ბიზანტია VII-XII ს-ში და ხატმებრძოლეობა Flashcards
რა ხდება მე-6 საუკუნის მეორე ნახევარში, იმპერატორი იუსტინიანეს გარდაცვალების შემდეგ?
პროვინციებში სეპარატიზმია, დ.ქ-ში ერთმანეთს ებრძვიან პოლიტიკური პარტიები და ხაზინა ცარიელია-ცუდი ვითარებაა
როდის დაიწყო ირან-ბიზანტიის ომი და ვინ ისარგებლა ამით?
572 წ დაირღვა 562 წ დადებული ზავი და ომი განახლდა, ამით ისარგებლეს ქართლში გურგენმა და სომხეთში ვარდან მამიკონიანმა, აუჯანყდნენ ირანს.
როდის დასრულდა ირან-ბიზანტიის ომი და რა შედეგით?
ირან-ბიზანტიის ომი დასრულდა 591წ ზავით, შაჰის ტახტზე ასვლაში ხოსრო მეორე ფარვიზს დაეხმარა ბიზანტიის კეისარი მავრიკი, სანაცვლოდ მას გადასცა ქართლი და სომხეთი.
რა სარგებელს ღებულობს ზავის პირობებით ქართლი, სომხეთი და ალბანეთი?
ღებულობს გარკვეულ დამოუკიდებლობას, სომხეთში ინიშნება მარზპანი და იშხანი, ხოლო ქართლში ადგილობრივი ერისთავები-ერისმთავრად ირჩევენ გურგენს,ვისაც ბიზანტიის იმპერატორმა უბოძა კურაპალატობა.
ვინ იყვნენ გურგენის მემკვიდრეები?
სტეფანოზ პატრიკიოსი, ადარნასე ვიპატოსი
ვინ დაამარცხა კეისარი მავრიკი?
ასისთავმა ფოკამ 602 წ
ჰერეკლე კეისარის წლები?
610-641
რატომ დაიწყო ხოსრო მეორემ ბიზანტიის წინააღმდეგ ომი?
გამოესარჩლა მავრიკს და 604 წ დაიწყო ომი, სადაც თავდაპირველად უპირატესობას ფლობდა ირანი.
რომელი ტერიტორიები დაიპყრო ხოსრო მეორემ?
იერუსალიმი,სირია,ფინიკია,სომხეთი,კაპადოკია, პალესტინა და ეგვიპტე.
ვინ დანიშნა ხოსრო მეორემ 614 წ ქართლის ერისმთავრად?
ვარსამუსე
ვინ ჩამოაგდო უზურპატორი ფოკა და ვინ აიყვანეს ბიზანტიის ტახტზე?
სენატმა და აიყვანეს აფრიკის ყოფილი მმართველი ჰერაკლე 610-641 წწ
როდის და ვისი დახმარებით შეუტია ჰერაკლემ მოწინააღმდეგეს?
622 წ ხაზარების ხაკანის ჯიბღუს დახმარებით
627 წ რომელი წარუმატებელი ლაშქრობა განახორციელა ბიზანტიამ და ხაზარებმა
ვერ აიღეს თბილისი
რომელი ქვეყანა დაიპრეს სპარსელებმა?
ეგვიპტე
ნინევიასთან და ქტესიფონთან გამარჯვების წლები?
ნინევია - 627
ქტესიფონი - 628
რა მოიმოქმედა ჰერეკლემ ნინევსა და ქტესიფონზე გამარჯვებების შემდეგ?
ჰერეკლემ აიძულა სპარსელებს დათანხმებულიყვნენ მათთვის დამამცირებელ ზავს და წმინდა ჯვარი იერუსალიმში დააბრუნა.
ჰერეკლეს მმართველობის დროს რომელი ხალხები მოექცნენ ქრისტიანობაზე?
სლავი ხალხები - სერბები და ხორვატები.
ვის ვერ გაუწიეს ასპარეზი დასუსტებულმა სპარსეთმა და ბიზანტიამ?
არაბებს
სად შეიჭრნენ ხაზარები და ბიზანტიელები თავდაპირველად?
სამხრეთ კავკასიაში.
სად გამოემართა ჰერეკლე 627 წელს ნინევის დაპყრობის შემდეგ?
კვლავ თბილისში - ამჯერად წარმატებულად.
სად გადაიტანეს სპარსელებმა წმინდა ჯვარი?
სატახტო დედაქალაქ ქტესიფონში.
რამ შეუწყო ხელი ბიზანტიის გამარჯვებას
ხოსრო მეორე მოკვდა, ტახტზე ავიდა კავადი, 628 წ დაიდო ზავი, თბილისი დაეცა ჯიბღუსთან
ვინ დანიშნა ბიზანტიამ სამხრეთ კავკასიაში მმართველად
ადარნასე ერისმთავარი(დიოფიზიტი)
რა მოიმოქმედა ბიზანტიამ ეგრისში?
