გლობალიზაცია, მეორე ლექცია, pt.2 Flashcards
,,ტრანსნაციონალიზმის’’ იდეური შენატანი საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებში:
სახელმწიფო კარგავს როლს ,,მოდის დამმკვიდრებლისა’’, არატრადიციული აქტორების რიცხვის გაზრდა, საზღვრების წაშლა შიდა და გარე პოლიტიკას შორის და ა.შ.
ნეომარქსიზმი, იგივე?
მსოფლიო სისტემის თეორია
ნეომარქსიზმის 2 მთავარი არსი?
- გლობალური კაპიტალისტური მსოფლიო-ჩარჩოში არსებული უთანასწორობა (ეკონომიკური და სოციალური)
- პერიფერიის დამოკიდებულება მის ცენტრზე
ნეომარქსიზმის აზრით, რას იწვევს მსოფლიო-ეკონომიკის გლობალიზაცია?
მდიდარი ქვეყნებისა და ხალხის სიმდიდრის ზრდა, რომელიც არღვევს სოციალურ კავშირებს და უფრო შორდებიან ერთმანეთს მდიდრები და ღარიბები.
ნეომარქსისტები როგორ განიხილავენ სახელმწიფოს როლს?
სახელმწიფო საბაზრო ძალების დამხმარე ძალაა და არა - მოსახლეობის სოციალური დამხმარე.
,,პროტექციონისტული ჩარევა’’
ღარიბი რეგიონების სასარგებლოდ რესურსების გადანაწილება მიიჩნევა ,,პროტექციონისტულ ჩარევად’’, ანუ მათი ინტერესების დაცვა. თუმცა ეწინააღმდეგება ბაზრის ლოგიკას. შესაბამისად, რეგიონები ნაკლებად უკავშირებენ თავიანთ ინტერესს ცენტრს.
ნეომარქსისტების დამოკიდებულება დემოკრატიზაციისადმი
საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაცია იწვევს მანიპულაციას მათი მხრიდან, ვისაც დაფინანსება შეუძლია და მოჰყვება ის, რომ განვითარებული ქვეყნების სამომხმარებლო მოდელების იმიტაციები შექმნან სხვებმაც.
თუმცა დივერსიფიკაციასაც იწვევს, ახალი სახეების გამოჩენის შესაძლებლობას და ა.შ>
ურთიერთდამოკიდებულების ხარისხის გაზრდა რა არის (განმარტება არა)
ნეომარქსისტების მიხედვით ერთ-ერთი კანონზომიერებაა საერთაშორისო ურთიერთობებში.
რას ნიშნავს ,,ურთიერთდამოკიდებულების ხარისხის გაზრდა’’?
ფინანსური პროცესების გლობალიზაციის, ეკოლოგიური საფრთხის გაზრდის, დემოკრატიზაციის და ჰუმანიზაციის წინააღმდეგობრივი მოვლენები (ყველაფერი კავშირშია და თან ეწინააღმდეგება ერთმანეთს)
5 კანონზომიერება საერთაშორისო ურთიერთობებში:
- ურთიერთდამოკიდებულების ხარისხის გაზრდა
- ახალი აქტორების შემოსვლა
- საერთაშორისო სამართალი
- საერთაშორისო სისტემების ფუნქციონირება
- მუდმივი ევოლუცია, მემკვიდეობით გადასვლა და ცვლილება.
ახალი აქტორების შემოსვლის კანონზომიერებას რომელი მიმდინარეობები ეთანხმება?
ნეომარქსიზმი, რეალისტები, ტრანსნაციონალისტები
რას გულისხმობს საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კანონზომიერება?
საერთ. ურთ. ერთადერთი მონაწილეები აღარ არიან სახელმწიფოები და შემოვიდნენ ასპარეზზე ახალი აქტორები (ტრანსნაციონალური ორგანიზაციები მაგალითად).
მეტოქეობა სახელმწიფოებს შორის აღარაა ისეთი აქტუალური, რადგან შემოვიდა კოლექტიური უსაფრთხოების ცნება.
ახალი აქტორების გამოჩენა და სახელმწიფოების როლის ,,შემსუბუქება’’ გულისხმობს იმას, რომ მსოფლიო პოლიტიკის არენაზე სახელმწიფო კვლავ რჩება მოთამაშედ, მაგრამ იცვლება მისი როლი (სტაბილურობის შენარჩუნებაში)
როგორ ხედავენ ნეოლიბერალები საერთაშორისო სამართალს?
მათი აზრით, მთავარი რეგულატორია უნივერსალური ზნეობრივი ნორმები, რომლებიც კანონის სახეს იღებს და ამაზეა დაფუძნებული საერთაშორისო ინსტიტუტები.
როგორ ხედავენ ტრანსნაციონალისტები საერთაშორისო სამართალს?
არანაციონალური ან ზენაციონალური ხასიათის პრინციპები უნდა იყოს საფუძველი საერთაშორისო წესრიგის დამყარებისთვის.
ლიბერალების მიხედვით, საერთაშორისო ურთიერთობების ერთადერთი ლეგიტიმური რეგულატორია…
საერთაშორისო სამართალი