კონსპექტები ისტორიაში VI Flashcards
ქრონოლოგიურად რენენსანსის ეპოქა მოიცავს პერიოდს
XIV საუკუნის შუა ხანებიდან XVI საუკუნის ბოლომდე.
სიტყვა რენენსანსი დაამკვიდრა
XIX საუკუნის ფრანაგმა ისტორიკოსმა, ჟიულ მიშლემ.
მიქელანჯელო – 🖌
1475-1564 წწ
ლეონარდო და ვინჩი 💡
1452-1519 წწ
ალბრეხტ დიურერი–
1471-1528 წწ
ნიკოლაი კოპერნიკმა (1413-1543) სპეციალურ გამოთვლებზე დაყრდნობით შეიმუშავა
ჰელიოცენტრული სამყაროს თეორია.
გალილეო გალილეი –
1564-1642 წწ
ქრისტეფორე კოლუმბი –
1451-1506 წწ.
ფერნანდო მაგელანი –
1480-1521 წწ.
ჰუმანისტმა მეცნიერმა, ლორენცო ვალამ (1407-1457) ცნობილი დოკუმენტის, კონსტანტინეს ნაბოძების“ კრიტიკული შესწავლის გზით დაადგინა
მისი სიყალბე.
ერაზმუს როტერდამელი –
1469-1536 წწ.
იოჰანეს როიხლინი –
1455-1522 წწ.
ნეტარი ავგუსტინე –
354-430 წწ.
იოჰან გუტენბერგი –
1398-1468 წწ.
ბენჯამინ ფრანკლინი –
1706-1790 წწ.
1418 წლიდან პრინც ენრიკე ნავიგატორის ინიციატივითა და მხარდაჭერით პორტუგალიელებმა დაიწყეს
აფრიკის დასავლეთ სანაპიროს გამოკვლევა. მათ აღმოაჩინეს კ მადეირა (1419 წ.) და აზორის კუნძულები (1427 წ.).
XV საუკუნის შუა ხანებში პორტუგალიაში ააგეს ორანძიანი გემი სახელად 🛳
კარაველა
1488 წელს ბარტოლემეუ დიაშმა მიაღწია აფრიკის უკიდურეს სამხრეთს, რომელსაც უწოდა.
„ქარიშხლების კონცხი“ სულ მალე პორტუგალიის მეფე დონ ჟოაო II-მ მას სახელი გამოუცვალა და „კეთილი იმედის კონცხი„ დაარქვა.
____ წელს ვასკო და გამამ შეძლო ინდოეთამდე მიღწევა.
1498
1492 წელს კოლუმბმა აღმოაჩინა „ახალი სამყარო“ ანუ
ამერიკა, თუმცა ის ამტკიცებდა, რომ ეს „ინდოეთი“ იყო.
1513 წელს პორტუგალიელები მიადგნენ
ჩინეთს.
____ წელს პორტუგალიელებმა ფეხი დადგეს იაპონიაში და იქ კათოლიციზმის გავრცელებას შეეცადნენ.
1543
1522 წელს ესპანურმა ესკადრამ პორტუგალიელი მაგელანის მეთაურობით მსოფლიოს
გარს შემოუარა.
1494 წელს, „ტორდესილიასის ხელშეკრულებით“, ესპანეთმა და პორტუგალიამ
„გამიჯნეს მსოფლიო“, ანუ გაინაწილეს სხვა არაქრისტიანული მიწები.
. 1497 წელს ინგლისელი ვაჭრების დაფინანსებულმა ექსპედიციამ სებასტიან კებოტის მეთაურობით ხელახლა აღმოაჩინა
ჩრდ. ამერიკა.
ჰოლანდიელებმა 1606 წელს აღმოაჩინეს
ავსტრალია, 1642 წელს ახალი ზელანდია,
1778 წელს კი ჰავაის კუნძულები.
მესოამერიკული ცივილიზაციებია:
ოლმეკთა, ტეოტიჰუაკანის, მაიას, ტოლტეკთა, აცტეკთა და სხვ.
