რომის დაცემა Flashcards
ვინ გაყო რომის იმპერია ორად და როდის?
თეოდოსიუს პირველმა 395 წელს
ვის ერგო დასავლეთი რომის ნაწილი?
ჰონორიუსსს
ვინ იყო ჰონორიუსის მეურვე?
სტილიქონი, გერმანელი იყო ვანდალთა ტომიდან. იმპერიის საუკეთესო მხედართმთავარი იყო
ვის ერგო აღმოსავლეთ რომის ნაწილი?
არკადიუს
რატომ მოკლეს სტილიქონი?
ჰონორიუსს შთააგონეს რომ სტილიქონს თავად სურდა იმპერატორობა, მან დაიჯერა ეს ჭორები და სტილიქონი მოაკვლევინა
რა მოხდა სტილიქონის სიკვდილის შემდეგ?
რომში ბარბაროსთა სასტიკი რბევა დაიწყო. ჰონორიუსი რავენაში გაიქცა და იქიდან აკვირდებოდა მოვლენებს უსუსურად. ვესტგოთები ალარიხის მეთაურობით არბევდნენ რომს
როდის და რატომ დაეცა რომი პირველად?
410 წელს, ალარიხმა შეუტია რომს მეორედ
რა შეუთვალა ჰონორიუსმა ვესტგოთებს?
სამი დღე ძარცვავდნენ რომს ვესტგოთები. ჰონორიუსმა შეუთვალა ოღონდ იტალიას გაეცალეთ და გალია თქვენი იყოსო. მართლაც წავიდა ალარიხი და ვესტგოთები გალიაში, მერე ესპანეთში შეიჭრნენ და პირველი ბარბაროსული სახელმწიფო დააარსეს რომის იმპერიის ტერიტორიაზე
ვის დროს გაძლიერდა ჰუნების ტომები განსაკუთრებით?
ატილას მმართველობისას
რას უწოდებენ ატილას?
ღვთის რისხვას
სად იყო ატილას მთავარი ბანაკი?
თანამედროვე უნგრეთის ტერიტორიაზე
როდის და რომელ ბრძოლას ეწოდა ხალხთა ბრძოლა?
451 წელს როცა ატილამ გალიის წინააღმდეგ გაილაშქრა
ვინ იყო ხალხთა ბრძოლისას რომაელთა სარდალი?
აეციუსი
სად გაიმართა ხალხთა ბრძოლა?
კატალაუნის ველებზე, ქ. ტრუას ჩრდილოეთით
ვინ გაიმარჯვა ხალხთა ბრძოლაში?
ბრძოლამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ატილა უკან იხევს მაგრამ რესურსის ნაკლებობის გამო აიციუსი ვერ დაედევნა
როდის დაიძრა რომისკენ ატილა?
452
ვინ იყო რომის იმპერატორი 452 წელ?
ვალენტინიანე მე-3
როგორ აირიდეს რომაელებმა თავიდან ატილას რისხვა?
პაპი ლეო 1 ძვირფასი გაემართა მასთან შესახვედრად. მოლაპარაკება შედგა და ატილა უბრძოლველად უკან გაბრუნდა
როდის დაესხნენ თავს ვანდალები რომს და ვისი მეთაურობით?
455 წელს მეფე ჰაიზერიხის
როგორ აირიდეს ვანდალების რისხვა?
ისევ ლეო 1-მა აწარმოა მოლაპარაკებები. დიდი ძღვენი მისცა და პირობა დაადებინა რომ მოსახლეობას არ შეეხებოდნენ და ეკლესიებს არ გააპარტახებდნენ. სანაცვლოდ შეეძლოთ ქალაქის გაძარცვა მომდევნო 14 დღე
ვინ იყო დასავლეთ რომის იმპერატორი 475 წელს?
ყმაწვილი რომულუს ავგუსტულუსი მაგრამ მამამისი მართავდა
როდის მოაწყო აჯანყება ოდოაკრმა?
476
რატომ მოაწყო აჯანყება ოდოაკრმა?
მიწების გადაცემაზე უარი განუცხადეს მამა- შვილმა
ვინ იყო ოდოაკრი?
მხედართმთავარი
რით იყო განსაკუთრებული ოდოაკრის აჯანყება?
ოდოაკრმა რომულუს ავგუსტულუსის მამა მოკლა მაგრამ თავი იმპერატორად არ გამოაცხადა
რა მოიმოქმედა სანაცვლოდ ოდოაკრმა?
სენატს მიაღებინა გადაწყვეტილება რომ ამიერიდან დასავლეთ რომის იმპერიას იმპერატორი აღარ ეყოლებოდა. საიმპერატორო ნიშნები აღმოსავლეთ რომის იმპერიაში გაგზავნა. თვითონ კი პატრიციუსის ტიტული მიიღო
რის მერე შეწყვიტა დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა?
ოდოაკრის აჯანყების მერე 476
ვინ იყო ერთიანი რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი?
თეოდოსიუს პირველი