პაპიზმი Flashcards
რას ნიშნავს პაპი?
ბერძნული სიტყვაა და მამას ნიშნავს
ვის ჰქონდა თავდაპირველად პაპის ტიტული და რომელ საუკუნემდწ?
ყველა ეპისკოპოსს მე-5 საუკუნის ბოლომდე
ვის მოიხსენიებდნენ მე-5 საუკუნის ბოლოს პაპად?
მხოლოდ რომის არქიეპისკოპოსებს
რომელი წლიდან ეკუთვნის ტიტული პაპი მხოლოდ რომის არქიეპისკოპოსს?
1075 წლიდან
დაასახელე 3 მიზეზი თუ რამ გამოიწვია რომის ეკლესიის აღზევება ?
- დას. რომის დაცემა 476წ
- რომის გეოგრაფიული მდებარეობა
- სხვადასხვა მწვალებლობის გამოჩენა
სად ცხოვრობდა პაპი?
მარადიულ რომში, მსოფლიოს დედაქალაქში
რით მტკიცდებოდა პაპთა პირველობა?
რომის ეკლესია პეტრე და პავლე მოციქულების დაარსებულია, საიდანაც ასკვნიდნენ რომ ქრისტიანული სწავლება სრული სიწმინდით მხოლოდ რომში შემორჩა. როგორც პეტრე მოციქულია პირველი მოციქულებს შორის ისე პაპია ყველა ეპისკოპოსის მეთაური.
რას უწოდებდნენ პაპები თავიანთ სამფლობელოებს?
პეტრეს მემკვიდრეობას Patrimonium Petri
რომელმა იმპერატორმა და როდის აღიარა ქრისტიანობა ერთადერთ რელიგიად?
თეოდოსიუს პირველმა 383 წელს
რომელმა პაპმა და როდის დაადგინა რომ ნებისმიერი საეკლესიო საკითხის გადაჭრის უფლება მხოლოდ რომის პაპს აქვს?
პაპმა ინოკენტი პირველმა მე-5 საუკუნის დასაწყისში
როდიდან იწყება რომის ეკლესიის ბრძოლა პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად?
მე-4 საუკუნის მიწურულიდან
რა აზრი ჩამოაყალიბა ნეტარმა ავგუსტინემ?
რომ მიწიერი ხელოსუფლებაც ღვთისგან მოდის მაგრამ ის ეკლესიაზე დაბლა დგას, რადგან გაუმაძღარია ბატონობოსა და სიმდიდრისკენ ლტოლვაში.
მმართველობის რომელი ფორმა იყო მისაღები ნეტარი ავგუსტინესთვის?
თეოკრატია- რომლის დროსაც ძალაუფლება სამღვდელოების ხელშია.
როგორი იყო პაპი ლეო პირველის მოსაზრება საერო და სასულიერო პირებზე?
მიაჩნდა რომ რომის ეკლესიის მეთაური პეტრე მოციქულის მემკვიდრე იყო.
ვინ ემორჩილებოდა პაპ ლეო პირველს?
ყველა დასავლელი ეპისკოპოსი
რომელ წელს დაემხო დასავლეთ რომის იმპერია?
476
რატომ დაუქვემდებარა რომის იმპერატორმა პაპ ლეო 1-ს დას. ეპისკოპოსები? წელი?
445წ. რადგან ჰუნებისგან იხსნა რომი
როდის მოღვაწეობდა პაპი გელასიუსი და რა წარმოადგენდა მის სურვილს?
მე-5 საუკუნის მიწურულს და სურდა რომ აღმოსავლეთის საპატრიარქო დასავლეთის ეკლესიას დამორჩილებოდა, მაგრამ არ აუსრულდა ეს სურვილი
მოვლენა: 751წ მეროვნგთა ბოლო მეფე ხილდერიგი აღკვეცეს ბერად და ტახტზე ავიდა მაიორდომი-პიპინ მოკლე.
*დაასახელე მიზეზი და შედეგი!
- მიზეზი: იდგა ზარმაცი მეფეების ხანა და რეალურად სამეგო მაიორდომების მიერ იმართებოდა
*შედეგი: პაპების ხელდასმით გამეფდა რითაც საფუძველი ჩაეყარა ფრანკთა დინასტიას და პაპებს გადაეცათ რავენას საეგზარქოსო
ვინ იყო კაროლინგთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი?
პიპინ მოკლე
რა ტიტულს ატარებდა პიპინი და რატომ?
ღვთის წყალობით ფრანკთა მეფე- რადგან რომის პაპმა აკურთხა ის მეფედ
რა მიიღო პაპმა პიპინის კურთხევის სანაცვლოდ?
რავენას საეგზარქოსო ქალაქები და რომის ოლქი
როგორ ჩაეყარა საფუძველი პაპების სამფლობელოს?
პიპინმა როცა გადასცა რავენას საეგზარქოსო ქალაქები და რომის ოლქი
როდის გაუქმდა პაპების სახელმწიფო?
1870 წელს ერთიანი იტალიური სამეფოს შექმნის შემდეგ
ვინ და როდის აღადგინა პაპების სახელმწიფო?
ბენიტო მუსოლინიმ 1929 წელს ლატერანის კონკორდატით
ეკლესიასა და ფრანკთა საერო ხელისუფლებას შორის დამყარებული კავშირი რით დაგვირგვინდა?