მაიას ტომის ყველაზე დიდი ქალაქი იყო
ტიკალი.
_____-ის დედაქალაქი იყო ტენოჩტიტლანი დღევანდელი მეხისკოს ადგილზე, რომლის მოსახლეობა 100 ათასს აჭარბებდა.
მექსიკას
1519 წელს აცტეკებს თავს დაესხნენ
ესპანელები ერნან კორტესის მეთაურობით .
____ წელს აცტეკთა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. აცტეკთა იმპერატორი, მონტესუმა II ბრძოლაში დაიღუპა.
1521
ინკების იმპერია, რომლის დედაქალაქი იყო
კუსკო (პერუში),
1438-1533 წლებში მოიცავდა დღევანდელი პერუს, ბოლივიის, ჩილეს, კოლუმბიის, არგენტინის ნაწილებს. ის უდიდესი სახელმწიფო იყო კოლუმბამდელ ამერიკაში.
რა ნაწილებს მოიცავდა ინკების იმპერია 1438-1533 წლებში?
დღევანდელი პერუს, ბოლივიის, ჩილეს, კოლუმბიის, არგენტინის ნაწილებს. ის უდიდესი სახელმწიფო იყო კოლუმბამდელ ამერიკაში.
მექსიკის მთავრობა სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგიონულ ენებად ცნობს
68 ენას, მათ შორის არის მაიას ენები, რომლებზეც დღემდე ლაპარაკობენ.
. ინკებმა შექმნეს „კვანძოვანი დამწერლობა“ –
კიპუ.
„შვიდწლიანი ომი“ მიმდინარეობდა ___ წლებში.
1756-1763
„ისტ-ინდია კომპანი“ იყო
ბრიტანული სახელმწიფო კომპანია, რომელიც დამოუკიდებლად ეწეოდა ომებს და აარსებდა კოლონიებს. ის დაარსდა 1600 წელს
„კოლონიალიზმს“ უწოდებენ
XVI-XX საუკუნეებში ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკურ ბატონობას სხვა ქვეყნებზე – უპირატესად ევროპის გარეთ.
მარტინ ლუთერი ↗
გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი 1483-1546 წწ.
1517 წელს მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა
თავისი „95 თეზისი“.
როდის დაიწყო რომში სასამართლო პროცესი ლუთერის წინააღმდეგ.
1518 წელს
520 წელს პაპმა ლეო X-მ ლუთერი
ერეტიკოსად გამოაცხადა და ეკლესიიდან განკვეთა, მაგრამ ვერ შეაჩერა.
. გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერიის იმპერატორმა კარლ V-მ ვორმსში მოიწვია გერმანელ მტავართა კრება, სადაც უნდა დაგმობილიყო
ლუთერის მოძღვრება, მაგრამ მარტინ ლუთერი გერმანელმა მთავრებმა გადაარჩინეს.
1531 წელს ლუთერანი თავდები კარლ V-ის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და შექმნეს
„შმალკალდენის კავშირი“. იმპერატორმა ისინი დაამარცხა.
გერმანელ თავადთა შეთქმულებას მოჰყვა
საფრანგეთ გერმანიას შორის ომი .
1555 წელს აუსბურგში დაიდო რელიგიური ზავი, რომლის მიხედვითაც
ყოველ თავადს საკუთარ სამფლობელოში მისი ქვეშევრდომებისთვის აღმსარებლობის არჩევის უფლება ენიჭებოდა.
ჟან კალვინმა(1509-1564) ჟენევაში 1541 წელს ქალაქის საბჭოსთან ერთად შეიმუშავა ეკლესიის
მოწყობის წესი და ჩამოაყალიბეს კალვინისტური მოძღვრება.
ინგლისის მეფე ჰენრი VIII (წლ.)
1509-1547 წწ.
