გლობალიზაცია, მესამე ლექცია Flashcards
ცივი ომის პერიოდში უსაფრთხოების რომელი თემა დომინირებდა?
ნაციონალური უსაფრთხოება (თუმცა მოგვიანებით გააკრიტიკეს ეთნოცენტრულობის გამო)
ბარი ბუზანი როგორ აღწერს უსაფრთხოების კონცეფციას?
მასში შედის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური უსაფრთხოება და ამ ყველაფერს საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს (ესე იგი, ქვეყნებს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მეზობლების უსაფრთხოების ინტერესიც უნდა ჰქონდეთ)
ჰობსი, მაკიაველი და რუსო საერთაშორისო სისტემას როგორ განიხილავდნენ?
ძალადობის არენად, სადაც სახელმწიფოები გამუდმებით ცდილობდნენ მიეღოთ სარგებელი სხვების ხარჯზე.
ნდობის დეფიციტი- ნეორეალიზმის ჭრილში
სახელმწიფოები არასდროს არიან დარწმუნებულნი თავიანთი მეზობელი ქვეყნის კეთილ ზრახვებში და ყოველთვის მზად არიან თავდასაცავად.
ნეორეალიზმის მიხედვით, რა ფაქტორები უბიძგებს სახელმწიფოებს აგრესიული ქმედებისაკენ ერთმანეთის მიმართ?
- ანარქიული საერთაშორისო სისტემა
- ნდობის დეფიციტი
- მუდმივად გადარჩენაზე ზრუნვა (დამოუკიდებლობის შენარჩუნების სურვილის გამო)
ჯონ ჰერცის მიხედვით, უსაფრთხოების ,,დილემა’’ (ნეორეალისტები?)
სახელმწიფოების მცდელობა, დაიკმაყოფილონ უსაფრთხოების მოთხოვნილება, ამცირებს სხვა სახელმწიფოთა უსაფრთხოების დონეს, რადგან პოტენციურ საფრთხეს ქმნის მეზობელი ქვეყნისთვის (და თითოეულ მათგანს შეუძლია თავიანთი თავდასხმა მონათლონ თავდაცვად)
ნეორეალისტების მიხედვით, 2 მთავარი ფაქტორი, რომლებიც ხელს უშლიან სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობას:
- უნდობლობა
- არათანაბარი სარგებელი
,,კონტიგენტური რეალიზმი’’ (ნეორეალიზმი)
როცა სახელმწიფოები ხვდებიან, რომ ერთმანეთში ქიშპობაზე მეტ სარგებელს ერთმანეტთან თანამშრომლობისას მიიღებენ
,,სტრუქტურული რეალისტები’’ იგივე?
ნეორეალისტები
მომწიფებული ანარქია
როცა სახელმწიფოები უკვე ნაციონალური უსაფრთხოებიდან საერთაშორისო უსაფრთხოების ზრუნვაზე გადადიან
,,უსაფრთხოების საზოგადოება’’ რას ნიშნავს?
ხალხის ჯგუფი (გარკვეულ ტერიტორიულ საზღვრებში), რომელიც საერთო სოციალურ პრობლემებს მშვიდობიანად აგვარებს
,,კომპლექსური უსაფრთხოება’’
სახელმწიფოთა ჯგუფი, რომელთა ცალკეული უსაფრთხოება არ განიხილება ერთმანეთის გარეშე.
,,უსაფრთხოების რეჟიმი’’
როცა სახელმწიფოები თანამრომლობენ უთანხმოებების გადასაწყვეტად და თავს არიდებენ ომს.
ნეორეალისტების დამოკიდებულება საერთაშორისო ინსტიტუტებთან დაკავშირებით
ომისაგან თავის არიდების საქმეში მნიშვნელოვან როლს არ ასრულებენ, არამედ არიან სახელმწიფოთა პირადი ინტერესების პროდუქტი.
სწორედ ამ ინტერესებზეა დამოკიდებული სახელმწიფოები ითანამშრომლებენ თუ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს
ცივი ომის დასრულების შემდეგ ეჭვქვეშ დადგა ეს მოსაზრება
ლიბერალური ინსტიტუციონალიზმი
საერთაშორისო ინსტიტუტები ქმნიან ჩარჩოს თანანშრომლობისათვის, რაც ამცირებს დაპირისპირებას.
თუმცა იციარებენ რეალისტების დამოკიდებულებას, რომ სამხ. ძალის შენარჩუნება მნიშვნელოვანია