6 Flashcards
- ბაზრის სეგმენტაცია
- ბაზრის თავისებურებების და განსხვავებების გათვალისწინება და ფართო მასის დაყოფა (სეგმენტაცია) სხვადასხვა ტიპის საერთოს თავისებურებების (სურვილები, მოთხოვნილებები) მიხედვით და მარკეტინგული კომპლექსის ელემენტების მათზე მორგება.
- მასობრივი მარკეტინგი
- მიდგომა, რომლის დროსაც ორგანიზაცია აყალიბებს მარკეტინგის კომპლექს ფართო საზოგადოების შესაბამისად. მასობრივი მარკეტინგის დროს იგულისხმება, რომ ყველას უნდა ერთი და იგივე პროდუქტი, ერთნაირად მიწოდებული, დაფასებული და დაფრომოუშენებული, ხოლო ადამიანები ერთნაირად უპასუხებენ მარკეტინგულ სტრატეგიას. მასობრივი მარკეტინგი უფრო ნაკლებად ხარჯიანია.
- ბაზრის სეგმენტაციის მიდგომები:
a. კონცენტრაციის სტრატეგია - ერთ სეგმენტზე ორიენტირება, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია ბაზრის ამ სეგმენტზე პოციზიას იმყარებს.
b. მულტისეგმენტური სტრატეგია - ორგანიზაცია ერთდროულად მუშაობს ბაზრის რამდენიმე სეგმენტზე სხვადასხვა მარკეტინგული კომპლექსით.
კონცენტრაციის სტრატეგიის ტიპებია
(1) ნიშების სტრატეგია, როდესაც ორგანიზაცია ორიენტირებულია ვიწრო, სპეციფიური მოთხოვნილებების მქონე სეგმენტზე
(2) მიკრომარკეტინგი, როდესაც ორგანიზაცია მარკეტინგს ახდენს ერთ კონკრეტულ ადამიანზე მორგებით (მაგ. ამაზონი)
- სეგმენტის შერჩევა უნდა მოხდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
a. იდენტიფიცირებადი
b. ხელმისაწვდომი
c. მიდრეკილი კონკრეტული პროდუქტის ყიდვისკენ
d. შეუძლიათ თუ არა ყიდვა (ეკონომიკური ასპექტი)
e. შემოსავლიანი
f. სასურველი - ხომ არ ეწინააღმდეგება კომპანიის არსებულ იმიჯს ან სტრატეგიას
g. შესაბამისობა - ზედმეტად განსხვავებული (diverse) სეგმენტი არახელსაყრელია, რადგან სეგმენტის ერთმა ჯგუფმა შეიძლება იყიდოს ის, რაც მეორე ჯგუფს არ აინტერესებს
h. availaility - სხვა კონკურენტები ხოარ მუშაობენ იმავე სეგმენტზე
- სეგმენტაციის საფუძველი:
a. სოციოდემოგრაფიული
i. ასაკის მიხედვით
ii. სქესის მიხედვით
iii. ეთნიკური წარმ. მიხედვით
iv. შემოსავლების მიხედვით
b. გეოგრაფიული
c. ფსიქოგრაფული - მომხმარებლების დამოკიდებულებების, ინტერესების და მოსაზრებების განსაზღვრა, რათა მოხდეს კონკრეტული ცხოვრების სტილის მქონე ჯგუფებად დაყოფა.
d. გამოყენების მიხედვით - სეგმენტირება ხდება პროდუქტის შესყიდვის წილის მიხედვით. ტიპები:
i. გამოყენების წილი - მომხმარებლების მცირე ნაწილი ყიდულობს პროდუქტის ყველაზე დიდ წილს (80/20 წესი - მომხ 20% ყიდულობს პროდუტის 80%). ხდება ამ 20%-ის იდენტიფიცირება
ii. გამოყენების ტიპი - როგორ გამოიყენება პროდუქტი
iii. ბრენდის ლოიალურობა - მომხმარებლების კატეგორიზაცია ბრენდისადმი ლოიალურობის მიხედვით.
iv. სარგებლის სეგმენტაცია - პროდუქტისგან მიღებული სარგებლის მიხედვით ადამიანების დაჯგუფება
e. კოჰორტული - ადამიანების დაჯგუფება თაობების მიხედვით (საერთო დიდი ისტორიული მოვლენების გამოცდილების მიხედვით). ასეთ ადამიანებს უყალიბდებად საერთო დამოკიდებულებები, ღირებულებები, ინტერესები და ქცევები. მაგალითად, ასეთი თაობებია დეპრესიის (1912-1921), მეორე მსოფლიო ომი, პოსტ-ომის, boomers, gen x, gen y, millenials