521 წელს რომის პაპმა ლეო X-მ ანტილუთერანული პამფლეტისათვის საპატიო წოდება – „რწმენის დამცველი“ მიანიჭა
ჰენრი VIII-ს. ის თავდაპირველად პროტესტანტების მოწინააღმდეგე იყო.
1525 წელს, მას შემდეგ რაც რომის პაპმა მეფეს უარი უთხრა
განქორწინებაზე, ჰენრი VIII განუდგა რომს და თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა.
კათოლიკური ეკლესიის თვითრეფორმირება დაიწყო პაპ _____ თაოსნობით.
პავლე III-ის
პავლე III-ემ 1545 წელს მოიწვია
საეკლესიო კრება ტრიენტში. კრება თითქმის 20 წლის განმავლობაში იკრიბებოდა(1545-1563) და ძირითადად საეკლესიო დოგმატიკის საკითხებზე და ეკლესიაში მანკიერებათა აღმოფხვრის გზებზე ბჭობდა.
რომის ინკვიზიცია , საეკლესიო დაწესებულება, რომელიც ერეტიკოსებს სდევნიდა. ინკვიზიციის განაჩენი საჯაროდ აღესრულებოდა (აუტოდაფე). დაარსა?
1542 წელს პაპმა პავლე II-მ
კონტრრეფორმაციის რადიკალური გამოვლინება იყო ბასკი დიდგვაროვნის, იგნასიო ლუიოლას (1491-1556) მიერ 1534 წელს შექმნილი
„იესოს საზოგადოება“, შემდეგომში ცნობილი იეზუიტთა ორდენის სახელწოდებით.
1530 წელს (25 ივნისს) აუგსბურგში ახალ რაიხსტაგზე შეკრებილმა პროტესტანტებმა კარლ V-ს წარუდგინეს
ლუთერანობის საფუძვლის 28 მუხლი – „აუგსბურგის აღსარება“.
მიუნსტენის კომუნა იყო
თეოკრატიული რეჟიმი, რომელიც ადგილობრივმა პროტესტანტებმა დაარსეს მიუნსტერში (ვესტფალიაში) 1534-35 წლებში, ნიდერლანდელი მეფუნთუშის იან მატისის მეთაურობით, ხოლო მისი დაღუპვის შემდგომ (1534 წ-ის 5 აპრილი), კომუნის მეთაურობა ხელში აიღო ნიდერლანდელმა მკერავმა იოან ლეიდენსელმა.
____ წელს აუგსბურგში კარლ V-მ დადო რელიგიური ზავი. იმპერატორმა ვერ შეძლო გერმანიაში ძლიერი საიმპერატორო ხელისუფლების შექმნა და იგი ტახტიდან გადადგა.
1555
1559 წელს საფრანგეთის მეფე ანრი II ვალუამ გამოსცა ედიქტი, რომელიც ითვალისწინებდა
ერეტიკოსების სიკვდილით დასჯას .
ვის წინააღმდეგ გამოააშკარავეს შეთქმულება 1560 წელს
გიზების(კათოლიკე დიდგვაროვანთა გვარი) , რომელსაც მეთაურობდა ბურბონთა მომხრე პრინცი კონდე და დაიწყო პროტესტანტების დასჯა.
ფრანსუა II-ის მცირეწლოვანი ძმის შარლ IX-ის (1560-1574) დროს ხელისუფლება ფაქტრობრივად თავის ხელში აიღო
დედამისმა ეკატერინე მედიჩიმ.
1572 წლის 24 აგვისტოს, პარიზში წმინდა ბართლომეს დღესასწაულზე კათოლიკეებმა მოაწყვეს
ჰუგენოტთა ხოცვა-ჟლეტა.
1589 წელს საფრანგეთის ტახტზე ავიდა
ანრი ნავარელი და მას ანრი IV ეწოდა. საფრანგეთში ბურბონთა მმართველობის ხანა დაიწყო.
„პარიზი მესად ღირს“ – ეს სიტყვები ეკუთვნის.
ანრი IV ბურბონს