ისტორია - NAEC Flashcards
რა ცვლილებები განიცადა ფინიკიელების მიერ შექმნილმა ანბანმა შემდგომში?
მათ მიერ შემოღებულ თანხმოვანასოებს ბერძნებმა ხმოვნები დაუმატეს
რომელ ისტორიულ პროცესს აღნიშნავს„ბერძნული კოლონიზაცია“?
ბერძნების მიერ ახალი ქალაქები სდაარსებას საბერძნეთის გარეთ
რა პირობით გაიცემოდა ფეოდი შუა საუკუნეების ევროპაში?
სამხედრო სამსახურის
სხვა მიზეზებთან ერთად, რამგანაპირობ აქართლის დიდაზნაურთა ანუ ერისთავთა ნაწილის ირანისშაჰის მხარეზე გადასვლა VI საუკუნეში?
მიწების მემკვიდრეობით გადაცემის წინადადებამ
რა იყო თურქ-სელჩუკთა ლაშქრობების ერთ-ერთი უშუალო შედეგი?
ბიზანტიის აღმოსავლეთის პროვინციების დაპყრობა
რამ განაპირობა, რომ XII საუკუნის ბოლოს საქართველოს მეფე გადაწყვეტილებებს დარბაზთან თათბირის შემდეგ იღებდა?
ქვეყანაში მომხდარმა პოლიტიკურმა გამოსვლამ
ვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა, რომ ეგვიპტის სულთანმა ქართველებს გიორგიV-ის დროს იერუსალიმის ჯვრისმონასტერი და „კლიტენი იერუსალიმისანი“ დაუბრუნა?
საქართველოს ავტორიტეტისა და გავლენის ზრდამ
რატომ ეწოდება 1555 წელს აუგსბურგში დადებულ ზავს რელიგიური?
გერმანული სამთავროების მცხოვრებლებს აღმსარებლობისთავის უფლება მიენიჭათ
როგორ გაიყვეს ირანმა და ოსმალეთმა საქართველოს ტერიტორია ამასიის ზავის მიხედვით
ირანს ერგო აღმოსავლეთ საქართველო, ხოლო ოსმალეთს _ დასავლეთი;
რომელი მეფის დროს გამოვიდ აინგლისის ეკლესია რომის პაპის დაქვემდებარებიდან?
ჰენრი VIII-ის
ქართლის ტახტის დაკავებამდე ვახტანგ VI ტყვეობაში იმყოფებოდა ისპაჰანში. რა იყო ამის მიზეზი?
ისლამის მიღებაზე უარის თქმა
საფრანგეთის რომელი მეფე დასაჯეს რევოლუციის დროს სიკვდილით
ლუი XVI
სხვა მიზეზებთან ერთად, რატომ ვერ განხორციელდ აკონტინენტური ბლოკადა?
ინგლისური სამრეწველო საქონელი საუკეთესო ხარისხის იყო და, მასზე დიდი მოთხოვნილების გამო,ის კონტრაბანდული გზებით მაინც შეჰ ქონდათ ევროპაში
რამ განაპირობა აშშ-ში აბოლიციონისტური მოძრაობის აღმოცენება?
მონობის არსებობამ სამხრეთის შტატებში
რა ეწოდება XIX საუკუნის 50-იან წლებში მიმდინარე რუსეთ-თურქეთის ომს
ყირიმის ომი
სხვა ღონისძიებებთან ერთად, რა მოიმოქმედა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ სახელმწიფოში არსებული ვითარების გამოსწორების მიზნით?
გამოსცა ბრძანება ბატონყმობის გაუქმების შესახებ
სხვა მიზეზებთან ერთად,რამ განაპირობა ქართული საზოგადოების კეთილგანწყობა მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვისადმი
მან ოცდაათიათას კაცს თავად აზნაურობა დაუმტკიცა
რომელი სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი დაარღვია გერმანიამ საფრანგეთში შესაჭრელად 1914 წელს?
ბელგიის
რა შედეგით დასრულდა 1917 წლის თებერვლის რევოლუცია პეტროგრადში?
იმპერატორის გადადგომით
რომელი ევროპული სახელმწიფო გახდა ფაქტობრივად საქართველოს მთავარი პოლიტიკური მოკავშირე 1918 წელს?
გერმანია
მეორე მსოფლიო ომის წინ ჰიტლერის მიერ განხორციელებული რომელი ქმედება მიანიშნებდა გერმანიის აგრესიულ საგარეო პოლიტიკურ კურსზე
რაინის დემილიტარიზებულ ზონაში ჯარის შეყვანა
რა მოიმოქმედა გენერალმა შარლ დე გოლმა საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ?
გადავიდა ინგლისში და იქიდან ხელმძღვანელობდა ფრანგების ბრძოლას გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ
რომელ ქალაქში შედგა ნაცისტი დამნაშავეების საერთაშორისო სასამართლო?
ნიურნბერგში
რას ითვალისწინებდა 1975 წელს ხელმოწერილი ჰელსინკის აქტი
სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას