გლობალიზაცია, მეორე ლექცია Flashcards
რომელი მიმდინარეობის ცნებაა: ,,ინტერესი, გამოხატული ძალაუფლების ტერმინებით’’
პოლიტიკური რეალიზმის
რა აზრის ჭეშმარიტების დამტკიცებას ცდილობს პოლიტიკური რეალიზმი?
რომ საერთაშორისო პოლიტიკას საფუძვლად უდევს ის უცვლელი კანონები, ადამიანის ბუნებაში რაც არსებობს.
პოლიტიკური რეალიზმის მიხედვით, რას უკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობების კანონები?
უკავშირდება ადამიანის შემდეგ მოთხოვნილებებს: უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარების.
პოლიტიკური რეალიზმის მიხედვით რა არის მთავარი მისწრაფება ქვეყნებისთვის?
სტატუს კვოს შენარჩუნება საერთაშორისო ასპარეზზე,
ძალთა ბალანსი
საერთაშორისო ასპარეზზე თითოეული ქვეყნის საკუთარი მოპოვებული ადგილის (ძალის) შენარჩუნება, როცა ქვეყნები ერთმანეთს არ ,,სტაცებენ’’ ამ მოპოვებულ სტატუს კვოს სამაგიეროს გადახდის შიშით.
პ. რეალიზმის დამოკიდებულება საერთაშორისო ,,საზოგადოების’’ რეგულირების შესაძლებლობაზე (კანონების დახმარებით)
იქ, სადაც უზენაესი ხელისუფლება არ არსებობს, თვლის, რომ შეუძლებელია, რადგან სახელმწიფოს მთავარი მიზანია არა ის, რომ საკუთარი ქცევა აკონტროლოს, არამედ ის, რომ მეტი ძალა ჰქონდეს.
ანარქია
პოლიტიკური ხელოსუფლების არარსებობა მსოფლიო ,,საზოგადოებაში’’
ანარქიული სისტემა
საერთაშორისო პოლიტიკის ,,მომაწესრიგებელი’’ პრინციპი, რომლითაც განისაზღვრება მისი სტრუქტურა
,,ისტორიკოსი’’ და ,,სტრუქტურალისტი’’ რეალისტების ხედვა ძალთა ბალანსის მიმართ
,,ისტორიკოსები’’ მიიჩნევენ დიპლომატიის პროდუქტად, ხოლო ,,სტრუქტურალისტები’’ ბუნებრივი გათანასწორებისაკენ მიმართულ ტენდენციას ხედავენ.
ჰეგემონია
სახელმწიფოს უნარი, მოაქციოს სხვა ქვეყანა საკუთარი სისტემის ორბიტაში და თავად გადავიდეს ლიდერობიდან დომინირებამდე.
ნეოლიბერალისტების მოსაზრება ძალასთან დაკავშირებით
სახელმწიფოები სულ უფრო იშვიათად მიმართავენ ტრადიციულ ძალოვან პოტენცალს მიზნის მისაღწევად და ძალა უფრო და უფრო ,,უმნიშვნელო’’ ხდება
ნეოლიბერალისტების აზრით, აქამდე არსებული პრინციპები რა იყო და რა როლი აქვთ დღეს?
საერთაშორისო წესრიგი დამყარებული იყო : ,,უსაფრთხოებაზე’’ ,ტერიტორიულ ხელშეუხებლობაზე’’, ,,სახ. სუვერენიტეტი’’, თუმცა თავისი არსისგან იცლება ეს ტერმინები, ან ახალ მნიშვნელობას იძენს.
სახელმწიფოთა შესაძლებლობები, ნეოლიბერალიზმის კონტექსტში
სახელმწიფო ხელისუფლების კონტროლს უკვე აღარ ექვემდებარება თანამედროვე ძალის დიდი ნაწილი.
ნეოლიბერალიზმის აზრით, თანამედროვე ძალის ცნებაში ცვლილებები გამოწვეულია…
მსოფლიოს მზარდი ურთიერთდამოკიდებულების კანონზომიერებით (კავშირგაბმულობის, ტრანსპორტირების და ა.შ.)
ვინ არიან არატრადიციული აქტორები (და რომელმა მიმართულებამ შემოიტანა ეს ტერმინი?)
ნეოლიბერალიზმმა შემოიტანა და ეს აქტორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, კომპანიების, ტრანსნაციონალური ორგანიზაციები, ინდივიდები და ა.შ.
არატრადიციული აქტორებზე გავლენის მოხდენა
სახელმწიფოებს ადრინდელივით აღარ შეუძლიათ აკონტროლონ მათი მოღვაწეობა.
ვის ეკუთვნის ,,მონაწილეობის პარადოქსი’’ და რას გულისხმობს ეს?
ეკუთვნის ნიკოლსონს და ნიშნავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა უფრო მოწესრიგებულია და ქმედებებისა და მათი შედეგების პროგნოზირება შესაძლებელია მაშინ, როცა ზოგადად ნაკლებია საერთ. უთიერთქმედებათა რიცხვი და მათი მრავალგვარობა
რატომაა კარგი ის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე იყოს მოვლენები პროგნოზირებადი?
რათა სათანადო ეფექტური ღონისძიებებისდაგეგმვა და გატარება შესაძლებელი იყოს.
კოლექტიური უსაფრთხოება რას ნიშნავს და რომელი მიმდინარეობის საკვანძო ცნებაა?
ლიბერალიზმის ტერმინია და ნიშნავს, რომ სახელმწიფოები თანხმდებიან, ერთის უსაფრთხოება ყველასთვის მნიშვნელოვანია და იმ შემთხვევაში, თუ აგრესია გარედან გამოჩნდა, ყველა გაერთიანდება.
დემოკრატიის კოსმოპოლიტური მოდელი
რეგიონული პარლამენტების შექმნა (მაგ. ევროკავშირი). ნაციონალური პარლამენტების მიღებული კონვენციები უნდა აკონტროლოს საერთაშორისო სასამართლომ.
დემოკრატიული მშვიდობა
ომი წარმოუდგენელია დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის
ლიბერალიზმისთვის, რატომაა საჭირო სახელმწიფოს შექმნა?
ამ მიმდინარეობისთვის მთვარია ინდივიდის თავისუფლება. მათთვის სახელმწიფოს შექმნა იმისთვისაა საჭირო, რომ უზრუნველყოფილი იყოს ინდივიდის თავისუფლება.
ლიბერალიზმის აზრით, სახელმწიფო ვის ან რას უნდა ექვემდებარებოდეს?
კოლექტიური ნების (და არა ერთი სუბიექტის)
პლურალიზმი
ზოგადი ტერმინი. იყენებენ ისინი, რომლებიც უარყოფენ სახელმწიფოს უპირველესობის რეალისტურ მრწამსს.
მსოფლიო მთავრობა
მსოფლიო მშვიდობა ვერ მიიღწევა მანამ, სანამ ცალკეულ ქვეყნებადაა მსოფლიო დაყოფილი, ამიტომ საყოველთაო მსოფლიო მთავრობა უნდა შეიქმნას, იდეალისტების აზრით.