჰომოგენურია იგი)
დაახასიათე ჰომოგენური და ჰეტეროგენური ხასიათი საერთაშორისო სისტემაში
ჰომოგენურ სისტემაში მეტი თანხმობა და ზომიერებაა, ჰეტეროგენურში კი მეტი ქაოსი, არასტაბილობა და ა.შ.
რა იგულისხმება საერთაშორისო სისტემის ,,რეჟიმში’’?
საერთაშორისო სისტემის მახასიათებელია და ესაა საერთაშორისო მარეგულირებელი ფორმალური თუ არაფორმალური პრინციების, შეთანხმებების მიღების პროცედურების ერთობლიობა.
რას დაუდო ,,რეჟიმმა’’ სათავე?
საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს და ა.შ.
რას ნიშნავს ,,ინტერნაციონალური’’ ?
თანადროულ ახალ რეალობას- ნაციონალური სახელმწიფოების წარმოქმნას და მათ შორის არსებულ ურთიერთობებს.
სიტყვა ,,გლობალიზაციის’’ მნიშვნელობის ცვლილება
სულ ადრე ნიშნავდა ,,სფერულს’’, მე-19 საუკუნის ბოლოს ,,მთლიანად მსოფლიოს’’ აღსანიშნავად გამოიყენებოდა.
რომელ პერიოდს მოიცავს გლობალიზაცია?
60-იანი წლებიდან, თუმცა განსაკ. თვალსაჩინო გახდა 80-იანი წლებიდან.
გლობალიზაციის ერთ-ერთი განმარტება
პროცესები, რომელთა შედეგადაც საზოგადოებრივი ურთიერთობის პროცესში ნელ-ნელა მცირდება მანძილისა და საზღვრების არსებობის მნიშვნელობა.
პლანეტარული ერთობა
უკანა პლანზე გადადის ქვეყნების ადგილმდებარეობა და საზღვრები.
განსხვავება ინტერნაციონალიზმსა და გლობალიზმს შორის
ინტერნაციონალიზმი გულისხმობს ქვეყნების ერთმანეთზე ურთიერთეგავლენას, მაგრამ მათ გამოცალკევებული და ურთიერთგამიჯნული ადგილი უკავიათ, მათ საზღვრებს დიდი მნიშვნელობა აქვს.
გლობალიზაციის შემთხვევაში კი ქვეყნებს შორის კავშირები ქსელებივითაა, სადაც საზღვარს მმინიმალური მნიშვნელობა აქვს.
თუმცა თანამედროვე სამყარო ერთდროულად ორივეა.
გლობალიზაციის ასპექტები სხვადასხვა სფეროში
კომუნიკაციების სფერო- ტექნოლოგიები (კომპიუტერი, ტელეფონი)
ორგანიზაციები - კომპანიები და სააგენტოები, მათი კლიენტები მთელ მსოფლიოში არიან
ეკოლოგია - გლობალური პრობლემები
პროდუქცია (წარმოება) - სხვადასხვა ეტაპი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გადის პროცესს, ხარისხის შემოწმება, აწყობა და ა.შ.
სამხედრო - გლობალური იარაღის ხანა
ნორმა - ადამიანთა უფლებები (ზოგადსაკაცობრიო უფროა, ვიდრე ცალკეული ქვეყნების), სხვა ათასობით ტექნიკური საკითხიც
გლობალიზაციის 5 კვალიფიკაცია (რა შეიძლება ესმოდეთ არასწორად ადამიანებს მასზე)
- გლობალიზაცია ყველგან ერთი და იმავე მოცულობის არაა
- იდენტურობის დაკარგვის შიში (ჰომოგენიზაციის პირდაპირი და მარტივი პროცესი)
- გლობალიზაციამ არ მოსპო საზღვრების მნიშვნელობა მსოფლიო პოლიტიკაში.
- არ არის ცალკე არსებული მამოძრავებელი ძალა (არც რამე 1 კონკრეტულ მოვლენას გამოუწვევია იგი, არამედ ყველა ასპექტმა, ფაქტორმა ერთად განაპირობა)
- გლობალიზაცია არაა დემოკრატიზაციის გარანტია, არც მსოფლიო ჰარმონიული მშვიდობის გარანტია.