ექსკრეცია და ოსმოსრეგულაცია Flashcards
რა არის თირკმლის სტრუქტურული ერთეული?
ნეფრონი
როგორი სისხლი მიეწოდება ნეფრონს?
ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებით დატვირთული
რით მიეწოდება ნეფრონს სისხლი?
არტერიოლით
თანმიმდევრობით დალაგება: ბოუმენის კაფსულა, არტერიოლა,ჰენლეს მარყუჟი, შემკრები მილაკი, პირველი რიგის კლაკნილი მილაკი, კაპილარული გორგალი,მეორე რიგის კლაკნილი მილაკი.
არტერიოლა, კაპილარული გორგალი, ბოუმენის კაფსულა, პირველი რიგის კლაკნილი მილაკი, ჰენლეს მარყუჟი, მეორე რიგის კლაკნილი მილაკი, შემკრები მილაკი.
რომელი სისხლძარღვები შედის და გამოდის თირკმლიდან?
შედის არტერია გამოდის ვენა
როგორი სისხლი გამოდის ნეფრონიდან?
CO2–ით მდიდარი და დაშლის პროდუქტებისგან თავისუფალი
რომელი არტერიოლის სანათურია დიდი კაფსულაში შემავალის თუ გამომავალის?
შემავალი უფრო დიდია ვიდრე გამომავალი
რა არ ხვდება ფილტრატში?
სისხლის უჯრედები და ცილები ( ხვდება მხოლოდ დაბალმოლეკულური ნივთიერებები : გლუკოზა. ამინომჟავები…)
რა არის ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტები?
შარდოვანა, შარდის მჟავა
რომელია უკუშეწოვის ყველაზე აქტიური ნაწილი?
პირველი რიგის კლაკნილი მილაკი (ოსმოსით შეიწოვება წყალი, გლუკოზა, ამინომჟავები,ვიტამინები, ჰორმონები, NaCl-ის 90%…)
რა არის ჰენლეს მარყუჟის ფუნქცია?
ფილტრატიდან წყლის შეწოვა (აქ კონცენტრირდება შარდი)
რომელ ცხოველებს აქვთ ჰენლეს მარყუჟი განსაკუთრებით გრძელი?
რომლებიც უწყლო გარემოში ცხოვრობენ და ერიდებიან წყლის დაკარგვას
რა ხდება მეორე რიგის კლაკნილ მილაკში?
ნატრიუმის, ქლორის და ბიკარბონატის შეწოვა. და გამოიყოფა კალიუმის და წყალბადის იონები მილაკში.
გრძელდება თუ არა წყლის შეწოვა შემკრებ მილაკში?
გრძელდება
როდის არის შემკრები მილაკები განსაკუთრებით აქტიური?
როდესაც ორგანიზმი დიდი რაოდენობით წყალს კარგავს