კონსპექტები ისტორიაში I Flashcards
XX საუკუნის დასაწყისში აშშ-ში მიმდინარეობდა „მაიმუნის პროცესი“-ს სახელით ცნობილი სასამართლო, სადაც განიხილებოდა
ჰქონდა თუ არა ახალგაზრდა ბუნებისმეტყველს სკოლაში დარვინის მოძღვრების სწავლების ნება.
უძველეს ნაშთად დღეს ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს
2001 წელს ჩადში, აფრიკაში აღმოჩენილ 7 მილიონი წლის წინანდელ „ჩადის საჰელანთროპუსს“, რომელსაც ზედმეტსახელი „ტუმაი“ მისცეს. მანა ჩამოართვა პირველობა მასზე 3-4 მილიონი წლით უფრო ახალგაზრდა ავსტრალოპითეკს, ზედმეტსახელად „ლიუსის„.
ადამიანის უძველესი სადგომები აფრიკის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა
საქართველოში, დმანისში ( დაახლ. 1,8 მილიონი წლის წინანდელი), აგრეთვე ესპანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, ინდონეზიაში.
ქვის ხანა იყოფა სამად –
პალეოლითი; მეზოლოითი და ნეოლითი.
შუა ქვის ხანას უწოდებნ
მეზეოლითს
ახალ ქვის ხანას უწოდებენ
ნეოლითს
ძველ ქვის ხანას უწოდებლ
პალეოლითს
ძვ. წ. XVII საუკუნეში ეგვიპტე დაიპყრეს აზიიდან მოსულმა გაურკვეველი წარმომავლობის ტომებმა სახელად
ჰიქსოსებმა.
ძვ. წ. XIV საუკუნეში ეგვიპტეში მეფობდა ფარაონი-
რეფორმატორი, ამენხოტეპ IV რომელსაც ზოგი მეცნიერი მსოფლიოს „პირველ პიროვნებად“ აღიარებს. ამენხოტეპ IV-მ სცადა რელიგიური რეფორმის გატარება, რის შედეგადაც ეგვიპტელთა ურიცხვ ღვთაებას ერთი ღმერთი – ატონი ჩაენაცვლა. ამ ღვთაების სახელზე ააგო ქალაქი.
რამსეს II-ის მიერ ქადეშის მახლობლად ძვ. წ. 1274 წელს გადახდილი ბრძოლა ხეთებთან არის
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლაა ძველ სამყაროში.
ახ. წ. VII ს-ში, არაბების მიერ მისი დაპყრობის შემდეგ ძველი ეგვიპტე , როგორც კულტურული და პოლიტიკური ფენომენი
საბოლოოდ წყვეტს არსებობას.
ძველ ეგვიპტელთა პირდაპირ მემკვიდრეებად დღევანდელ ეგვიპტეში მიჩნეულნი არიან კოპტები .
კოპტები .
ძვ. წ. 539 წელს ბაბილონმა დაკარგა
დამოუკიდებლობა, რადგან ის სპარსელებმა დაიპყრეს.
ასურეთის სამხედრო ექსპანსია გრძელდებოდა მანამ, სანამ
ახალბაბილონურმა სამეფომ და მიდიამ, სკვითების დახმარებით, ბოლო არ მოუღეს ასურეთის იმპერიას მისი ორივე დედაქალაქის – აშურისა(ძვ.წ. 614) და ნინევიის(ძვ.წ. 612).
ასურეთის იმპერიის ერთ-ერთი „გამოგონება“ იყო ხალხის მასობრივი
დეპორტაცია და იძულებითი ასიმილაცია. ასურულ წყაროებში მოთხრობილია ისრაელის ხალხის დეპორტაციის ამბავი( ძვ.წ. 722).
ხეთებმა მეფე მურსალის სარდლობით ძვ. წ. 1531 წ. ბაბილონს მიაღწიეს
და ხამურაბის დინასტიას ბოლო მოუღეს.
ურარტუს ძლიერების ხანაში აშენდა
დღევანდელი სომხეთის დედაქალაქი ერევანი.
ძვ.წ. 590 წელს ურარტუს სამეფო გაანადგურეს
მიდიელებმა, მისი მოსახლეობა კი ჩრდილოეთით გადასახლდა და ქართველურ ტომებს შეერია.
ძვ.წ. 558 წელს სპარსულ-აქემენურ სამეფოს სათავეში აქემენის შთამომავალი
კიროს II დიდი (ძვ.წ. 558-530), რომელმაც 550 წელს დაამარცხა მიდიელები.
კიროს II-ის მემკვიდრის, კამბისეს II-ის( ძვ. წ. 530-522) დროს სპარსელებმა დაიპყრეს
ეგვიპტე
ძვ.წ. 490 წელს გაიამრთა
მარათონის ბრძოლა.
