პროფესიული გადაწვა, 5 Flashcards
ვინ შეიმუშავა სოციალური გაცვლის თეორია და რას გულისხმობს იგი?
სოციალური ქცევა გულისხმობს სოციალურ გაცვლას, სადაც ადამიანები
მოტივირებულნი არიან შეიძინონ რაიმე ღირებული ჯილდოს მოპოვებისთვის,
ინვესტიციის, დანახარჯის სანაცვლოდ.
სხვა სიტყვებით: მათ აღენიშნებათ გადაწვის მდგომარეობა მაშინ, როდესაც დანახარჯი
აღემატება შენაძენს და მათ აქვთ უსამართლობის განცდა, რომელსაც იწვევს
დისბალანსი სამუშაოსთვის გაწეულ ძალისხმევასა და მიღებულ შედეგს შორის.
სოციალური გაცვლის თეორიას გადაწვის რამდენ ფაქტორთან აქვს კავშირი?
სამივესთან.
ჯერ ემოციური გამოფიტვა, მერე დეპერსონალიზაცია და ბოლოს - პროფესიული არაეფექტურობის განცდა
ორგანიზაციული თეორია ვინ შეიმუშავა და რას გულისხმობს ის?
გოლემბივსკის (და სხვების) შემუშავებულია და გადაწვა წარმოადგენს ორგანიზაციული სტრესორების
შედეგს
რა იგულისხმება ორგანიზაციულ სტრესორებში?
სამუშაო დატვირთვა, როლების
გაურკვევლობა
გადაწვის ორგანიზაციულ თეორიაში როგორი თანმიმდევრობით მიმდინარეობს გადაწვის ფაქტორები?
დეპერსონალიზაცია - ემოციური გამოფიტვა - პროფესიული არარეალიზებულობის განცდები
ორგანიზაციულ სტრესორებთან გამკლავების მიზნით იჭერენ დისტანციას, ორგანიზაციული მიკუთვნებულობის დაბალი დონე აქვთ, ეს კი დეპერსონალიზაციას ჰგავს. ამის შემდეგ მოჰყვება ორი ფაქტორი
სტრუქტურული თეორია რას ამტკიცებს?
გადაწვა არის პასუხი ქრონიკულ სამუშაო სტრესზე,
რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც ინდივიდის მიერ გამოყენებული სტრატეგიები
სამუშაო სტრესორების მართვისთვის წარუმატებელია.
სტრუქტურულ თეორიაში როგორ ვითარდება გადაწვის სამივე ფაქტორის ერთიანად მოცვა?
როდესაც სპეციალისტის მიერ
გამოყენებული სტრესთან გამკლავების სტრატეგიები არ არის ეფექტური და
წარუმატებელია, ეს კავშირშია პროფესიული არაეფექტურობის და ემოციური
გამოფიტვის განცდებთან. ამ განცდებთან შეჯახებისას, ინდივიდი დისტანცირდება
სამუშაოსგან და იყენებს დეპერსონალიზაციას, როგორც სტრესის დაძლევის ახალ
ფორმას.
ემოციებით ინფიცირების თეორიის ავტორები ვინ არიან და რაზეა ის?
ავტორები: ჰეთფილდი, კაჩოპო და რაფსონი
ამ თეორიას შემოაქვს კოლექტიურობის და გუნდურობის ფაქტორი.
ამ თეორიის მიხედვით,
თანამშრომელთა გუნდში სტრესის შედეგად მიღებული ემოციები გადამდებია
ყველასთვის.
პროფესიული გადაწვის თეორიები საუბრობენ მათ შედეგებზე - სწორია თუ არასწორია?
არასწორია, ისინი მხოლოდ მიზეზებს განიხილავენ.
ემპათიის შინაარსობრივი მნიშვნელობა
ძველი ბერძნულიდან მოდის და ნიშნავს გრძნობას, ემოციას.
არონსონის განმარტება ემპათიისა
ემპათია არის უნარი, თანაუგრძნო სხვა ადამიანს და განიცადო სხვისი ემოციები
ემპათიის წინამორბედი
გერმანული სიტყვა, რომელიც რობერტ ვიშერმა შემოგვთავაზა. ეგ სიტყვა ნიშნავს განცდილი ემოციების პროეცირებას მის ირგვლივ მყოფ სხვა ადამიანებსა და საგნებზე.
ტერმინ ,,ემპათიის’’ გამოყენება ვის სახელთანაა დაკავშირებული? და როგორ განსაზღვრა მან ტერმინი Einfühlung?
ტიტჩენერთან.
მისი სიტყვებით: ,,ობიექტების ჰუმანიზაციის
პროცესი და ამ პროცესში საკუთარი თავის დანახვა“
ჰუსერლი ემპათიას როგორ აღწერს?
ემპათიას აღწერს, როგორც ინტერსუბიექტურობას, უნარს, რომელიც
ვლინდება სხვების ადგილზე საკუთარი თავის დაყენებით.
ჩოპლანი როგორ განმარტავს ემპათიას?
ემპათია ნიშნავს სხვების გრძნობების გაგებისა
და გაზიარების უნარს