მე-7 საუკუნის შუა ხანებში გააუქმა მეფობა
მე-7 ს ნის შუა ხანებიდან ვინ არის ბიზანტიის ეკლესიის ერთადერთი მეთაური
კონსტანტინოპოლის პატრიარქი
რა ადმინისტრაციული რეფორმა გაატარა ჰერაკლემ
ბიზანტია დაყო 8 თემად, სათავეში სტრატეგოსები
რომელი ედიქტი გამოსცა ჰერაკლემ
რომელი ედიქტი გამოსცა ჰერაკლემ
რა დააბრუნა ჰერაკლემ იერუსალიმში
წმინდა ჯვარი
ისაუბრე სომხ-საქ სქიზმაზე
506 წ ირანის გავლენით ტარდება სომხეთის დ.ქ დვინში საეკლესიო კრება, სადაც ირანი აიძულებს ალბანეთს, სომხეთს და ქართლს მონოფიზიტობის მიღებას, მიიღებს მხოლოდ სომხეთი, რაც 608 წ იწვევს განხეთქილებას სომხეთისა და ქართლის ეკლესიებს შორის
როდის და საიდან დაიწყო ხატმებრძოლეობის პროცესი
VII ს. ბიზანტია
ხატმებრძოლეობის მიზეზები 3 ?
- იმპერატორი ვერ ეგუებოდა მონასტრული ცხოვრების ასეთ სიძლიერეს
- სახელმწიფოს ახალ-ახალი მიწის რესურსები ჭირდებოდა
- ხალხი ხატების იმედზე იყო და ჯარში აღარ მიდიოდა ქვეყნის დასაცავად
რა იყო “პავლიკიანობა”
ამ მოძღვრების მიმდევრებს სურდათ დაბრუნებულიყვნენ თავდაპირველ სამოციქულო პერიოდში როცა არ არსებობდა სასულიერო იერარქია და ისინი უარყოფდნენ ხატების თაყვანისცემას
რა იყო ხატმებრძოლეობის დაწყების მიზეზი იმათთვის ვინც ეწინააღმდეგებოდა ხატების თაყვანისცემას?
იმპერატორსა და ფეიდალურ ელიტას ქონდათ სურვილი შეემცირებინათ სასულიერო ფენის გავლენა,რომელიც მიწის ფონდს მთლიანად აკონტროლებდა და გათავისუფლებულები იყვნენ გადასახადებისგან,მათ სურდათ მიწის ნაკვეთების საზღვრო ოლქებში მეომრებისთვის დაერიგებინათ რათ მათ მოტივაციას მისცემდა
რა იყო ხატმებრძოლეობის კონფლიქტში იმ ნაწილის არგუმენტი თუ რატომ არ უნდა შეწყვეტილიყო ხატების თაყვანისცემა?
ბიზანტიაში თუ ხატების თაყვანიცემა აიკრძალებოდა იუდეველები ქრისტიანები და მუსლიმები უფრო და უფრო დაუახლოვდებოდნენ ერთმანეთს
რომელი იმპერატორები უჭერდნენ მხარს ხატმებრძოლეობას?
ლეონ III; კონსტანტინე V
ლეონ III ბიზანტიის იმპერატორის წლები?
717-741.
როდის შეიცვალა ბიზანტიაში ხატმებრძოლეობის პოლიტიკა და როგორ?
VIII ს-ის 80-90-იან წლებში დედოფალი ირინეს დროს, მან მოიწვია ნამდვილ VII საეკლესიო კრება ნიკეაში 786 წ. და დაიგმო ხატმებრძოლეობა
რა გააკეთა კონსტანტინე V-მ ?
მოიწვია VII საეკლესიო კრება (754 წ.) რომელმაც ხატმებრძოლეობას დაუჭირა მხარი
რა რეფორმა გაატარა ლეონ III-მ?
რომის პაპს ჩამოართვა სიცილიისა და სამხრეთ იტალიის საეკლესიო მიწები
რომელმა პაპმა არ დაუჭირა ხატმებრძოლეობას მხარი და რა ქნა?
პაპმა გრიგოლ III-მ დაწყევლა ხატმებრძოლეები და იმპერატორი
ვინ განაახლა ხატმებრძოლეობა IX ს-ის 30-იან წლებში და როგორ დასრულდა ეს?
იმპერატორმა თეოფილემ მაგრამ მისმა მეუღლემ, თეოროდორამ აღადგინა ხატების თაყვანისცემა
როდის იქნა მოწვეული 7 საეკლესიო კრება და რა მოხდა?
787წ ნიკეაში, სადაც ხატმებრძოლობა საბოლოოდ დაიგმო
როდის და როგორ დასრულდა ხატმებრძოლეობა?
787 წ ბიზანტიის დედოფალმა ირინემ მოიწვია მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება და დაგმო ხატმებრძოლეობა
როდის იჩენს ისევ თავს ხატმებრძოლეობა დასრულების შემდეგ?
მე-9 ს ნ-ში კონსტატინოპოლის პატრიარქის იოანე გრამატიკოსის გავლენით, თეოფილე ანახილებს,თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ მისივე ცოლი თეოდორა წყვეტს, შემდეგ მცირედ მე-11 სნში ცდილობს ალექსი პირველი კომნენოსი განახლებას