გლობალიზაცია, მეექვსე ლექცია Flashcards
ნაციონალიზმის არსებობა დღემდე რითია განპირობებული?
ხალხების მიერ დამოუკიდებლობის, ან სახელმწიფოთა შიგნით ფართო ავტონომიის მოთხოვნით, ან პროტესტით თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ,
რატომ შეიძლება ნაციონალიზმი ჩაითვალოს რეაქციად გლობალიზაციის წინააღმდეგ?
უკურეაქციაც მოჰყვა გლობალიზაციას მათი მხრიდან, ვინც ჩათვალა, რომ ამ პროცესმა დაჩაგრა.
ნაციონალიზმის აღმავლობა 80-90-იან წლებში რატომ დაიწყო?
რადგან ნაციონალური ნიშნით 4 სახელმწიფო დაიშალა (სსრკ, იყგოსლავია, ჩეხოსლოვაკია, ეთიპოა) ხალხმა მოითხოვა დამოუკიდებლობა, გამოყოფა და არა უფრო დიდ, ერთიან სახელმწიფოში ინტეგრირებას.
სეცესია
გამოყოფა, დამოუკიდებლობა
რატომ გაძლიერდა ნაციონალიზმი ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში?
რადგან გარდა გლობალიზაციის ტენდენციების წინ წამოწევისა და მასთან დაპირისპირებისა, აგრეთვე ახალი მნიშვნელობა შეიძინა ნაციონალიზმმა.
თუ აქამდე სახელმწიფოს არსებობა მართლდებოდა დინასტიის ან რელიგიის მეშვეობით, ახლა ისინი იმიტომ არსებობენ, რომ გამოხატავენ საკუთარი ხალხის ინტერესებს.
ეროვნული თვითგამორკვევის პრინციპი
თითოეულ ერს გააჩნია უფლება, განსაზღვროს საკუთარი ბედი - იყოს დამოუკიდებელი ან ნებაყოფლობით გაერთიანდეს დიდ სახელმწიფოში.
ნაციონალიზმის და გლობალიზმის ურთიერთმიმართება
ერთი მხრივ გლობალიზაციას უპირისპირდება, მაგრამ მეორე მხრივ მის პროდუქტს წარმოადგენს.
სახელმწიფოთა და საერთაშორისო სისტემის არსებობის მორალური საფუძველია…
ნაციონალიზმი
ნაციონალიზმის დოქტრინის თანამედროვე სახით გამოყენებამ 3 ფაზა გაიარა, ესენია:
- განმანათლებლობა (ხალხს საერთო ინტერესები გააჩნიათ და როგორმე გზა უნდა იპოვონ, რომ ეს განხორციელდეს)
- საფრანგეთის რევოლუცია (მონარქიის ოპოზიცია ,,ნაციას’’ უწოდებდა საკუთარ თავს, ესე იგი მთლიანად ხალხი, სტატუსის განუსაზღვრელად. მათი კონცეფცია დაკავშირებული იყო მოქალაქეების თანასწორობასთან, დემოკრატიის ადრეულ კონცეფციასთან).
- გერმანული იდეა volk-ის, ანუ ხალხისა (ესე იგი, ადამიანთა ერთიანობა ეფუძნება არა პოლიტიკურ იდენტურობას, არამედ საერთო ისტორიას, კულტურას, მათი ხასიათით ა.შ.)
ჯუზეპე მაზინის შემოთავაზებული დამატებითი 2 ელემენტი, ნაციონალიზმის თანამედროვე კონცეფციაში დამატებული
- მორალური კონცეფცია - თითოეული ინდივიდი არამარტო ეკუთვნის ერს, არამედ მოვალეცაა დაემორჩილოს ერის ნებას (ამგვარად, პატრიოტიზმის ადრეული კონცეფციები თანამედროვე სისტემის ნაწილი გახდა).
- ნაციების ოჯახი - თუკი მსოფლიო დაყოფილია ერებად, მაშინ მათი თვითგამორკვევის გზით შეუძლიათ მიაღწიონ დამოუკიდებლობას.
შედეგად- მშვიდობა ერებს შორის ამ ახალ საფუძველზე
მაზინის ,,ნაციათა ოჯახი’’ რატომ არ გამართლდა? 1 მსოფლიო ომის მერე თვითგამორკვევა რატომ გაიგივდა დამოუკიდებლობასთან? 3 მიზეზი
- კოლონიური იმპერიები დიდხანს ამბობდნენ უარს თავისუფლება მიენიჭებინათ თავიანთი კოლონიებისთვის
- ნაციონალიზმი იწვევდა არა ჰარმონიულ თანაცხოვრებას, არამედ კონფლიქტებს, დიქტატურებს, მსოფლიო ომებს. ხალხი ერთმანეთში აღრეული იყო და ისტორიული უფლებებით აპელირებდნენ.
- დაძაბულობის ახალი კერები შეიქმნა, განვითარებული ქვეყნების შიგნით მოითხოვდნენ სათანადო უფლებებს ქვეყნებს შიგნით.
1 მსოფლიო ომამდე ნაციონალისტები ერების უფლებების რეალიზებას როგორ ხედავდნენ?
სეცესიის გარეშე, სახელმწიფოთა შიგნით რეგიონული უფლებების განხორციელებით, ან კულტურული ავტონომიით.
ერთა თვითგამორკვევის დეკლარაცია
1918 წელი, ვუდრო ვილსონი
ნაციონალიზმის დოქტრინის გაძლიერებამ 4 შედეგი გამოიღო საერთაშორისო ურთიერთობებში, ესენია:
- გამოიწვია სახელმწიფოთა სისტემის ახალი ფასეულობების სისტემის დამკვიდრება (ვესტფალიის სისტემისთვის დამახასიათებელი გამართლების გარდა, დაემატა სახ. სისტემას სურს გამოხატოს ცალკე ,,ხალხების’’ ინტერესები
2, ნაციონალიზმი გამოიყენებოდა სახელმწიფო აღმშენებლობისთვის, საერთო იდენტურობისა და საზოგადოებისადმი კუთვნილების გრძნობის ფორმირებისათვის
- დიდი როლი აქვს სახელმწიფოებს შორის საზღვრების განსაზღვრაზე, საერთაშორისო პოლიტიკურ რუკაზე ცვლილებათა შეტანის საქმეში.
- კონფლიქტების, ომის ხშირ წყაროს წარმოადგენს.
,,უწყვეტი ისტორიის’’ კონცეფციას რომელი მიმდინარეობა იყენებს?
ნაციონალიზმი