პიპინ მოკლეს შვილის კარლოსის იმპერატორად კურთხევით 800 წელს
რა მოსაზრება ჰქონდა კარლოს დიდს ძალაუფლების ლეგიტიმაციაზე?
მისთვის ძალაუფლება თვთისგან ბოძებული იყო და არა პაპისგან, აქედან გამომდინარე არ სურდა პაპზე ყოფილიყო დამოკიდებული
ვინ ნიშნავდა ეპისკოპოსებს კარლოს დიდის დროს?
იმპერატორი, რომის პაპებს აღარ ჰქონდათ ამის უფლება
სად და როდის დაიწყო ეკლესიამ ბრძოლა რომ საერო ხელისუფლებისგან განთავისუფლებულიყვნენ?
მე-10 საუკუნეში აღმოსავლეთ ბურგუნდიაში კლიუნის მონასტერში
რისთვის იბრძოდნენ კლიუნიელები?
მეფეებისა და მთავრებისთვის საეკლესიო ქონების განკარგვის,ინვესტიტურისა და მათთან დაკავშირებული თანამდებობებით ვაჭრობის(სიმონია) უფლებების ჩამოსართმევად.
რას ნიშნავს ინვესტიტურა?
ლათინური სიტყვაა და შემოსვას ნიშნავს. მე-10 საუკუნეში დადგენილი წესი მეფის ან მთავრის მიერ ახლადარჩეულისთბის ბეჭდისა( როგორც ეკლესიასთან ნიშნობის სიმბოლო) და სამღვდელმთავრო კვერთხის( სამწყსოზე ბატონობის ნიშნად) გადაცემის რიტუალი
რა ტერმინი გამოიყენება საეკლესიო თანამდებობით ვაჭრობისთვის?
სიმონია
ვისი გამარჯვებით დასრულდა ბრძოლა ინვესტიტურისთვის?
კლიუნიელთა
როდის, რასთან დაკავშირებით ვისი გამარჯვებით გაიმართა ლატერანის საეკლესიო კრება?
1059 წელს. კლიუნიელების გამარჯვებით. სამღვდელოებას აეკრძალა სასულიერო თანამდებობების მიღება საერო პირებისგან.
რა ადდგინდა
ვინ იყო ჰილდებრანდი?
კლიუნის ბერი. გრიგოლ მე-7.
რა არის “პაპის დეკრეტი”?
ჰილდებრანდმა (გრიგოლ7) განსაზღვრა პაპის არჩევის ახალი წესი. თუ მანამდე პაპს არისტოკრატები და იმპერატორები ნიშნავდნენ ახლა კარდინალები, რომის ეკლესიის უმაღლესი სამღვდელოება ირჩევდა.
როდის გაფორმდა ვორმსის კოკორდატი?
1122
რა არის ვორმსის კონკორდატი?ვის და ვის შორის დაპირისპირების შედეგი?
რომის პაპსა და გერმანიის იმპერატორ ჰაინრიხ 5 ს დაპირისპირება. ვორმსით ინვესტიტურას ინაწილებდნენ პაპი და იმპერატორი. საერო უფლებამოსილებას იმპერატორი აძლევდა ეპისკოპოსს და სასულიეროს პაპი. ასე რომ ორივე ხელისყფალს ემორჩილებოდა ეპისკოპოსი.
როგორ შეთანხმებას წარმოადგენდა ვორმსის კონკორდატი?
კომპრომისულ, საერო უფლებამოსილებას ეპისკოპოსი იმპერატორისგან იღებდა სასულიეროს კი პაპისგან
რას ნიშნავს პონტიფიკატი?
პაპის მმართველობის ხანა
რით არის გამორჩეული პაპი ინოკენტი მესამის პონტიფიკატი?
ეკლესია ძლიერ საერო ხელისუფლებად იქცა, პაპის აზროთ ის პეტრეს მოადგილე კი არა ქრისტეს ვიკარი იყო, ანუ ქრისტეს ნაცვალი
რას ნიშნავს ავინიონის ტყვეობა?
საფრანგეთის მეფე ფილიპე მე-4 ლამაზმა შეძლო პაპის რესიდენციის რომიდან საფრანგეთში ავინიონში გადატანა და პაპის სრული დამორჩილება
როდის და რატომ აირჩიეს რომში მეორე პაპი?
1376 წელს, რადგან ავინიონში მყოფი პაპები პროფრანგულ პოლიტიკას ატარებდნენ, გადასახადები გაზარდეს და უკმაყოფილონი იყვნენ მათით გერმანელები და იტალიელები
რა გამოიწვია ორი პაპის არსებობამ?
სქიზმა- დიდი განხეთქილება საქრისტიანოში
ვინ უჭერდა მხარს რომის პაპს?
იტალია, გერმანია და ინგლისი
რა მოიმოქმედეს საეკლესიო განხეთქილების აღმოფხვრის მიზნით?
კონსტანცაში მოიწვიეს კრება 1414-1418 წლებში და ახალი პაპი აირჩიეს, ერთიანი კათოლიკური ეკლესიის ერთადერთი მეთაურის რეზიდენცია კი ისევ რომი გახდა