კონსპექტები ისტორიაში IV Flashcards
ქალაქ მედინას ძველი სახელი იყო
იასრიბი.
ისლამამდელი არაბების რელიგიურ წარმოდგენებს ეწოდა
„ჯაჰილიაა“.
ქალაქ მექაში ჩამოედინება მუსლიმთათვის წმინდა წყარო –
ზემზემის ჭიდან.
ისლამის შემქმნელი მუჰამედი დაიბადა დაახლ.
570 წელს მექაში, კურაიშის ტომის, ჰაშიმის გვარის ხელმოკლე ვაჭრის ოჯახში.
მექაში დევნილი მუჰამედი გადასახლდა
622 წელს მედინაში თანამოაზრეებთან ერთად . მედინა მოციქულის ქალაქს ნიშნავს.
622 წელი ჰიჯრის -
„გადასახლების“ წელია და მუსლიმური კალენდრის დასაბამად ითვლება.
. სიტყვები – „არ არის ძალდატანება რელიგიაში“ – ეკუთვნის
მუჰამედს.
მუჰამედს მოუწია მექელებთან შეიარაღებული დაპირისპირება, რის შემდეგაც მან დაიკავა
მექა.
მუჰამედი გარდაიცვალა
მედინაში 632 წელს.
ხალიფა არაბულად ნიშნავს
როგორც მოადგილეს, ისე მემკვიდრეს.
პირველი ოთხი ხალიფას დროს დაიწყო არაბთა დაპყრობები.
აბუ ბაქრი (632-634)
ომარი (634-644)
ოსმანი ( 644-656)
ალი (656-661)
ისლამი იყოფა ორ ძირითად მიმართულებად:
სუნიზმად და შიიზმად.
მუჰამედის სიკვდილიდან ასი წლის მანძილზე არაბებმა მიაღწიეს
საფრანგეთამდე , სადაც პუატიესთან 732 წელს მათი წინსვლა კარლოს მარტელმა შეაჩერა.
დაპყრობილ ქვეყნებში ისინი, ვინც არ მიიღებდნენ ისლამს ვალდებულნი იყვნენ
გადაეხადათ სპეციალური გადასახადი – ჯიზია.
ხალიფა ალის სიკვდილის შემდეგ სახალიფოში დამყარდა
ომაიანთა საგვარეულოს( 661-750) დინასტიური მმართველობა .
ხალიფა მუავიამ სათავე დაუდო
ომაიანთა სახალიფოს, რომლის დედაქალაქიც გახდა დამასკო.
ომაიანთა ხელმძღვანელობით არაბებმა 711 წელს გადალახეს გიბლატარის სრუტე და შეუდგნენ
ესპანეთის დაპყრობას. 1212 წელს ქრისტიანებმა შეძლეს მუსლიმთა დამარცხება.
არაბული სახალიფოს სათავეში აბასიანთა დინასტია მოვიდა ___ (წელს)
750 წელს – 750-1258 წწ.
აბასიანებმა არაბული სახალიფოს დედაქალაქი დამასკოდან გადაიტანეს
ბაღდადში .
ხალიფა ჰარუნ არ-რაშდის მმართველობის ხანა (786-809) მიჩნეულია
აბასიანთა სახალიფოს ძლიერების მწვერვალად.
ხალიფა ალ-მამუნმა ბაღდადში დაარსა
„სიბრძნის სახლი“ , რომელიც უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ცენტრად იქცა.
ავეროესი(იბნ რუშდი) ცხოვრობდა
1126-1198 წწ. ის ქალაქ კორდობაში მოღვაწეობდა.
ავიცენა იყო
ირანელი მედიკოსი და ფილოსოფოსი 980-1037 წწ.-ში.
1122 წელს დავით IV-მ აიღო
თბილისი, რითაც წერტილი დაუსვა თბილისის საამიროს არსებობას და ქალაქი ხელახლა აქცია გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად.
ქართლის დაპყრობით ლაშქრობას ხელმძღვანელობდა არაბი სარდალი
ჰაბიბ იბნ მასლამა.
724 წ. არაბთა სარდალმა, ჯარაჰმა განაახლა
„დაცვის სიგელი“ და სულადობრივ გადასახადთან (ჯიზიასთან) ერთად ქართლის მოსახლეობას ახალი საადგილმამულო გადასახადი – ხარაჯაც დააკისრა.
ბაღდადის ხალიფა ჰიშამმა (724-743 წწ) ამიერკავკასიის საბოლოოდ დასამორჩილებლად და ხაზართა გასანადგურებლად 735 წელს 120 000-იანი ლაშქრით გამოგზავნა თავისი
ბიძაშვილი, ცნობილი სარდალი მერვინ იბნ მუჰამედი.
853 წელს არაბთა ხალიფას ბრძანებით ქართლში თბილისელი ამირას დასჯის მიზნით გამოიგზავნა
ბუღა თურქი, რომელმაც თბილისელი მოსახლეობის უმრავლესობა ამოწყვიტა.
საქართველოს გაერთიანება იკისრეს
იაოანე მარუშის ძემ და დავით III კურაპალატმა . მათ გადაწყვიტეს ხელი შეეწყოთ დავით III-ის შვილობილის, ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონის გამეფებისათვის. მართალია, ბაგრატი ჯერ კიდევ არ იყო სრულწლოვანი, მაგრამ იგი თავის თავში აერთიანებდა სამი ტახტის მემკვიდრეობას: მამის ხაზით იგი იყო მემკვიდრე „ქართველთა მეფის“ ტიტულის მქონე გურგენისა, დედის ხაზით იგი იყო დისშვილი და მემკვიდრე უსინათლო და უშვილო „აფხაზთა მეფე“ თეოდოსისა და მემკვიდრე-შვილობილი ტაოს მეფე დავით III-ისა.