ძვ.წ. 480 წელს გაიმართა სალამინის
საზღვაო ბრძოლა
ძვ.წ. 479 წელს გაიმართა პლატეასა და მიკალის
კონცხთან საზღვაო ბრძოლა
ძვ.წ. 334 წელს ბერძნულ-მაკედონიური არმია შეიჭრა
აქემენიანთა სახელმწიფოს საზღვრებში და რამდენიმე წელიწადში აქამენიანთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.
ძვ.წ. 814 წელს დღევანდელი ტუნისის ტერიტორიაზე დაარსდა ქალაქი
კართაგენი, რომელსაც გადმოცემა ტვიროსის მეფის, პიგმალიონის სახელს უკავშირებს.
ფინიკიელებს მიეკუთვნება გემთმშენებლობის ხელოვნების
დახვეწა და მათი ერთ-ერთი გამოგონება ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩნდა – ანბანი.
ძველ საბერძნეთში სხვადასხვა სახის მმართველობას ვხვდებით, მაგრამ ბერძენი ფილოსოფოსები არც ერთს ემხრობიან. პლატონი თავის „სახელმწიფოს“ გვთავაზობს იმ მოდელს, სადაც
სპეციალურად შერჩეული და აღზრდილი ფილოსოფოსები განაგებენ ქვეყანას, ხოლო თუკიდიდე ერთგვარად შერული მოდელისკენ იხრება, რომელიც გარკვეული სახეცვლილებით განხორციელდა რომში და დღევანდელ დემოკრატიულ ქვეყნებში.
სპარტა შეიქმნა მომხდური დორიელების მიერ
პელოპონესის დიდი ნაწილის დაპყრობის შედეგად.
სპარტას სათავეში ორი მეფე ედგა, რომლებიც ასრულებდნენ
სარდლის, მოსამართლისა და ქურუმის ფუნქციებს . უმნიშვნელოვანეს საკითხთა გადაწყვეტაში მონაწილეობდა უხუცესთა საბჭო – გერუსია და სახალხო კრება. მაგრამ რეალურად ხელისუფლება ხუთი არჩევითი ეფორისაგან შემდგარ კოლეგიას ჰქონდა.
დრაკონის კანონები ჩამოყალიბდა (რომელ წელს)
ძვ. წ. 624 წელს ათენში.
ძვ.წ. VII საუკუნეში ცხოვრობდა „შვიდი ბრძენი“ :
კორინთოს ტირანი პერიანდროსი, ათენელი სოლონი, ქილონ სპარტელი, მილეტელი თალესი, ბრიას პრიენელი, პიტაკოს მიტილენელი, კლებულოს ლინდოსელი.
ძვ.წ. 509 წელს კლისთენეს მიერ გატარებულმა რეფორმებმა საბოლოოდ დაამკვიდრა
დემოკრატია ათენში.
ბერძნული კოლონიზაცია შავი ზღვის სანაპიროს შეეხო, მათი ორიენტირი საქართველოსაც შეეხო. მათ დაარსეს :
ფაზისი(ქ.ფოთი), გიენოსი(ქ. ოჩამჩირესთან), დიოსკურია(ქ. სოხუმთან), დიდი პიტიუნტი(ბიჭვინთა). ასევე სავაჭრო დასახლება უნდა არსებულიყო ქობულეთ-ფიჭვნარის რაიონში.
ძვ. წ. VI-II საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში მიმოქცევაში იყო ადგილობრივთა მიერ მოჭრილი ვერცხლის ფული, რომელსაც უწოდებენ.
„კოლხურ თეთრს“
ძვ. წ. VII-IV საუკუნეებში კოლხეთი სამეფო დაყოფილი იყო
სკეპტუხიებად.
ძვ.წ. VI ს. მიწურულს დარიოს I-მა ააგო
ბოსფორის სრუტეზე ხიდი და ევროპაში გადავიდა სკვითების დასალაშქრად.
სპარსელებთან ომის დროს, ათენის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, შეიქმნა
„საზღვაო კავშირი“, რომლის ხაზინა კუნძულ დელოსზე მდებარეობდა, რომელშიც მრავალი ზღვისპირა პოლისი გაერთიანდა. მას ზოგჯერ „დელლოსის კავშირსაც“ უწოდებენ.
პელოპონესის ომი მიმდინარეობდა (*რომელ წლებში?)
ძვ.წ. 431-404 წლებში.
პელოპონენის ომის პირველ ეტაპს სპარტის მეფის სახელის მიხედვით ჰქვია
არქიდამოსის ომი . ეს ეტაპი ათ წელიწადს გაგრძელდა და დასრულდა ძვ.წ. 421 წელს ნიკეასის ზავით.
პელოპონესის ომში ყველაზე მსხვილი სახმელეთო ბრძოლა გაიმართა
მანტინეასთან. ამ ბრძოლაში სპარტელებმა არგოსელების კოალიცია დაამარცხეს.
პელოპონესის ომში ათენი
დამარცხდა. ხანგრძლივმა საბრძოლო ოპერაციებმა გამოფიტა ომში დაპირისპირებული ორივე მხარე.