საღვთო რომის იმპერია Flashcards
როდის დაიშალა ფრანკთა იმპერია?
843
რომელი ხელშეკრულებით დაიშალა ფრანკთა იმპერია
ვერდენის
უკანასკნელი კაროლინგი მეფე?
ლუდვიგი
ვინ გამეფდა უკანასკნელი კაროლინგი მეფის_ლუდვიგის გარდაცვალების შემდეგ?
ადგ. დიდგვაროვნი ფრანკონიის ჰერცოგი _ კონრად 1
აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოში კაროლინგების დინასტიამ არსებობა შეწყვიტა
919
ვინ გამოაცხადეს მეფედ ადგილობრივმა წარჩინებულებმა 919 წელს?
საქსონიის ჰერცოგი ჰაინრიხი
ჰაინრიხის მეფედ არჩევის მერე ევროპის რუკაზე რომელი სახელმწიფო გაჩნდა?
გერმანია
ვინ იყვნენ ამ პერიოდში გერმანიის და ევროპის სხვა ქვეყნების ყველაზე საშიში მოწინააღმდეგეები?
მომთაბარე უნგრელები
რა დანიშნულება ჰქონდა ,,ბურგებს”?
ეს იყო პატარა სიმაგრეები, სადაც მომთაბარეთა თარეშის დროს მოსახლეობა თავს აფარებდა
ვის დროს შეიქმნა მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანთა ჯარი გერმანიაში?
ჰაინრიხის მემკვიდრე ოტო I-ის დროს
როდის აკურთხა პაპმა ოტო იმპერატორად?
962 წელს
რომელ მიწებს მოიცავდა ახალი იმპერია?
გერმანულ მიწებს და ჩრდილოეთ იტალიას
როგორ მოიხსენიებდნენ თავის იმპერიას გერმანიის მეფეები?
რომის, შემდეგ კი საღვთო რომის იმპერიად
ხელისუფლების განსამტკიცებლად რას დაეყრდნო ოტო?
ეკლესიას
სად დაამარცხა ოტომ უნგრელები საბოლოოდ?
955წ მდ. ლეხის ნაპირას აუგსბურგთან
ვინ იყო სილვესტრ II-ს სახელით ცნობილი რომის პაპი ?
ოტოს ყოფილი მასწავლებელი ჰერბერტი
იმპერიის კიდევ უფრო გაძლიერების და გაფართოების გზაზე ვის დაუპირისპირდა ოტო?
ბიზნატიის იმპერიას რომელსაც სამხრეთ იტალია ეკავა
რა შედეგი ჰქონდა ოტოს დიპლომატიურ ნაბიჯს როდესაც თავისი ვაჟი დააქორწინა ბიზნატიის იმპერატორის ასულზე?
მომავალში სამხრეთ იტალიის დასაპყრობად კანონიერი საფუძველი შექმნა
საერო ხელისუფლების ეკლესიაზე გაბატონების წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებით რომელი მონასტერი გამოირჩეოდა?
საფრანგეთის აღმოსავლეთში მდებარე კლიუნის მონასტერი