შუმერი Flashcards
რომელი ძველი სახელმწიფო მდებარეობდა დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე?
შუმერი
სად, როდის და რომელ პერიოდში ყალიბდება შუმერი?
სამხრეთ მესოპოტამია, ძვ. IV- III ათასწლეულიდან
შუმერების გამოგონებები
ლურსმული დამწერლობა, პირველი დოკუმენტები: დაწერილი კანონები, კონტრაქტები, ბორბალი, ეტლი, სამეთუნეო ჩარხი, გუთანი, მათემატიკის საფუძვლები.
რა ტიპის დამწერლობა შექმნეს შუმერებმა?
ლურსმული
როდის და რომელი შუმერული ქალაქ-სახელმწიფოს მეფე იყო გილგამეში?
ურუქის მეფე ძვ.27 საუკუნე
როდის და რომელი შუმერული ქალაქი-სახელმწიფოს მეფე იყო სარგონ დიდი?
აქადის მეფე ძვ. 24 საუკუნე
რა პრობლემა არსებობდა შუმერსა და ზოგადად, ძველ სამყაროში?
სავალო კაბალა
რატომ შედიოდა სახელმწიფოს ინტერესში სავალო კაბალას აღმოფხვრა?
ამით კარგავდა გადასახადების გადამხდელებსა და ჯარისკაცებს.
როგორ გადაჭრა სავალო კაბალას პრობლემა ხამურაბმა?
ვინც ვალს ვერ იხდიდა, სამწლიანი ,,მონობა’’ შეეფარდებოდა, ესე იგი იძულებით უნდა შეესრულებინა გარკვეული სახის სამუშაო კრედიტორის მეურნეობაში.
როგორი ტიპის სახელმწიფოებში ცხოვრობდნენ შუმერები?
ქალაქ-სახელმწიფოებში
დაასახელეთ აქადური ტექსტის მსგავსება ,,ძველ აღთქმასთან’’ (ორი მაგალითი)
- უთნაფიშთიმის ამბავი ძალიან ახლოს დგას ბიბლიური წარღვნისა და ნოეს კიდობანის ამბავთან.
- ენქიდუს შექმნა და მისი ცივილიზაციასთან ზიარება შამხათის მიერ ჰგავს ადამის შექმნასა და ევას მიერ მისი ცდუნების ამბავს
რომელი იყო პირველი დიდი სახელმწიფოთა გაერთიანება მესოპოტამიაში?
აქადი
ვინ იყვნენ სემიტური წარმოშობის?
აქადელები
როგორ განვითარდა სიტუაცია, როცა აქადელებისა და შუმერების ასიმილაცია მოხდა?
შუმერული მწერლობისა და მეცნიერების ენად დარჩა, თუმცა აქადური მის გვერდით დადგა.
ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში აქადურმა საერთაშორისო ენის სტატუსი მოიპოვა და დიდ სამეფოებს შორის მიმოწერა ამ ენაზე მიმდინარეობდა.
სად მდებარეობდა შუმერი?
ევფრატსა და ტიგროსს შორის
რატომ უწოდებდნენ შუმდინარეთს ,,ნაყოფიერ ნახევარმთვარეს’’?
ხმელთაშუა ზღვიდან სპარსეთის ყურემდე იყო გადაჭიმული შუამდინარეთის მიწა (ნახევარმთვარის ფორმას ჰქმნიდა) და ნოყიერი, რადგან ევფრატი და ტიგროსი ანოყიერებდა
რომელი ორი ხალხი ცხოვრობდა შუამდინარეთში?
შუმერები-სამხრეთით და აქადელები (სემიტები)- ჩრდილოეთით
საიდან მოვიდნენ შუმერში სემიტები და ვინ იყვნენ?
სირიიდან. მათ გააერთიანეს შუმერი და აითვისეს შუმერული კულტურა, რადგან თავად დაბალ კულტურულ საფეხურზე იდგნენ
როდის შემოიჭრნენ და გაბატონდნენ სემიტური ტომები შუმერში?
ძვ.წ. IV ათასწლეულის ბოლოსა და III ათასწლეულის დასაწყისში. მოვიდნენ ჩრდილოეთიდან, ჩამოაყალიბეს აქადის ქალაქ-სახელმწიფო, რომლის მეფეც იყო სარგონი, შექმნა შუამდინარეთის ერთიანი სახელმწიფო, რომლის ცენტრიც იყო ბაბილონი
მესოპოტამიის მფარველი ღვთაება
მარდუქი
როდის ხდება აქადური საერთაშორისო ენად?
ძვ.წ 2 ათასწ. 2 ნახევარში
სოფლის მეურნეობის და ნაყოფიერების ღმერთი?
ოსასირი
აქადის განადგურების მიზეზი?
ზაგროსის მეთაურობით მომთაბარე ტომების კუტიების შემოსევა.