975 წელს დავით III-მ უფლისციხეში ქართლის განმგებლობა გადასცა
ბაგრატს ხოლო ქართლის დიდაზნაურებს მიმარტა ისტორიული სიტყვით: „ესე არს მემკვიდრე ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი(ე.ი მეურვე) ამისი და თანაშემწე; ამას დაემორჩილენით ყოველნი“.
დავით III-მ 978 წელს მეფობიდან გადააყენა
უსინათლო თეოდოსი და ქუთაისში „აფხაზთა მეფედ“ საზეიმოდ აკურთხა ბაგრატ III. 980 წლიდან უკვე სრულწლოვანი და საკმაოდ გამოწრთობილი ბაგრატი დამოუკიდებელ მეფობას შეუდგა.
დავით III გარდაიცვალა.
1001 წელს
008 წელს გურგენ გარდაიცვალა ბაგრატიონი და ბაგრატ III-მ დაიკავა
მისი უშუალო სამფლობელო (შავშეთ-კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი) და ქართველთა მეფის ტიტულიც მიიღო. იგი ოფიციალურად იწოდებოდა „მეფე აფხაზთა და ქართველთა, კურაპალატი“.
1010 წელს ბაგრატი ჯარით შევიდა
კახეთში , მისი მეფე კვირიკე III დაატყვევა და ქვეყანაც დაიკავა.
ბაგრატ III გარდაიცვალა
1014 წელს . მისი ნეშტი მის მიერვე აგებულ ბედიის ტაძარში დაკრძალეს.
ბაგრატ IIIის მემკვიდრეებს, გიორგი I-სა(1014-1027) და ბაგრატ IV-ს(1027-1072) მეტ-ნაკლები წარმატებით უხდებოდათ
ბიზანტიის შემოტევის მოგერიება.
1023 წელს იმპერატორ ბასილ II-ს და მეფე გიორგი I-ს შორის დაიდო ზავი, რომლის ძალითაც საქართველოს მეფე იძულებული გახდა,
დიდ დათმობებზე წასულიყო ბიზანტიის მიმართ.
ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე მონომახის(1042-1055 წწ) მეფობის დროს მოხდა სქიზმა, ე.ი.
დასავლეთ და აღმოსავლეთ ეკლესიების, კათოლიკობის და მართმადიდებლობის გათიშვა.
„დიდ სელჩუკთა“ სახელმწიფოს დამაარსებლად ითვლება
თოღრულ ბეგი (1037-1063)
ალფ არსლანის მთავარ დამსახურებას წარმოადგენს
ბიზანტიის თავდაცვითი ხაზის განადგურება.
1071 წელს ალფ არსლანმა მანაზკერტთან გაანადგურა
ბიზანტიის არმია, თავდ კეისარი კი ტყვედ ჩაუვარდა თურქებს.
მალიქშაჰის პერიოდში სელჩუკთა სახელმწიფომ მიაღწია თავისი ძლიერების მწვერვალს. მას ემორჩილეობოდა
შორეული იემენიც კი.
. ნიზამ ალ-მულქი იყო
სელჩუკთა სახელმწიფოს ვეზირი, დიდი სახელმწიფო მოღვაწე. მას ეკუთვნის პოლიტიკური ტრაქტატი „სიასეთ ნამე“ („პოლიტიკის წიგნი“).
092 წელს ნიზამ ალ-მულქი მოკლეს
ისმაილიტებმა . ეს იყო სელჩუკთა სახელმწიფოს დაშლის პირველი ტერორისტული ქმედება.
კავკასიაში სელჩუკები შეიჭრნენ
1048 წელს და იმ დროს ბიზანტიის კუთვნილი სომხეთი დაიკავეს.
სელჩუკები საქართველოში გამოჩდნენ
ალფ არსლანის მმართველობის ხანაში . 1064 წელს სულთნის მეთაურობით სელჩუკთა უზარმაზარი ლაშქარი სამხრეთ საქართველოში შემოიჭრა.
პირველი ლაშქრობა ალფ არსლანს აღარ გაუგრძელებია და, პირიქით,
დამოყვრებაც კი შესთავაზა ბაგრატ IV-ს. მართლაც, ბაგრატმა საკუთარი დისწული მიათხოვა სელჩუკ სულთანს, თავისი ასული კი ბიზანტიაში გაათხოვა.
1068 წელს ალფ არსლანის საქართველოში ლაშქრობის შემდეგ იწყება ქართულ მიწებზე
თურქების ჩამოსახლების პროცესი.
„დიდი თურქობა“. საქართველოში დაიწყო (წლ-დან)
1080 წლიდან
1089 წელს საქართველოს სამეფო კარზე მოხდა
პოლიტიკური გადატრიალება . ქვეყნის მომავლით დაინტერესებულმა სახელმწიფო მოღვაწეებმა აიძულეს გიორგი II გადამდგარიყო და მეფობა თავისი 16 წლის ვაჟისთვის – დავითისთვის დაეთმო.
1101-1104 წლებში დავით აღმაშენებელმა კახეთ-ჰერეთი ადგილობრივ დიდაზნაურთა მეცადინეობით შემოიერთა და მისი დიდი ნაწილი აქცია
სამეფო დომენად .
1104 წელს დავით IV-მ ერწუხთან სასტიკად დაამარცხა განძის ათაბაგი, რომელიც
საქართველოს მეფეს კახეთ-ჰერეთს ეცილებოდა.