ცილა Flashcards
რით გასხვავდება ამინომჟავები ერთმანეთისგან
რადიკალებით
რა აქვს ყველა ამინომჟავას ერთნაირი?
H, O, C, N
სტრუქტურები და მათში ბმები?
პირველადი- პეპტიდურ-კოვალენტური, მეორეული- წყალბადური, მესამეული- დისულფიდური,ელექტრისტატიკური,ჰიდროფობული.
როდის იღებს ცილა სპეციფიკურ ფუნქციებს?
მესამეულ და მეოთხეულ სტრუქტურაში
რის შორის წარმოიქმნება პეპტიდური ბმები?
C-სა და N-ს შორის„
რომელი სტრუქტურა განსაზღვრავს ცილის ფუნქციებს?
პირველადი სტრუქტურა
რაზეა დამოკიდებული ცილის თვისებები?
ამინომჟავათა რაობაზე, მათ თანმიმდევრობასა და რაოდენობაზე.
რამდენი ამინომჟავა იღებს მონაწილეობას ცილის შენებაში?
20
რა ჰქვია ფერმენტის მიერ გადასამუშავებელ ნივთიერებას?
სუბსტრატი
რას უკავშირდება სუბსტრატი?
აქტიურ ცენტრს
რა არის კოფაქტორები?
ფერმენტის დამხმარე ნივთიერებები
რომელი ნივთიერებებია კოფაქტორები?
ძირითადად დაბალმოლეკულური არაცილოვანი ნივთიერებები (მაგ. Zn, Mg, Mn, Cu)
როგორია ინჰიბიტორები?
კონკურენტული და არაკონკურენტული
რომელი ქსოვილის მთავარი ცილაა კოლაგენი?
შემაერთებელი ქსოვილის
როგორია კოლაგენის სტრუქტურა?
ის შედგება სამი სპირალურად დახვეული ცილის მოლეკულისგან და შემდგე მათი გადაბმით მიიღება მთლინი სტრუქტურა
რის შედგენილობაში შედის კოლაგენი?
მყესების, იოგების, ხრტილის,ძვლის,კანის,ბროლის,რქოვანას,დერმის შედგენილობაში
კერატინი რის შედგენილობაშია?
ფრჩხილების, თმის, რქების, ბუმბულის, ბრჭყალების შედგენილობაში,ეპიდერმისი
ელასტინი რისი სტრუქტურული ცილაა?
აორტის, არტერიების, ფილტვების, შარდის ბუშტის
ფიბროინი სად შედის?
ობობისა და აბრეშუმის ჭიის ჯირკვლის სეკრეტში
რომელის სატრანსპორტო ცილები და რა გადააქვთ მათ?
ჰემოგლობინი- გადააქვს ჟანგბადი, ტრანსფერინი- რკინა გადააქვს ნაწლავიდან შეწოვილი საკვებიდან 1 მოლეკულა ტრანსფერინს გადააქვს რკინის 2 ატომი)
რომელია სამარაგო ცილა?
ფერიტინი, რომელიც შედგება 24 სუბერთეულისგან და შეუძლია 45000 რკინის იონის დატევა
რომელი ცილები მონაწილეობს სისხლის შედედებაში?
ფიბრინოგენი და თრომბოპლასტინი
რა არის ინტერფერონი ცილა?
ცილა რომელსაც გამოყოფს ვირუსით დაავადებული ორგანიზმი
როგორი სტრუქტურა აქვს ფერმენტებს?
ყველა ფერმენტი წარმოადგენს ცილა-გლობულინს (მესამეულ სტრუქტურას)