პროფესიული გადაწვა, 4 Flashcards
რას ნიშნავს სამუშაო რესურსები?
ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური ან
ორგანიზაციული ასპექტები, რომლებიც სპეციალისტს ეხმარება სამუშაო მიზნების
მიღწევაში, სამუშაო მოთხოვნების და მათთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური და
ფსიქოლოგიური დანაკარგების შემცირებაში,
ცინიზმის მაღალ დონეს როდის აფიქსირებენ?
როცა არ იღებენ რეგულარულ უკუკავშირს და როცა არ აქთ განვითარებისთვის საკმარისი შესაძლებობები
გადაწვის პიროვნული ფაქტორები
ინდივიდუალურ განსხვავებებს ან
პიროვნულ მახასიათებლებს გულისხმობს
სინამდვილეში, სამუშაო გარემოს სტრესული ასპექტები გადაწვის უფრო მნიშვნელოვანი პრედიქტორია, ვიდრე
პიროვნება
ალარკონის მიხედვით, როგორ შეიძლება პიროვნებამ მოახდინოს გავლენა გადაწვაზე?
პიროვნებამ შეიძლება გავლენა
მოახდინოს გადაწვაზე, როგორც მის მიერ სამუშაო გარემოს სუბიექტური აღქმის, ისე
ობიექტური სამუშაო ფაქტორების მეშვეობით.
ბრუნბორგის მოსაზრება
პიროვნებას შეუძლია განაწყოს თანამშრომლები, რათა დადებითად აღიქვან თავიანთი
სამუშაო გარემო, მიუხედავად სამუშაოს ობიექტური ხასიათისა
როგორი განსხვავებები შეიძლება იყოს დამოკიდებული პიროვნულ მახასიათებლებზე გადაწვასთან გამკლავებისას?
მაშინ, როდესაც
დაბალი ემოციური სტაბილურობის მქონე პირებმა მაღალი სამუშაო დატვირთვა ან
რთული სამუშაო ამოცანები შეიძლება აღიქვან საფრთხედ, მაღალი ემოციური
სტაბილურობის მქონე პირებმა შეიძლება იგივე სამუშაო მოთხოვნები განიხილონ
როგორც გამოწვევები.
ინტროვერტები და ექსტროვერტები გადაწვასთან მიმართებით
ვინც ემოციურად სტაბილური და ექსტრავერტია, ადვილად ადაპტაციის უნარის გამო,
შუძლიათ თავად შეარჩიონ ხელსაყრელი სამუშაო გარემო. ამის საპირისპიროდ, ნევროტულ ან ინტროვერტ თანამშრომლებს შესაძლოა შეეშინდეთ სამუშაო
გამოწვევების და შეარჩიონ რუტინული და მოსაწყენი სამსახური.
რატომ შეუძლიათ ექსტროვერტებს უფრო მარტივად გაუმკლავდნენ ემოციურად რთულ სიტუაციებს?
რადგან ისინი
იყენებენ სოციალური მხარდაჭერისა და სხვებთან ურთიერთობის შესაძლებლობებს
დიდი ხუთეულის ფაქტორები
- ემოციური
სტაბილურობა, - ექსტრავერსია,
3.კეთილსინდისიერება
- მიმღებლობა
5.გამოცდილებისადმი ღიაობა
გამოცდილებისადმი ღიაობა გადაწვის მხოლოდ ერთ ფაქტორთანაა უარყოფით დამოკიდებულებაში. რომელია ეს?
პროფესიული არაეფექტურობის განცდა
პროფესიული გადაწვა და სქესი
არაერთგვაროვანი შედეგები. ზოგან კაცები არიან დასახელებული, ზოგან ქალები, ზოგან ვარაუდობენ, რომ სხვადასხვა შედეგია აშშ სა და ევროპაში.
ჩინეთის სოფელში ჩატარებული კვლევა ასაკსა და გადაწვას შორის კავშირზე
25 დან 40 წლამდე დაქირავებულებში აღინიშნება მაღალი ქულები დეპერსონალიზაციის სკალაზე, რაც აიხსნება მოსაზრებით, რომლის მიხედვითაც, ამ ასაკის ადამიანები წარმოადგენენ სამუშაო ბირთვს, რაც გულისხმობს მეტ სამუშაო დატვირთვასა და პასუხისმგებლობას
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამივე ფაქტორში ვისთვის შეიძლება იყოს? რომელი ცვლადების მქონე ადამიანებისთვის?
მამრობითი სქესის, დაუქორწინებელი,
განქორწინებული და შვილების არმყოლე ექთნებს შორის
სამუშაო სტაჟი და გადაწვასთან კორელაცია
სამუშაო წლები წარმოადგენს გადაწვის
მნიშვნელოვან პრედიქტორს, იმ მუშაკებში, რომლებსაც სამუშაო გამოცდილება აქვთ 1-
დან 3 წლამდე და 5 წლიდან ზემოთ, მტკიცე კორელაცია არსებობს ემოციური გადაწვის
სკალაზე,
სამუშაო სტაჟი რომელ ფაქტორთანაა ძლიერ კორელაციურ კავშირში?
ემოციურ გადაწვასა და დეპერსონალიზაციასთან
ქორწინება და გადაწვა
დაუქორწინებლობა
დეპერსონალიზაციისა და ემოციურ გამოფიტვის პრედიქტორია, ხოლო ქორწინებაში
ყოფნა - პროფესიული არეფექტურობის განცდის
სამუშაო პოზიცია და გადაწვის უთიერთმიმართება
მაღალი სამუშაო პოზიციის მქონე თანამშრომლებს გადაწვის სკალაზე დაბალი ქულები აღენიშნებათ. უფრო მეტიც, მაღალი სამუშაო პოზიცია
წარმოადგენს გადაწვის ორი ფაქტორის, დეპერსონალიზაციის და პროფესიული არაეფექტურობის განცდის უარყოფით პრედიქტორს, ე.ი. იცავს გადაწვისგან.
გადაწვის შესახებ რამდენი თეორიაა წარმოდგენილი და რომლებია ისინი?
6 თეორიაა:
- სოციალურ-კოგნიტური თეორია
- სოციალური გაცვლის თეორია
- ორგანიზაციული თეორია
- სტრუქტურული თეორია
- მოთხოვნა-რესურსების თეორია
- ემოციებით ინფიცირების თეორია
ალბერტ ბანდურას რომელი თეორია ეკუთვნის? რის საფუძველზე შექმნა იგი?
სოციალურ-კოგნიტური თეორია, რომელიც შექმნა სოციალური დასწავლის თეორიის საფუძველზე
ლორენსის მიხედვით, ეფექტურობის კრიზისის განვითარებას რომელი გარემოებები უწყობს ხელს?
- წარსულში მიღებული წარუმატებელი გამოცდილება
- სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო სტანდარტული მოდელების არარსებობა
- ხელმძღვანელობის მხრიდან უკუკავშირის არარსებობა
- გარეგანი მოტივაციის ნაკლებობა, ან უარყოფითი შეფასება ხელმძღვანელობის მხრიდან კარგად შესრულებული
სამუშაოს გამო - სირთულეები სამსახურში
რა კანონზომიერებას ვარაუდობს სოციალურ-კოგნიტური თეორია გადაწვის შემთხვევაში?
ჯერ პროფესიული არაეფექტურობის განცდა წარმოიქმნება ეფექტურობის კრიზისის შედეგად, რასაც მოჰყვება ემოციური გამოფიტვა, ბოლოს კი დეპერსონალიზაცია.