10 Flashcards

1
Q

დისტრიბუციის არხი
ზოგადი დეფინიცია
ჯანდაცვის დეფინიცია
ტიპები

A

გზა, რომელსაც პროდუქტი გაივლის მწარმოებლიდან მომხმარებლამდე.
ჯანდაცვაში - გზა, რომელსაც პაციენტი გადის კონკრეტული დონის მოვლის მისაღებად.
a. პირდაპირი არხი - მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის არავინ არაა
b. არაპირდაპირი არხი - ერთი ან რამდენიმე შუამავალი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

შუამავლების ფუნქციები:

A

a. ადგილი - პროდუქტი უფრო გეოგრაფიულად ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის
b. დრო - შუამავალი ინახავს პროდუქტს იქამდე, სანამ მომხმარებელს არ მოუნდება და იყიდის
c. ფინანსები - შუამავალს შეუძლია შესთავაზოს მომხმარებელს კრედიტი, მისცეს პროდუქტი და გადაახდევინოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში
d. ფორმა - შუამავალს შეუძლია პროდუქტის ცვლილება იმისათვის, რომ მომხმარებლების საჭიროებები უკეთ დააკმაყოფილოს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

არხის მენეჯმენტი - რამდენიმე საკითხის გადაწყვეტა / გათვალისწინებაა საჭირო:

A

a. დისტრიბუციის ხარისხის განსაზღვრა - რამდენად ხელმისაწვდომი იქნება პროდუქტი მომხმარებლებისთვის.
b. არხის კოოპერაცია - რამდენად ითანამშრომლებენ არხის წევრები ერთმანეთთან
c. კონფლიქტის მენეჯმენტი - ხშირად ხდება ხოლმე კლინიკურ და არა-კლინიკურ სტაფს შორის

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

დისტრიბუციის ინტენსივობა - დეფინიცია

A

ინტენსივობის განსაზღვრისთვის უნდა გავითვალისწინოთ მომხმარებლები რა ინტენსივობით ეძებენ პროდუქტს, ბაზრის რა ნაწილის დაპყრობა გვინდა და რა დონის კონტროლი სურს მწარმოებელს შუამავლებზე.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

დისტრიბუციის ინტენსივობის ტიპები

A

a. ინტენსიური - ძირითადად ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებისთვის, როცა პროდუქტი უნდა იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, ბევრ ადგილას.
b. ექსკლუზიური - როცა პროდუქტი ხელმისაწვდომია მხოლოდ რამდენიმე ადგილას
c. სელექციური - შეირჩევა საუკეთესო შუამავლები და პროდუქტი ხელმისაწვდომია მათთან. წინასწარი შერჩევის პროდუქტებისთვის საუკეთესო ტაქტიკა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

ვერტიკალური მარკეტინგის სისტემები - დეფინიცია და ტიპები

A

სისტემა სადაც მწარმოებელი, ბითუმად მოვაჭრე (wholesaler) და საცალოდ მოვაჭრე (retailer) მუშაობენ ერთად, ერთ გუნდად. ამ სისტემით ხდება წარმოების და ტრანზაქციების ხარჯების შემცირება, სერვისების მიწოდების უკეთესი კოორდინაცია და სხვა.

a. კორპორატიული ვერტ. მარკ. სისტემები -პროდუქციის წარმოება და დისტრიბუცია ხდება ერთი კორპორაციის ქვეშ
b. ადმინისტრირებული ვერტ. მარკ. სისტემები - დისტრიბუციის არხის კოორდინირებული მუშაობა ხდება, თუმცა საერთო საკუთრება არ არის. ეს ხდება როდესაც არხის ერთ-ერთ წევრს აქვს საგრძნობლად მეტი ძალაუფლება.
c. კონტრაქტული ვერტ. მარკ. სისტემები - კოოპერატივი ან ფრენჩაიზი
i. კოოპერატივი - ერთ საფეხურზე მყოფი დისტრიბუციის არხის წევრების (მაგ. საბითუმო მყიდველები) შეთანხმება. მაგალითად, როდესაც საცალო მყიდველები ერთიანდებიან და მოქმედებენ ერთ მყიდველ ჯგუფად.
ii. ფრენჩაიზი - როდესაც დამოუკიდებელი ბიზნესი აფორმებს შეთანხმებას ფრენჩაიზერთან სერვისების კონკრეტული სახით მიწოდების შესახებ. სანაცვლოდ ის უხდის მას თანხას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

დისინტერმედიაცია და რეინტერმედიაცია

A
  1. დისინტერმედიაცია - როდესაც არხიდან ხდება შუამავლების ამოღება. ეს ხდება განსაკუთრებით ინტერნეტის ეპოქაში
  2. რეინტერმედიაცია - როდესაც ხდება სპეციალიზირებული შუამავლების დამატება არხში.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

რხის კონფლიქტი და მიზეზები

A
  1. არხის კონფლიქტი - ხდება, როდესაც არხის ერთი წევრის აღქმით სხვა წევრი ხელს უშლის წარმატების მიღწევაში. კონფლიქტი შეიძლება იყოს ვერტიკალური (არხის სხვადასხვა დონეებს შორის) ან ჰორიზონტალური (არხის ერთი დონის წევრებს შორის). კონფლიქტის მაპროვოცირებელი მიზეზები:
    a. მიზეზის კონფლიქტი - წევრებს აქვთ მიზნების სხვადასხვანაირი გაგება
    b. Domain კონფლიქტი - წევრებს აქვთ პასუხისმგებლობების სხვადასხვანაირი აღქმა
    c. აღქმის კონფლიქტი - ბაზარს აღიქვამენ სხვადასხვანაირად და იქცევიან სხვადასხვანაირად
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

კონფლიქტის სტადიები

A

a. ლატენტური კონფლიქტი - გარკვეული სახის უთანხმოებები არსებობს, მაგრამ მუშაობა ჩვეულებრივად გრძელდება
b. აღქმული კონფლიქტი - უთანხმოება უფრო ნათელია, თუმცა მუშაობა გრძელდება
c. შეგრძნობილი კონფლიქტი - მხარეები ცდილობენ აჯობონ ერთმანეთს.
d. გამომჟღავნებული კონფლიქტი - ხდება კონფრონტაცია

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

არხის ლიდერი :

A

a. მწარმოებელი არის ლიდერი, როდესაც პროდუქტი ძალიან პოპულარულია
b. საბითუმო მოვაჭრე არის ლიდერი, როდესაც პროდუქტის დისტრიბუცია საჭიროა დიდი რაოდენობის მწარმოებლებთან ან საცალო მოვაჭრეებთან
c. საცალო მოვაჭრე არის ლიდერი, როდესაც მას აქვს ძლიერი იმიჯი ან დიდი ბაზრის წილი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

ძალაუფლება, რომლსაც იყენებენ არხის წევრები:

A

a. იძულებითი - მუქარა ქცევის ცვლილების მიზნით. მაგალითად, მწარმოებელი ემუქრება საცალოდ მოვაჭრეს, რომ ამოიღებს თავის პროდუქტს მისი დახლებიდან
b. ეკონომიკური - როდესაც ფლობენ ეკონომიკურ რესურსებს, შესაძლებელია სხვა მხარეების დარწმუნება და დაყოლიება
c. დაჯილდოებითი - წახალისებით, დამატებითი სტიმულის მიცემით
d. რეფერენტული - იმიჯის და რეპუტაციის მეშვეობით
e. ექსპერტიზა - კონკრეტულ სფეროში ექსპერტობა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly