ნახშირწყლები Flashcards
ნახშირწყლების ტიპები
მონოსაქარიდები, ოლიგოსაქარიდები და პოლისაქარიდები
მონოსაქარიდების ფორმულა
Cn(H2O)n
ნახშირბადების რიცხვი მონოსაქარიდებში
3–დან 9–მდე
როგორი მონოსაქარიდები არსებობს და რომლებია ისინი
პენტოზები და ჰექსოსები. პენტოზებია რიბოზა და დეზოქსირიბოზა, ხოლო ჰექსოსებია გლუკოზა, ფრუქტოზა, გალაქტოზა.
ნახშირწყლების ფუნქციები?
ენერგეტიკული, სტრუქტურული, სამარაგო, დამცველობიდი, სასიგნალო
რამდენი ენერგია გამოიყოფა 1 გრ გლუკოზის დაჟანგვისას
17,6 კჯ (9 კკალ)
ოლიგოსაქარიდებში მონოსაქარიდების რაოდენობა რამდენი შეიძლება იყოს
7–მდე
ჩამოთვალეტ დისაქარიდები და მათი შემადგენელი მონოსაქარიდები
საქაროზა– გლუკოზა და ფრუქტოზა
მალტოზა–გლუკოზა და გლუკოზა
ლაქტოზა–გლუკოზა და გალაქტოზა
პოლიმერების სახეები
რეგულარული (შედგება ერთნაირი მონომერებისგან) და არარეგულარული (განსხვავებული მონომერებისგან)
სამარაგო ნახშირწყლები რომელია და რომელი სად არის
სახამებელი– მცენარეში, გლიკოგენი–ცხოველურ უჯრედებსა (ღვიძლის და კუნთების უჯრედები) და სოკოებში
რომელია სტრუქტურული ნახშირწყლები
ცელულოზა (აშენებს მცენარეულ უჯრედებს) და ქიტინი (შედის ფეხსახსრიანების გარეგანი ჩონჩხის შედგენილობაში და სოკოს უჯრედის კედელში)
ღვიძლში რამდენია გლიკოგენის შემცველობა
120 გრამი (დაახლოებით 8%)
რა განასხვავებს ქიტინს სხვა პოლისაქარიდებისგან?
შეიცავს აზოტს
დაახასიათეთ ცელულოზა
არის ჰიდროფილური, თუმცა დიდი ზომის გამო წყალში ვერ იხსნება. კარგად ატარებს წყლის მოლეკულებს და იცავს მცენარეული უჯრედის კედელს
დაახასიათეთ სახამებელი
არის თეთრუ, უსუნო, წყალში უხსნადი ნივთიერება. წყალში ქმნის ჟელესმაგვარ ნივთიერებას რომელიც წყალს აკავებს.