უჯრედული სუნთქვა Flashcards
რამდენ ეტაპად იყოფა უჯრედული სუნთქვა?
სამ ეტაპად: გლიკოლიზი, კრეპსის ციკლი და ელექტრონების ტრანსპორტი
როგორი სუნთქვა არის გლიკოლიზი?
უჟანგბადო ანუ ანაერობული
რად იხლიჩება გლუკოზის მოლეკულა გლიკოლიზის დროს?
ორ სამნახშირბადიან პიროყურძნის მჟავად (პირუვატად) C3H4O3
რა ხდება პირუვატად გაყოფის შემდეგ?
თუ უჯრედში არის საკმარისი ჟანგბადი პირუვატი გადადის მატრიქსში და ჩამოსცილდება 1 ნახშირბადი, მიიღება ძმარმჟავა.
სად მიმდინარეობს გლიკოლიზი?
ციტოპლაზმაში
რამდენი ატფ გამოიყოფა გლიკოლიზის დროს?
2 ატფ
რამდენი ფერმენტი მონაწილეობს გლიკოლიზის პროცესში?
10
რისი დაშლა ხდება კრეპსის ციკლში?
ძმარმჟავის
რამდენი ფერმენტი მონაწილეობს კრეპსის ციკლში?
8 ფერმენტი
რად იშლება ძმარმჟავა კრეპსის ციკლში?
ნახშირორჟანგად და წყალბადად
სად მიდის კრეპსის ციკლში გამოყოფილი CO2 და H?
CO2 გამოდის უჯრედიდან და ატმოსფეროში გადის, H კი ელექტრონების ტრანსპორტისთვის ინახება
სად ხდება ელექტრონების ტრანსპორტი?
მიტოქონდრიის შიდა მემბრანაზე(ელექტრონების გადამტანი ჯაჭვის მეშვეობით)
რისი ელექტრონები გადაიტანება ელექტრონების გადამტანი ჯაჭვით?
წყალბადის ელექტრონები
ერთდროულად რა პროცესები მიმდინარეობს ელექტრონების ტრანსპორტის დროს?
მემბრანის გარეთა ნაწილის დადებითად დამუხტვა (H+) და შიდა მხარის უარყოფითად დამუხტვა (O2-)
რატომ ხდება ელექტრონის გადატანა ჯაჭვში?
ის პირდაპირ რომ შეერთებოდა ჟანგბადს, ენერგია სითბოს სახით გაიფანტებოდა ხოლო ჯაჭვის საშუალებით ენერგია პატარა ულუფებად თავისუფლდება და H+ის გადატუმბვას ხმარდება მემბრანათაშორის სივრცეში
რომელი ცილის არხს გაივლის წყალბადის კათიონი?
ატფ-სინთაზას
როგორ იმუხტება მიტოქონდრიის მემბრანა?
გარეთა მხარე დაებითად ხოლო შიდა უარყოფითად
რა წარმოქმნის მაკროერგულ ბმას?
წყალბადის კინეტიკური ენერგია ვარდნისას
რამდენი ატფ წარმოიქმნება ელექტრონების ტრანსპორტის დროს?
34
რამდენი ატფ წარმოიქმნება კრეპსის ციკლში?
2
უჯრედული სუნთქვის რომელ ეტაპზე რა წარმოიქმნება?
გლიკოლიზის დროს 2 ატფ და პიროყურძნის მჟავა, კრეპსის ციკლის დროს 2 ატფ და CO2 და H, ხოლო ელექტრონების ტრანსპორტის დროს 34 ატფ და წყალი.
რას ნიშნავს ობლიგატური და ფაკულტატური ანაერობები?
ობლიგატური ანაერობებია ბაქტერიები რომლებიც მხოლოდ უჟანგბადო არეში ცხივრიბენ , ხოლო ფაკულტატურს შეუძლია ცხოვრება როგორც უჟანგბადო ისე ჟანგბადიან არეში
გლიკოლიზისას რამდენი პროცენტი ენერგია ხმარდება ატფ-ს?
40 პროცენტი ატფს ხმარდება ხოლო 60 პროცენტი სითბოს სახით იფანტება