კონსპექტები ისტორიაში V Flashcards
ქართული სამოხელეო აპარატი, თამარ მეფის ეპოქაში, ორი ნაწილისაგან შედგებოდა:
პირველში შედიოდნენ „დარბაზის კარს მყოფი“ მოხელენი (ვაზირები და მათზე დაქვემდებარებული მოხელეები), მეორეში კი – „საქვეყნოდ გამრიგენი“ (ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულების მმართველები და მათი ხელქვეითნი).
„ხელმწიფის კარის გარიგება“-ში დაწვრილებით იყო აღწერილი
სამეფო დარბაზის წესრიგი (მაგ., ვინ სად და როგორ უნდა მჯდარიყო ან მდგარიყო).
1095 წლის კლერმონის(საფრანგეთი) საეკლესიო კრებაზე ურბან II-მ მორწმუნეებს მოუწოდა.
აღმოსავლეთში გალაშქრებისკენ
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო
1096 წელს . ჯვაროსნები კონსტანტინოპოლში შეიკრიბნენ და მათი რაოდენობა 300 000 აღემატებოდა.
1097 წლის აპრილში ჯვაროსნებმა გადალახეს
ბოსფორის სრუტე
1098 წელს, ხანგრძლივი ალყის შემდეგ, ჯვაროსნებმა
აიღეს ქალაქი ანტიოქია და მალე იერუსალიმის კედლებს მიადგნენ.
1099 წლის 15 ივლისს ჯვაროსანთა ხელში გადავიდა
იერუსალიმი. ქალაქის მბრძანებელი გახდა გრაფი ჯოფრუა ბულონელი, რომელმაც მიიღო „მაცხოვრის საფლავის მცველის“ ტიტული.
ირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად ახლო აღმოსავლეთში შეიქმნა
ოთხი ქრისტიანული პოლიტიკური ერთეული
ედესის საგრაფო 1098 წელს დააფუძნა
ბალდუინ I ბულონელმა. სამთავრომ იარსება 1146 წლამდე;
ანტიოქიის სამთავრო 1098 წელს დაარსა
ბოემუნდ I ტარენტელმა. სამთავრომ 1268 წლამდე იარსება;
იერუსალიმის სამეფომ იარსება _____ წლამდე
1291
ტრიპოლის საგრაფო 1105 წელს დაარსა
ტულუზის გრაფმა რაიმონდ IV-მ.
საგრაფომ 1289 წლამდე იარსება.
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა მიმდინარეობდა _______ წლებში. მას საფრანგეთის მეფე ლუი VII და გერმანიის იმპერატორი კონრად III მეთაურობდნენ.
1147-1149
1174 წელს ნიჭიერმა მუსლიმმა მხედარმთავარმა სალაჰ ად-დინმა დაიმორჩილა
სირია და სულთნის ტიტული მიიღო.
1187 წელს სალადინმა ჰატინის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა
ჯვაროსნები, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბერს მუსლიმებმა ქალაქი აიღეს.
მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობას სათავეში ედგნენ
გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა, საფრანგეთის მეფე ფილიპ II ავგუსტი და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგული . ფრიდრიხ ბარბაროსა მცირე აზიაში, მდინარეში დაიხრჩო. ფილიპ ავგუსტმაც მალევე დატოვა ბრძოლა.
___________ წლებში მიმდინარეობდა IV ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც კონსტანტინოპოლში დასრულდა.
1202-1204 ,
1204 წლის 12 აპრილს ჯვაროსნებმა აიღეს
კონსტანტინოპოლი და გაძარცვეს ქალაქი. ჯვაროსნებმა აქ ლათინთა იმპერია შექმნეს, რომელმაც 1261 წლამდე იარსება.
უშედეგოდ დასრულდა წარმატებით დაწყებული V ჯვაროსნული ლაშქრობა _______ წლებში.
1217-1221
VI ჯვაროსნულ ლაშქრობა მიმდინარეობდა ___ წლებში
1228-1229 წლებში, მას სათავეში ედგა რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი ფრიდრიხ II ჰოჰენშტაუფენი. მან დიპლომატიით დაიბრუნა იერუსალიმი 1229 წელს, თუმცა მუსლიმებმა 1244 წელს ისევ დაიბრუნეს წმინდა ქალაქი
ორი უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა მიმდინარეობდა
1248-1254 და 1270 წლებში . ისინი დაკავშირებული არიან საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის სახელთან. მეშვიდე ლაშქრობის დროს ლუი IX ტყვედ ჩავარდა და ის გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაატავისუფლეს. მერვე ლაშქრობის დროს კი, ჩრდილოეთ აფრიკაში ტუნისის აღების მცდელობისას, საფრანგეთის მეფე შავი ჭირის ეპიდემიის მსხვერპლი გახდა.
უძველესი სარაინდო ორდენი დაარსდა
XII ს-ის დასაწყისში იერუსალიმში, ჰოსპიტალიერების ანუ იოანიტების ორდენის სახელწოდებით.
ტრამპლიერთა ორდენი, დაარსეს
ფრანგმა რაინდებმა იერუსალიმში დაახლ. 1118-19 წლებში. ორდენის მეთაურები 1313 წელს მწვალებლობის ბრალდებით კოცონზე დაწვეს.
მესამე დიდი სასულიერო-სარაინდო ორდენის წევრთა უმრავლესობა იყვნენ
გერმანელები , ამიტომ საძმოს ხშირად გერმანულ, ანუ ტევტონთა ორდენს უწოდებდნენ.
რომის პაპმა 1221 წლის 7 ივნისს ლაშა-გიორგის გაუგზავნა წერილი სათაურით:
„საქართველოს ბრწყინვალე მეფეს – მოწოდება წმინდა მიწის დასაცავად“.
1206 წელს, მდინარე ონონის სათავესთან გამართულ თავყრილობაზე მონღოლურმა ტომებმა ჩინგიზ ყაენს
ერთგულების ფიცი დაუდეს.
______ წელს ჩინგიზ ყაენი გარდაიცვალა და მონღოლთა წინსვლა დროებით შეჩერდა.
1227
ჯალალ ად-დინი დაიღუპა
1231 წელს და მის მიერ მახვილით შეკოწიწებული სახელმწიფოც დაიშალა.
1240 წლისთვის მონღოლთა ხელში უკვე იყო
დასავლეთ ირანიც . 1243 წელს მათ დაამარცხეს ანატოლიის სელჩუკი სულთნის ჯარი.
1258 წელს მონღოლთა ჯარები შეიჭრნენ.
ბაღდადში. მათ უკანასკნელი აბასიანი ხალიფა ალ-მუსთასიმი სიცოცხლეს გამოასალმეს
მონღლთა ძლევამოსილი წინსვლა შეაჩერა ეგვიპტის
მამლუქთა არმიამ , რომელმაც 1260 წელს აიუნ ჯალუთის ბრძოლაში გაანადგურა მონღოლთა ლაშქარი. 1277 წელს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მონღოლები და ეგვიპტელები. მონღოლები ამჯერადაც დამარცხდნენ. ამ ბრძოლებში 3000 ქართველი იბრძოდა.