კონსპექტები ისტორიაში III Flashcards
ქრისტიანული ეკლესიის ისტროიის იმ პერიოდს, როცა მორწმუნეები კატაკომბებში საიდუმლოდ იკრიბებოდნენ ეწოდება
კატაკომბური.
კონსტანტინე I-მა 313 წელს გამოსცა
რჯულშემწყნარებლობის აქტი – მილანის ედიქტი. ამ ედიქტით ის რომის იმპერიაში ოფიციალურად ნებადართულ რელიგიად იქცა.
ნაშრომ „კონსტანტინეს ცხოვრების აღწერა“ ავტორია
ევსები კესარიელი(260-339).
312 წელს მაქსტენციუსზე გამარჯვებას ევსები კესარიელი მიაწერს სასწაულს – როდესაც
კონსტანტინე I-მა ბრძოლის წინა დღეს ცაზე დაინახა ჯვარი წარწერით- „ამით სძლიე“.
ფრანკთა მოქცევა ქრისტიანობაზე მიეწერება მეფე
ხლოდვიგის(466-511) მეფობის პერიოდს . ფრანკთა მეფე მეუღლემ მოაქცია და გადმოცემის თანახმად მის მოსანათლავად ფრანკთა მოციქულ რემიგიუსს მტრედის სახით ანგელოზი გამოეცხადა და „წმინდა ჭურჭლით“ ხლოდვიგის ნათლობისთვის მირონი მოუტანა. ეს ჭურჭელი საფრანგეთის რევოლუციის დროს გატყდა.
საფრანგეთის მეფეთა ჰერალდიკური ნიშანი იყო
შროშანი.
ფრანკთა მეფის ხლოდვიგის ნათლობა შედგა
496 წლის 25 დეკემბერს რეიმსის ტაძარში.
რეიმსის ტაძარი გახდა ის ადგილი სადაც საფრანგეთის მეფეები და იმპერატორები
გვირგვინს იდგამდნენ.
. გადმოცემის თანახმად მირიან მეფეს მცხეთის ახლოს თხოთის მთაზე-
მოევლინა სასაწაული (ირგვლივ სიბნელე ჩამოწვა).
სომხეთის პირველი კათალიკოსი და მომქცევი იყო
გრიგოლ განმანათლებელი, რომელმაც სასტიკი მეფე თრადატ III ქრისტიანობაზე მოაქცია.
საქართველოში ქრისტიანობის პირველ გამავრცელებლებად ითვლება
ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი .
ქართლის გაქრისტიანების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ თარიღად დღეს ხშირად მიიჩნევა.
326 წელი
V საუკუნის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგალის მიერ გატარებული საეკლესიო რეფორმის შედეგად, ქართულმა ეკლესიამ ბიზანტიური ეკლესიისაგან მოიპოვა
დამოუკიდებლობა, ანუ ავტოკეფალია .
325 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება მოიწვია
კონსტანტინე დიდმა .
. 381 წელს მეორე მსფლიო საეკლესიო კრება გაიმართა
კონსტანტინოპოლში
პირველი ორი საეკლესიო კრებებმა სამუდამოდ დაადგინეს,
რომ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა დამოუკიდებელი და თანაბარი საწყისებია და არსებობენ ერთობაში.
პირველ საეკლესიო კრებას ესწრებოდა
ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე, ხოლო მეორეს – ქართლის ეპისკოპოსი პანტოფილე.
მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა ქალაქ
ეფესოში 431 წელს. კრებაზე განიხილავდნენ კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ნესტორის ცრუსწავლებას. კრებამ დაგმო ნესტორიანელობა.
451 წელს კონსტანტინოპოლის მახლობლად ქალაქ ქალკედონში მოწვეული მეოთხე საეკლესიო კრება განიხილავდა
დიოფიზიტობის და მონოფიზიტობის საკითხებს.
553 წელს კონსტანტინოპოლში იმპერატორ იუსტინიანე I-ის ინიციატივით ჩატარდა
მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრება.
680-681 წელს კონსტანტინოპოლში ჩატარდა
მეექვსე საეკლესიო კრება.
მეშვიდე და უკანასკნელი მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა
787 წელს ნიკეაში, როდესაც დაიგმო ხატმებრძოლეობა.
1054 წელს ოფიციალურად გაიყო ქრისტიანული ეკლესია
კათოლიკურ და მართმადიდებლურ ეკლესიებად.
სასანიანურმა ირანმა 428 წელს გააუქმა
სომხეთში მეფობა .
V საუკუნის 60-იან წლებში ირანის შაჰმა პეროზმა ვახტანგ გორგასალი გაიწვია
7 წლით შუა აზიაში ჰუნების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი 466 წელს გაემგზავრა
ირანის შაჰთან.
ვახტანგს მისი ისტორიკოსი მოიხსენიებს როგორც – .
„მეფობდა ვითარცა ლომი შორის ცხვართა“
482 წელს ვახტანგ გორგასალმა მოაკვლევინა მოღალატე
ვარსქენ პიტიახში.