ბერძენ-სპარსელთა ომები Flashcards
რომელმა ბერძენმა ისტორიკოსმა მიუძღვნა ამ ომს თხზულება და რომელი თხზულება?
ჰეროდოტემ მიუძღვნა თავისი თხზულება ,,ისტორია”
რითია გამორჩეული ბერძენ-სპარსელთა ომები?
ეს ომი მსოფლიო ისტორიაში ორი განსხვავებული - საზღვაო და სახმელეთო ცივილიზაციის დაპირისპირების პირველი მაგალითია.
ვინ იყო ამ დროს აქემენიდური ირანის მეთაური?
დარიოს I
რა გააკეთა დარიოს I-მა იმისთვის რომ მომავალში აჯანყებები თავიდან აეცილებინა?
ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ლაშქრობები გადაწყვიტა
რომელი ქალაქი დაეცა ძვ.წ 494 წელს?
იონიელ ბერძენთა სავაჭრო-კულტურული ცენტრი ქალაქი მილეტი
როცა დარიოს საბერძნეთის თითქმის ყველა ქალაქ სახელმწიფო დაემორჩილა რა მოსთხოვა ათენსა და სპარტას?
ელჩები გაგზავნეს და მორჩილება მოსთხოვეს
რა გააკეთეს ამ დროს ბერძნებმა?
ელჩები სიკვდილით დასაჯეს
რა მოჰყვა სპარსელების კიდევ ერთ მცდელობას დაემორჩილებინა საბერძნეთი?
ბერძენთა და სპარსელთა ხანგრძლივი ომი
რომელი წლიდან რომელ წლამდე მიმდინარეობდა ეს ომები?
ძვ.წ 490-449
რა იყო ომის მიზეზი?
ეგეოსის ზღვაზე გაბატონება
დაპირისპირების დროს საბერძნეთის რომელი პოლისი აღმოჩნდა განსაკუთრებული საფრთხის წინაშე?
ათენი, რადგან დარიოსი უყურადღებოდ არ დატოვებდა მათ მიერ იონიელებისთვის გაწეულ დახმარებას
ვინ იყო ათენის მეთაური?
მილტიადე
რა მოიმოქმედა დარიოსმა თავიდან?
ბალკანეთის ნახევარკუნძულზე გადავიდა, ათენიდან 42 კილომეტრში მარათონის ველზე დაბანაკდა
ვინ გაიმარჯვა მარათონის ბრძოლაში? როდის გაიმართა?
ძვ.წ 490 წელს ათენმა გაიმარჯვა
რა გააკეთა გამარჯვებულმა ათენელმა სიხარულის გამოსახატად?
ახალგაზრდა მებრძოლმა - ფიდიპიდესმა სრული აღჭურვილობით 42 კილომეტრი გაირბინა მარათონის ველიდან ათენამდე, ,, გავიმარჯვეთო” დაიძახა და უსულოდ დაეცა
რა იმართება დღეს მის საპატივცემულოდ?
ზაფხულის ოლიმპიადაზე სპორტული შეჯიბრება- მარათონული სირბილი
ვინ იყო ირანის შაჰი თერმოპილეს ბრძოლში? როდის გაიმართა? ვინ იყო ბერძენთა მეთაური?
ირანის შაჰი - ქსერქსე I
ბერძენთა მეთაური სპარტას მეფე - ლეონიდასი
ძვ.წ 480 წელს
როდის მოიწვიეს კორინთოს კონგრესი?
ძვ.წ 481 წელს
ვინ ჩაუდგა სათავეში ბერძენთა სახმელეთო და საზღვაო ლაშქარს?
სახმელეთოს სპარტელი ლეონიდასი და საზღვაოს ევრიბიადე
ვისი იდიით გადაწყდა ფლოტის შექმნა?
რა ააგეს?
თემისტოკლეს იდიით ააგეს 180 ტრიერა
ვინ იყო მოღალატე,რომელმაც ქსერქსეს მომხრეებს საიდუმლო ბილიკები აჩვენა?
ეპიალტე
როგორ დასრულდა თერმოპილეს ბრძოლა?
თერმოპილეს ჭიშკართან ირანელებს 300 სპარტელი დაუხვდა მეფე ლეონიდასის მეთაურობით. სამასმა სპარტელმა თავი გასწირა ,ყველა ბრძოლის ველზე დაეცა. ირანმა მოიგო.
მარათონის ბრძოლის შემდეგ ომის წარმოების მეთოდთან დაკავშირებით ათენში რომელი ორი სამხედრო ბანაკი დაუპირისპირდა ერთმანეთს?
ვინც სახმელეთო ბრძოლას ემხრობოდა არისტიდეს მეთაურობით,მათი მომხრეები ძირითადად იყვნენ არისტოკრატია და მიწათმოქმედთა ნაწილი. მათ უპირისპირდებოდა ვაჭარ-ხელოსანთა ფენა თემისტოკლეს მეთაურობით,რომელიც თვლიდა რომ სპარსელთა რიცხობრივი უპირატესობის გამო უმჯობესი იყო საზღვაო ბრძოლები.
რომელი მეთოდის სასარგებლოდ გადაწყდა ბრძოლა?
საზღვაო ბრძოლის