რომის წარმოშობა Flashcards
სად დაარსდა ქალაქ-სახელმწიფო რომი?
აპენინის ნახევარკუნძულზე, დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე.
როდის დაარსდა ქალაქ-სახელმწიფო რომი?
ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევარში.
ძვ.წ. 753წ.
ყველაზე პოპულარული ვერსიის თანახმად ვინ და როდის დაარსეს რომი?
ძვ.წ. 753 წელს, ძმებმა - რემუსმა და რომულუსმა.
ვინ იყო რომის პირვეელი მეფე? წლებით!
რომულუსი. ძ.წ 753-717წ
რომის სიმბოლოა?
ძუ მგელი ბავშვებით
კოლონისტებმა იტალიას რა უწოდეს?
“ხბორების ქვეყანა” - ნაყოფიერი მინდვრები
ვინ იყო რომის მეორე მეფე? წლები!
ნუმა პომპილიუსი ძვ.წ 716-674
ნუმა პომპილიუსის მიღწევა რა არის?
კანონების შექმნა
ვინ იყო რომის უკანასკნელი მეფე?
ტირკვინიუსი, იგი დაამხეს 509 წელს.
რა წყობა დამყარდა რომში ძვ.წ 509 წლიდან?
რესპუბლიკური წყობა.
რა განმარტება აქვს სიტყვა “რესპუბლიკას” ლათინურად?
ხალხის მმართველობა
როგორი იყო მმართველობა რომში ძვ.წ 509 წლამდე?
მართველი იყო მეფე - მთავარსარდლის, ქურუმის და მსაჯულის ფუნქციით.
როგორი იყო სათათბირო ორგანო რომში ძვ.წ 509 წლამდე?
იყო სათათბირო ორგანო იყო უხუცესთა საბჭო ანუ სენატი, რომელიც შედგებოდა 300 წარჩინებული ოჯახის მეთაურებისგან.
ვისი როლი იყო განსაკუთრებით დიდი რომის რესპუბლიკაში?
სახალხო კრების
რა მოვალეობა ეკისრა სახალხო კრებას სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ?
სახალხო კრება იღებდა კანონებს.
რის მიხედვით ხდებოდა კენჭისყრა რომში?
ცენტურების - ასეულების მიხედვით.
რა იყო რომში სენატის ფუნქციები
- კანონების მომზადება და მათი აღსრულება
- მოხელეების კონსულტირება
- შესაბამისი დოკომენტების გამოცემა
რომელი იყო უმაღლესი თანამდებობა რომის რესპუბლიკაში?
კონსული. ისინი იყვნენ სარდლები და განაგებდნენ ფინანსებს.
ვინ იყვნენ კვესტორები?
ხაზინაზე პასუხისმგებელი პირები.
რომის რესპუბლიკის ხანის ცნობილი გამოთქმა
“დაყავი და იბატონე”
რას უწოდებდნენ რომის უძველეს მოსახლეობას?
პატრიციებს
რას უწოდებდნენ რომში ჩამოსახლებულ მოსახლეობას?
პლებეები ( არ აქვთ პოლ. უფლ)
რა ესაზღვრებოდა რომს ჩრდ-თით?
ეტრუსკთა მიწები
როგორ იყოფოდა სახალხო კრება?
3 ტომად და 30 კურიად.