ათენი Flashcards
რომელ წელს მივიდა ათენის მოსახლეობა სოციალური აფეთქების ზღვარზე და რატომ?
ძვ.წ. 594 წელს სავალო კაბალის გამო.
ვინ გადაარჩინა სოციალური აფეთქებისგან ათენი?
სოლონმა და მისმა რეფორმება.
სოლონის რეფორმები
გააუქმა ვალები და ათენელთა შელახული უფლებები აღადგინა, გაიზარდა სახალხო კრების (ეკლესიის) მნიშვნელობა, შეიქმნა ოთხასთა საბჭო - ბულე
რა თანანმდებობა ჰქონდა სოლონს?
არქონტი
სად დაარსდა დემოკრატია?
ატიკის ოლქის დედაქალაქ - ათენში.
რომელმა მეფემ დაარსა ათენი?
კეკროპი
რომელ წელს ჩატარდა კლისთენეს რეფორმა?
ძვ. წ.509 წელს კლისთენემ გაათანაბრა მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებები.
ათენი მდებარეობდა
შუა საბერძნეთში, ატიკის ოლქში
“მოქალაქის” ცნება ჩამოყალიბდა
ათენში
ათენის მმართველობის ფორმები დემოკრატიამდე
მონარქია, ოლიგარქია, ტირანია
აღმასრულებელი ხელისუფლება ადრეულ ათენში
არქონტთა 9-კაციანი კოლეგია
არისტოკრატთა საბჭო ათენში
არეოპაგი
ვინ იყო სოლონი?
ათენის არქონტი ძვ.წ. VI ს-ის პირველი ნახევრიდან
როგორ დაყო ათენის მოქალაქეები სოლონმა?
ოთხ ფენად ქონებრივი ცენზის მიხედვით
პოლისის მართვის უმაღლესი ორგანო სოლონის დროს
სახალხო კრება
რა იყო ბულე?
ოთხივე ქონებრივი ფენიდან არჩეული 100-100 კაცისგან შემდგარი საბჭო ათენში
საიდან ირჩევდნენ არქონტებს ათენში?
ორი ზედა ქონებრივი ჯგუფიდან
ვინ აკრძალა ათენელი მოქალაქეების მონად ქცევა?
სოლონმა
კლისთენე ვინ იყო?
ძველი ათენის პოლიტიკური მოღვაწე, ძვ.წ. VI ს ბოლოს
როგორ დაყო კლისთენემ ათენის საზოგადოება?
ტერიტორიული პრინციპით
როგორ შეიცვალა ბულე კლისთენეს დროს?
500 მოქალაქე მოიცვა
ოსტრაკისმოსი
“ნატეხთა სასამართლო”, ტირანიისგან თავდასაცავი კენჭისყრა ათენში
რაზე წერდნენ ათენელები სახელებს ოსტრაკისმოსის პროცესში?
თიხის ნატეხებზე
დემოკრატიის საბოლოო ჩამოყალიბება ათენში უკავშირდება?
პერიკლეს სახელს